ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2010


გიო(ჩემს დისშვილს)

შენ როცა გაიზრდები იქნება აღარც ვიყო,
რავი შემოგევლე,ცხოვრება ეგეთია,
კარებთან ატუზული ახლა შენზე ვფიქრობ,
ვფიქრობ და თითქოს ცოტაც მეტირება.

ჯერ არ მინახიხარ და ერთი სული მაქვს,
მალე მოგეფერო და გულში ჩაგიკრა,
ბიძა დაგიმუნჯდა ვაჟკაც სიხარულით,
ვაჟკაც,სიხარულით ბიძას ეტირება.

დედის დღე იყო წუხელ და ღამე,
ქარი ლეწავდა ფანჯრის დარაბებს,
იქნება გელის ცხოვრება შმაგი,
მაინც, ცხოვრებას არასდროს  დაყვე.

გარეთ ამინდია ახლა საშინელი,
მე კი აივანზე ვერა ვგრძნობ ვერაფერს,
კუთხეში ვდგავარ და სანთელი არა მაქვს,
რომ შენზე ვილოცო და გულში ავანთებ.

ვიცი რომ გამოხვალ ჩემი საფიცარი,
სიმართლეს ვიტყვი და შვილის გაჩენამდე,
ყოველთვის მეხსომება და ან რა დამავიწყებს,
იმ ლამაზ ღამეს,ქარიან აივანზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები