ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2010


დედა

სახლი მომენატრა დედა,
ჩვენი პატარა სახლი,
ჩვენი კარ-მიდამო,ეზო,
შენსავით ლამაზი,ნაზი,
ხშირად მენატრები დედა,
ახლა ფიქრები მაქვს ცუდი,
შენ რომ ეხლა ჩემთან იყო
თუნდაც გამეწირა თავი.
ვერავინ ვერ მიგებს დედა,
ახლა ცუდად არის შვილი,
შენი ხელები და სითბო,
თურმე მაკლდებოდა მაშინ,
როცა არ იყავი ჩემთან.
დის ხმა მომენატრა დედა
და ჩემი ლამაზი ქალის,
ვერავინ გამიგებს დედა...
როცა არ იქნები მაშინ,
სიტყვებით დავიღლები მალე,
სიტყვებს ავარიდოთ თავი,
სახლიდან წამოსული ბიჭი,
ვიყავი,ვიქნები მაინც,
მერე მეც გამიგებს ვინმე,
ღმერთთან ავირბენდი ახლა,
ძლიერ მომენატრა დედა,
შენი ხელები და...წავალ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები