| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 9 თებერვალი, 2010 |
XII ნაწილი
დღეს ბარამი შემხვდა, ვიღაც გოგოსთან ერთად იყო... ვაა, ისე გაბრუებული მოდიოდა, რომ არ გადავსულიყავი, ჩემი ფეხები შემამჩნევდა, ჩემსკენ არც მოატრიალებდა განაკერ თავს... გამიხარდა რომ დავინახე, ერთ საკანში ვიჯექით... ერთი თვე არ იყო გასული ჩემი დაჭერიდან და ბარამიც გაიჩითა... თავიდან არ დამევასა... თითქოს ბრექია ტიპი იყო რა, არ მევასება საერთოდ ასეთი როჟები, ყოყლოჩინობენ და ბლატაობენ, თავში კი არაფერი არ აქვთ... აი ისეთი ტიპია რა, ამსტერდამის დედაქალაქი `აიაქსი~ რომ გონიათ... რომ მოყვა რატო დაიჭირეს, არ დაუჯერეს ბიჭებმა... ამ ჩემს სირს თუ არ გჯერათ, იმ კაცის პირშიაც შევეცი, მოხუც ქალს ჩანთას რო წაართმევსო... ჩიკომ, ჩემი ძმა, პოლიციაც ასე ფიქრობსო... ამან ეგრევე დაარტყა... ჩიკოს უზბეკამ მიცა `ატმასკა~, ბარამს ხელი მოუქნია, ბარამმა აიცილა და იმასაც გლიჯა, მერე კობრაც წამოიწია, ვისა ბიჭოო, ჩემი... (თავისიანებს დაუწყო გინება...) მე გაშველება დავიწყე და ზედამხედველებიც შემოცვივდნენ... ხელკეტებით დაგვერიენ... კედელთან დაგვაყენეს.. ახალი რომელიაო... მე ვარო, ბარამმა... გაიყვანეს... რაზე იჩხუბეთო, უკითხავთ... არ გეტყვითო... ერთი მაგარი სადისტი ზედამხედველია და იმას უთქვია, თუ არ გვეტყვი, რაზე იჩხუბეთ, ახლა პოლიციელის ტანსაცმელს ჩაგაცმევთ, სურათს გადაგიღებთ და კამერაში შევაგზავნით და შენ დედასაც მოვეფერებით, მაშინ ხო იტყვიო... აქედან ერთხელ იქნება ხო გავალ და შენც ხო გამოხვალ, ყელს გამოგჭამო და მე მერე კიდე შენს დედას მოვეფერებიო, ბარამს უთქვია და ეგრევე დაურტყამს... გაგიჟებულა ის ზედამხედველი, თავში უგლეჯია ხელ-კეტი... წამში შეღებილა სისხლით და გონება დაკარგვია ბარამს... იქედან პირდაპირ საოპერაციოში წაუყვანიათ, ექიმებს ძლივს გადაურჩენიათ... სამი კვირს მერე დააბრუნეს უკან... თავგაბინტული... ნაკერიანი... მერე მოყვა, ჩამაკაიფა იმჩემისამ, თურმე კლინიკურად მოვკვდი, თუ რა ქვია, ისე ძალიან მაგარი იყოო... თეთრ გვირაბში მივფრინავდი, რიკოთის გვირაბი რომ არის ისეთი იყო, მაგრამ ნათელი, თეთრი და ჩახჩახა, თან გვირაბში შესვლის თანხაც არ გამოურთმევიათო... გვირაბი რომ დამთავრდა, ლამაზი ბაღის თავზე დავფრინავდი. ბაღში ანგელოზები დადიოდნენ, ზოგიც დაფრინავდა და მეძახოდნენო, მოდი ბარამო... მიდით რა-მეთქი, ანგელოზებს ვებაზრებოდიო, ბარბის კუკლებივით ლამაზები იყვნენ და არ დამევასნენო... მე კი თურმე ამ დროს ოპერაციას მიკეთებენ... გონი რომ დამიბრუნდა, რეანიმაციაში ვიყავიო...
* * *
საავადმყოფოდან დაბრუნებიდან სამი კვირა ისე გავიდა, არ გაუცინია... წკიპზე იყო რა, ფეთქებად საშიში... ბიჭებიც ერიდებოდნენ... ვატყობდი, ჩემთან უნდოდა მეგობრობა, წიგნებზე მეკითხებოდა, ყველა წაკითხული გაქვსო და რამე... არადა თავიდან ცოტა არანორმალური მეგონა და მეც ვერიდებოდი... მერე კობრამ ერთხელ წიგნი წამართვა, რა სამკითხველო გამართეო და ჩიკოს გადაუგდო... ჩიკომ უზბეკას.... ხელბურთი გააჩაღეს ჩემი წიგნით... ბარამმა, თქვეჩემისებო, წიგნი მიეცით, სანამ ფეხქვეშ გამიგდიხართო.. დამიბრუნეს, გიჟია, ეს ყველაფრის მკისრებელიაო, ერთმანეთს გადაულაპარაკეს... რას კითხულობო, ერთხელ მეკითხება... სელინჯერს ვკითხულობდი, `თამაში ჭვავის ყანაში~. მაგარი წიგნია, ჩვენი ტოლი ამერიკელი ბიჭის ამბებია, სულ სამი დღე, მაგრამ საინტერესოდ ყვება-მეთქი... რო წაიკითხავ მერე მათხოვებო?! კი, თუ გინდა, ახლა გათხოვებ, მე მაინც წაკითხული მაქვს-მეთქი... თუ წაკითხული გაქვს, მეორედ რაღად კითხულობო... შენ ეტყობა არ გაგიგია, ის წიგნი კი არ არის კარგი, რომელსაც კითხულობენ, არამედ ის არის კარგი, რომელსაც გადაიკითხავენ-მეთქი... ხო, არ გამიგიაო, ახლა გავიგეო... მაშინ მკითხა, რაზე ზიხარო... `- წიგნი მოვიპარე! - რა წიგნი მოიპარე ასეთი ტო, ოქროსი იყო?! - არა, უფრო მეტი, `ვეფხისტყაოსანი~ იყო, ძმაკაცს ბავშვი შეეძინა, გოგო და იმისთვის მინდოდა, მზითევს ვუმზადებდი! - წიგნებსაც თუ იპარავდა ხალხი არ ვიცოდი! - მე კი ის არ ვიცოდი, ამისთვის თუ დამიჭერდნენ!~ კითხვა თუ გიყვარს და სისხლის სამართლის კოდექსიც უნდა წაგეკითხაო... – გაიცინა... წიგნი ვათხოვე... იმ დღეს საჭმელი არ უჭამია.. მთელი დღე იკითხა... ეტყობა გაიტაცა კოლფილდის ამბებმა... მეკითხება, აქ ჰოლდენს რომ თემაში დაუწერია, ეგვიპტელები მართლა კავკასიური წარმოშობის ხალხიაო... მე ვუპასუხე, მაგ თემაში ჯერ ეს ერთი სპენსერმა მაგას ორიანი დაუწერა, მაგრამ სიმართლესთან ახლოსაა, იმიტომ რომ ეგვიპტელებს ევროპეიდული რასის ერთ-ერთ შტოს აკუთვნებენ, ევროპელებს კი ჩვენი ზეზვას და მზიას შთამომავლებად მიიჩნევენ, ზეზვა და მზია ხო იცი-მეთქი... კი როგორ არ ვიცი, ესენი დმანისიდან თბილისში რომ ჩამოვიდნენ, ბინას ჩემს გვერდით ქირაობდნენ, ზეზვა სუპერმარკეტში მუშაობდა მტვირთავად, მზია კიდე პატარა ბუტკაში ყველს ყიდდაო... ბიჭებმაც იცინეს... წიგნი რო დაამთავრა, მოგეწონა-მეთქი... კი, ისე მომეწონა, რომ სელინჯერთან დარეკვა მომინდაო – ჰოლდენის ფიქრებითY მიპასუხა... თუმცა იმდენი ინგლისური არ ვიცი, ამერიკელს რომ რამე გავაგებინოო, ნეტა ქართული თუ ეცოდინებაო – ღადაობდა... ქართული როგორ არ ეცოდინება-მეთქი... გაიცინა - `რეკორდში~ რომ არის, დურუ ხუნჭუა რომ ეუბნება ხუტა უფროსს, მეხიკოში მეგრული როგორ არ ეცოდინებათო, ისე ამბობ შენო... მერეა მაგარი, ხუტა რო ეუბნება, შენ ხარ ტრინერიო და ტრინერი ხო იცი ვინ არისო, კი როგორ არ ვიცი, დურუმ, რომ იგინებაო... – მეგრულად მოუქცია და გულიანად იცინის... მაშინ ვკითხე, შენ საიდან ხარ-მეთქი...… საერთოდ თბილისში დაბადებულ-გაზრდილი, მაგრამ მაინც გურულიო... - იცი როგორ მიყვარს გურია, ვგიჟდები ისე-მეთქი! – ვუთხარი... არა უშავს, გაგიჟდი, იმდენი გიჟია ამ ქვეყანაზე, ერთით მეტი ყოფილა თუ ნაკლები არც შეეტყობაო... უყვარდა სოფლის ამბები მოყოლა, ზაფხულობით სულ იქ ვიყავი, თბილისში ხო თეატრში დადის ხალხი, იქ რომ ხარ ასე გგონია თეატრში ხარ, მთელი დღეE და არ გწყინდებაო... ბებიას ამბავი მოყვა ერთხელ, ახალი ექიმი დანიშნეს სოფელში, აქებდა ხალხი და ბებიაც მივიდა გასასინჯადო. რა გაწუხებთო, იმას უკითხავს. `ბრუო~, - ბებიამ უპასუხაო, თითქოს თავი მიბრუისო. გაგიჟებულა ექიმი, ასეთი ავადმყოფობა არ ქონდა გაგონილი, შერცხვა, ეგებ მივხვდეო რა ჭირსო და როგორ მკურნალობთო, შეეკითხაო. `ბრუს~ წამლითო... – ბებიას უპასუხია... მართლა `ბრუ~ კინაღამ დაემართა ექიმსო. სადაც არ უნდა მიხვიდე, ლოცვით შეგხვდებიანო... წყევლაც თავისებური აქვთო: შენ მეისპე აღარა, შენ მომიკვდი აღარაო... ყველა წყევლას აღარას აყოლებენო...
* * *
- ა, როგორა ხარ, ძველო! – მეკითხება ნინი რომ მიაცილა. - ვარ რა, დაგრუზული, დეპრესიაში, გამოვედი და მაინც იქ მგონია თავი ტო, ბავშვობაში რომ წიგნებს ვკითხულობდი ისეთი არ არის ცხოვრება! – ძრავი ავამუშავე და სანაპიროს ქუჩას დავადექი... მიყვარს ამ ადგილას გავლა, უხდება თბილისს კლდეზე შეფენილი აივნები... - რა გჭირს, ტო... - რა მჭირს ბიჭო იცი, ნაღდ კაცს ვერ ნახავ რა, ყველას უნდა მოგატყუოს და ეს მგრუზავს... - მიდი რა შეჩემა, ვინ მოგატყუა ასე მწარედ... - კაი რა, ქვეყანაში პრემიერ მინისტრი კვდება და არ იციან როგორ კვდება და ზღაპრებს გიყვებიან. ომს წააგებ და მოვიგეთო - გეუბნებიან. კაცმა ხალხი დაგიხოცა, ტერიტორია წაგართვა და ამბობ, იმას უნდა ვეახლო, ის გადაგვარჩენსო. ბაზარში შეხვალ და უბრალო გამყიდველი ოქროსავით მანდარინს ჩაგიყრის პარკში, გემრიელად მიირთვიო და სახლში მიიტან კურკანტელა გხვდება... საქმე ორ ლარში კი არ არის ბიჭო, საერთოდ ფულის დედაც... გწყინს რო გატყუებენ და სულელად გთვლიან, და გინდაც სულელი ვიყო, შენი პირადი გამორჩენისათვის თუ გამოჩენისათვის უფრო არ უნდა იკადრო ძმაო ტყუილი... ღმერთს რას ეუბნები ძმაო?! - შენ შემთხვევით პოლიტიკაში ხო არ აპირებ, ჰა... - პოლიტიკაში არა, მაგრამ ამერიკაში კი... წავალ ალბათ, მეც წავიღებ ერთ მუჭა მიწას... - კიდე დაპატარავება უნდა ბიჭო ჩვენს მიწას?! - ხო, კარგი, მოვრჩეთ რა ამაზე... ბარამ, რა მშვენიერი ასულია! - ვინა?! – იცინის... - ვინა, ვითომ არ იცი?! ჰა, როგორაა საქმე: გიყვარს! - ხო... რომ ვხედავ, გულს სიამე ედება... – გაილექსა... - იცის? – გავიცინე, პოეტი ბარამი... - მგონი არა... `მერე რა, რო სველია, სველი იასამანი...~ ბიჭო მართლა ოთხჯერ გაქვს ნანახი? - მოიცა რა სხვა, თემაზე ნუ გადადიხარ... და რატო არ ეუბნები, რომ გიყვარს? - საშიშია, ერთხელ ერთს უთქვია, მიყვარხარო და ტირილი დაუწყია... არ მიყვარს ქალები რომ ტირიან... - მოიცა რა... ალბათ ის არ უყვარდა და იმიტომ... - და შენ გგონია ვუყვარვარ?! - კი, დამიჯერე, გოგოს იმ წუთში ეტყობა, რომ უყვარს და ისიც ვინ უყვარს... ბიჭსაც, აი შენ უკვე გეტყობა, რომ შეყვარებული ხარ... - გამომიხვედი სიყვარულის ექსპერტი... - იცინის... … - სად გაიცანი? - ჯგუფელები ვართ... სპექტაკლშიც ერთად ვთამაშობთ, ნახე დღეს რეპეტიაციაზე რა მიქნა... – იცინის და ხელებზე ნაკაწრებს მანახებს... – და შენ ამბობ უყვარხარო... … - ხო მეთქი... შეჩემა, ვითომ ვერ ხვდები, რა თვალით გიყურებს, როგორ უხარია შენთან ყოფნა... ახლა მივხვდი, რა მსახიობობა აგიტყდა... – მეც ვიცინი, - ფილმი რაღად გინდოდა, მესიჯით რომ მთხოვე?! - მინდოდა რა... - ამ გოგოს გამო ხო! ინსტიტუტში გაიცანი?! - ხო. აზრზე ხარ ბიჭო, ლამის ტარიელივით მომივიდა, ნესტანს რომ დაინახავდა და გული მიდიოდა... – იცინის. - იცის რომ იჯექი?! - კი... - კაროჩე, უთხარი მიყვარხარო, რა... რას ატორმუზებ?! ქალს ამ სიტყვებზე მეტად არაფერი არ სიამოვნებს, დამიჯერე... თან ტერიტორია უნდა მოინიშნო, შენად უნდა გამოაცხადო... - ჩემად რა, მონა კი არ მინდა?! - უნდა იმონო და უნდა ემონო ძმაო, ეგრე სად არის... გიყვარს, დათმე რაღაცეები და ვინც გიყვარს, მასაც დაათმობინე, თუ გრძნობ რომ უყვარხარ... - შეჩემა შენ არ ბაზრობდი, მონობა სისასტიკის უმაღლესი ფორმააო, თან ხალხს აჩლუნგებსო... ორივე ზარალდება, მონაც და მონათმფლობელიცო... - მომისმინე ძმაო, რო გიყვარს, ამ დროს შენი თავიც გიყვარს, ეს სულ სხვა მონობაა, ეს მონობაცაა და თავისუფლებაც... - ვა, შენ ისე ბაზრობ, ტო, თითქოს სამი ცოლი გყავდეს და შვიდი შეყვარებული... - ცოლი სამიც შეიძლება და სამასიც, შვიდი შეყვარებული არ შეიძლება... გულს ყოველთვის ერთი უყვარს... ბარამ, ხო არ მოგვეტაცა ა, გურიაშიც დავახვევდით, იცოდე დაპირებული ხარ, გურიაში უნდა ვიქეიფოთო, ხო გახსოვს, ჰა... - კიდე მოტაცება და პატრული მინდა – იცინის... - ხო, მეჯვარე არჩეული გყავს?! - კი! - ვინ არის, ვიცნობ?! - მგონი იცნობ?! - ხო? თქვი აბა ვინა არის?! - შენ ხარ შეჩემა, რა ვერ მოწვი?! - მერე რას მაწვალებ, ტო, ეგრე თქვი რა, მოსულა... ბიჭო რას აჯანჯლებ, გეთქვა, მანქანა აქ არი, პირდაპირ გურიაში დავახვევდით ბაბუაშენთან, უარზე არც იქნებოდა... - მამა არ ყავს შეჩემა, დედა ყავს მხოლოდ... მამა რომ ყოლოდა ან კაცი იყოს ვინმე სახლში, კიდე ჰო, წავიყვანდი და ბოლო-ბოლო კაცურად დავილაპარაკებდით მერე... ახლა მაგრად ტეხავს... - ნახე, სანამდეა საქმე და არც გითქვამს... მოკლედ შენს განკარგულებაში ვარ, მანქანაც აქ არი! - ხო მართლა, მანქანა საიდან, შენია?! - ბიძაჩემმა გამომიგზავნა ამერიკიდან, მოიცა, ტელეფონი ხო იცი, დავაი, ახლავე დაურეკე, რომ გიყვარს... - მოიცა რა, ამერიკაში ხომ არ არის, ხვალ ხო ვნახავ... – იცინის... - გინდა გაახარო, მაშინ მიწერე მაინც?! - ხო, მაგრამ მესიჯით მიწერა რა პონტია... - ატრაკებ რა, გინდა გაახარო, ჰოდა მიწერე... - მოიცა, რა... წამო, გინდა ჩავუჯდეთ სადმე... - სხვა დროს რა ბარამ, მანქანით რომ არ ვიქნები, ორი ჯარიმა მაქვს უკვე, მესამეზე პრავას ჩამომართმევენ, თან ყოველდღე მაჩერებენ... - კარგი, სხვა დროს იყოს... - როგორ დადიან ეს სირები რა, ტარება არ იცის ნახევარმა ქალაქმა რა... მოკლედ მიგვყავს გურიაში ქალი, ჰა... - კაი, არ გამოგაპარებ! – იცინის... - სპექტაკლი როდისა გაქვთ! - აზრზე არა ვარ... ისიც არ ვიცი საერთოდ გვექნება თუ არა... - ეს როგორ?! - რეჟისორი ამბობს, არ მომეწონება დადგმა, საერთოდ არ იქნება სპექტაკლიო... არც ამათი ფული მინდა და არაფერიო... ისიც კაი გიჟი გვყავს, მაგრამ მაგარი ქალია... - აუ, მაგრად მაინტერესებს, ყველაფერს ვიფიქრებდი, შენ და მსახიობი... რეპეტიციას მანც დამასწარით რა... - შეჩემა, შენ კი არა რექტორი არ დაასწრო, რომ მოხვიდე, შეიძლება გცემოს... – იცინის... - მოიცა რა, დესპოტია?! - რეპეტიციის დროს ხო, მაგრამ საერთოდ კაი ტიპია... - ბარამ, გახსოვს ციხეში სელინჯერის რომანი რომ წაიკითხე და მერე მასთან დარეკვა, რომ გინდოდა... - ხო... - `ჰოი, ბიჭო~, ცხოვრებავ... მოკვდა ტო... - ვიცი... - მისმინე, ტელეფონი მათხოვე შენი... – მანქანა გავაჩერე... - აი... და ვისთან რეკავ, სელინჯერი ხო მოკვდა?! - ვა, შენიც სამსუნგია `დე 900~... არა, მესიჯს ვაგზავნი... შენს მაგივრად, მოიცა ნინი მოვძებნო ბლოკნოტში! - რა მესიჯს უგზავნი... ალაოდ ხო არ ხარ ?! - ხო გინდა გაახარო?! აი `ნინი~... ორივე უწერია ბიჭს... სახლის ნომერიც და მობილურიც, სხვა ვინ იქნება, ის არის... სხვა ნინი არც არის აქ... ვწერ მესიჯს `მე შენ მიყვარხარ~ მოიცა ასე არ ივარგებს, ხო შეიძლება იფიქროს, რომ ვინმე სხვას წერდი და უცებ დაგეჭირა ხელი, ამიტომ დავამატოთ: `ნინი, ბარამი ვარ, მე შენ მიყვარხარ~, მერე დავამატოთ ორი წერტილი და ფრჩხილი, ანუ გაღიმება. იფ რა ღიმილი გაქვს, არსად დაგეკარგოს... აი, ახლა კარგია... - არ გააგზავნო, გცემ... – ვიცი, არ მცემს, მაგრამ რა იცი რა ხდება... - იცი, რა გაუხარდება?! ორ წუთში კი პასუხი მოვა, `მეცო~... შენც ხო გაგიხარდება?! `ხოდა თქვენ რომ გაგიხარდებათ, მეც გამიხარდება...~ - რომ არ მოვიდეს? - მოვა, გინდა დაგენიძლავო, მოვა... - რაზე უნდა დამენიძლავო... - მანქანაზე... - რა მანქანაზე... - აი, ჩემს მანქანაზე... - ვერა ხარ შენ, ატრაკებ ახლა... - მისმინე, რა გინდა, აი გეუბნები, მივწეროთ ეს მესიჯი, თუ ორ წუთში, პასუხი არ მოგივიდა, მეც მიყვარხარო, ეს მანქანა შენია... - ხო ვთქვი, ვერ ხარ მეთქი, თუ მოვიდა? - თუ მოვიდა და ნინია შენი... შენ რა გირჩევნია, მანქანა, თუ მისი პასუხი, მეც მიყვარხარო, ჯერ ეს მითხარი... - მანქანა ... - იცინის... - ატრაკებ, გამოტყდი, რომ მისი დადებითი პასუხი გირჩევნია, ჰოდა ვაგზავნი მესიჯს, ბოლო-ბოლო ხელისმომკიდე მე ვარ, ანუ უფლება მაქვს ეს პროცესები დავაჩქარო, ბიძაჩემი ამერიკაში მეპატიჟება... - შეჩემა, შენ ატრაკებ ახლა, არა-მეთქი... - ეე, კარგი რა... აჰა, შენი ტელეფონი... ნუ და ნუ... – მესიჯი არ წამიშლია, ისე დავუბრუნე მობილური და მანქანა დავძარი. ცოტა ხანი ხმა არ ამომიღია. ისიც ჩუმად იყო. მეც დავიგრუზე, არადა მართლა უთხრას ტო, ან თუ ნაღდად უყვარს, რატო არ უნდა უთხრას, უცებ ასათიანი მახსენდება: `რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში~, მაგრამ ბარამი და შიში... ამასობაში მის სახლამდე მივედით. მახსოვს, სადღაც აქ ცხოვრობს, რომ გამოვიდა, მაშინ ვიქეიფეთ ბიჭებმა... ბარამი ტელეფონში კითხულობს რაღაცას, თან იცინის... - მგონი აქ ცხოვრობ ხო, მოვედით... - ხო... - რა ქენი?! – თითქოს მესიჯის გაგზავნის ხმა მომესმა, `სამსუნგებს~ სპეციფიკური ხმა აქვს... `დგლაც~, თითქოს წვეთი ვარდება წყლით ნახევრად სავსე ჭიქაში... - შენი აკრეფილი მესიჯი გავუშვი! - მართლა, ახლა კი ჯიგარი ხარ `ძია ისიდორე~, მაგარია... – ვიცინი... - მოკლედ მესიჯი თუ არ მოვიდა, მანქანაზე სიტყვა არ თქვა, თორემ გცემ... ფეხით მიდიხარ სახლში... მოკლედ ან მანქანა ან ნინი... ორივე შემთხვევაში მოგებული ვარ... – ისიც იცინის - მოსულა, ძმაო... – მართლა ორ წუთში მოვიდა პასუხი... წაიკითხა და სახე ბედნიერებისგან გაუნათდა... წამაკითხე-მეთქი... თავიდან არაო... ბოლოს მაინც წამაკითხა... `ბარამ, ნინი ვარ, მეც მიყვარხარ...~ მერე კი ორი წერტილი იყო და ფრჩხილი :)
XII ნაწილის დასასრული (გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. :) ვკითხულობ სულმოუთქმელად...... :) ვკითხულობ სულმოუთქმელად......
5. წავიკითხე და გადავიკითხე კიდეც და იიფ, ვისიამოვნე ფრიად და აჰა ,დამსახურებული ფრიადი ჩემგან 5 :) მიყვარხარ,ლევან ! :) :) :) წავიკითხე და გადავიკითხე კიდეც და იიფ, ვისიამოვნე ფრიად და აჰა ,დამსახურებული ფრიადი ჩემგან 5 :) მიყვარხარ,ლევან ! :) :) :)
4. ნუ რად არ ჰყავს ამ მწერალს მკითხველი ვერა ვხვდები ხალხნოოო რააა...!!! იდღეგრძელე შენა ლევან!!! გაიხარე შენა!!! ნუ რად არ ჰყავს ამ მწერალს მკითხველი ვერა ვხვდები ხალხნოოო რააა...!!! იდღეგრძელე შენა ლევან!!! გაიხარე შენა!!!
3. ეხლა რომ ვთქვა წავიკითხეთქო,მოგატყუებთ :) ამიტომ ,ამოვბეჭდავ(დასაწყისიდან ) ,წავიკითხავ და მოვალ :) ეხლა რომ ვთქვა წავიკითხეთქო,მოგატყუებთ :) ამიტომ ,ამოვბეჭდავ(დასაწყისიდან ) ,წავიკითხავ და მოვალ :)
2. დროზე კაი ხალხის ქორწილი!.. მომეწონა ფრიად! 55555 :) დროზე კაი ხალხის ქორწილი!.. მომეწონა ფრიად! 55555 :)
1. ფრაგმენტებში წავიკითხე... თავიდან უნდა მოვყვე, სუულ თავიდან და ვისაც გონია რომ სხვაგვარადაც შეიძლება, ვურჩევ დროზე მომბაძოს :) ფრაგმენტებში წავიკითხე... თავიდან უნდა მოვყვე, სუულ თავიდან და ვისაც გონია რომ სხვაგვარადაც შეიძლება, ვურჩევ დროზე მომბაძოს :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|