ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2010


  ჩამოტვირთვა

ეძებეთ,იპოვეთ და მოისვენეთ!!

როცა ასე ახლოს დგახართ
რაობისა თუ არარაობის გამყოფ
საღებავგაცლილ დირესთან,
გეშინიათ,რომ არ მოგხვდეთ
შემთხვევითობის კარები,
სრულიად შემთხვევით და მოულოდნელად...
გაექეცით ყოფას უყოფადობაში
ან პირიქით..
და არ წაიღოთ შემთხვევითობა
პირსიქით...
სდიეთ უკან თქვენივე ჩრდილებს და
იქნებ მიგიყვანოთ სხეულებამდე,
თუ მაქამდე არ ჩამოგიბნელდათ და
ეგ გზის მკვლევიც ღამეს არ შეერწყა ..
უსინათლობას...
სდიეთ კისრისტეხამდე...
არ გაგასწროთ,თორემ დარჩებით ასე უსხეულონი,
სიარაფრეებად.
ნუ აქცევთ ოცნებებს
შეტრუსულ ფრთებად...
ირბინეთ უკანმოუხედავად...
ბოლოს ალბათ ჩრდილებიც დაიღლებიან და
ჩამოეკონწიალებიან კედლებს,
როგორც ქათმის ტანებს-
ნახევრადმოჭრილი თავები...
იქნებ ჩრდილები უფრო მკვეთრად
გადმოსცემენ თქვენს ქმედებებს,
ვიდრე თქვენი ვერმოძებნილი სხეულები.
ნუ სწირავთ წამებს,თქვენს შფოთსა და ვაებას
ცას განაწამებს...
ეძებეთ!!
იპოვეთ და მოისვენეთ!!



..................... ისევ მოპროზაულ-მოვერლიბრო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები