ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ე__
ჟანრი: პროზა
10 მარტი, 2010


რაც ყველას გვტკივა

          რამოდენიმე დღე ვერაფერს ხვდებოდა. მხოლოდ ხედავდა, რომ ყველას წარბები შიგნიდან, ზემოთ ჰქოდა აქაჩული და ნერვიულად დადიოდნენ წინ და უკან, რეკდნენ ტელეფონით, რომლით თამაშიც მას ძალიან უყვარდა. ხშირად უცხო ხალხი, ძირითადად კი მეზობლები შემოდიოდნენ მათთან და გაცხარებულ სჯა-ბაასს მართავდნენ.
          ზუსტად ვერ გაერკვია, რამდენი ხანი იყო ასეთი სიტუაცია, და ვერც ის, კარგი იყო ეს თუ ცუდი...

          შიშით ძაღლების თუ ეშინოდა, მეზობელი ეზოდან რომ შემოიპარებოდნენ და კუდის ქიცინით დასეირნობდნენ მის ეზოში. მაშინაც, ღამე რომ გააღვიძა ძამიკომ და სასწრაფოდ აიტაცა ხელში საცვლების ამარა, მხოლოდ გაუკვირდა. აი ცეცხლი კი არ უყვარდა, ღუმელსაც უფრთხოდა და ამიტომ გარეთ გაყვანილს, იმ შავი ალის და შემდეგ წითელი, ჩახუთულობანარევი სივრცის შეეშინდა.
          დედა სახლში ხშირად ბრაზობდა და ყვიროდა. მაგრამ ახალა ყველაფერი სხვანაირად იყო. ის შვილებს არ ეჩხუბებოდა და მაინც საშინლად კიოდა...
         
          გაეღვიძა... ტანზე რაღაც ეხურა და ოჯახთან ერთად უცხო ოთახში იყო. ახლა უფრო აექაჩათ შიგნიდან ზემოთ წარბები და უფრო ცხარედ კამათობდნენ რაღაცაზე.
          მალე ბრახუნი გაისმა და ოთახში იარაღიანი კაცები შემოვარდნენ. ჩქარა და გაურკვევლად ლაპარაკობდნენ, უფრო ყვიროდნენ.
          ყველა წამოიშალა. ძმამ ისევ დაავლო ხელი. ერთ-ერთი ახალმოსული ისე კრავდა დედას მხარს, როგორც მათი მეზობელი კაცი, თავის ცოლს...
          გათენებულიყო. წითელი ალიც აღარ ჩანდა, თუმცა ირგვლივ მათსავით, მეზობლები იდგნენ ჯგუფებად და გარშემო მწვანე ტანსაცმლიანი კაცები შემორტყმოდნენ.
          ისინიც გააჩერეს... უცებ ვიღაცამ იყვირა, საზარლად დაიგრუხუნა და მწკრივში ჩამდგარი მეზობელი მამაკაცები მოწყვეტით დაეშვნენ დაბლა.
          შეეშინდა და ტირილი მორთო. ყველაფერი ერთმანეთში აირია და წყლით დაიფარა. აი ისეთით, ძამიკო რომ მოსცხებდა ხოლმე და მას მერე რომ ევსებოდა თვალები.
          სილუეტები გაიწელნენ და ვეღარავის სცნობდა. თუმცა ერთი კი დაინახა, რომ რამდენიმე ქალი ძირს დავარდნილ კაცებთან მიცვივდა და მათ შორის დედამისიც იყო, რომელიც ასე შეშლილივით არასოდეს მოქცეულა...

          გაეღვიძა... ტანზე არაფერი ეხურა და ირგვლივ ოჯახი კიარა მეზობელი ბავშვები იყვნენ, მასსავით საცვლების ამარა.
          ყველას სახე დამანჭვოდა და ალბათ ის მარილიანი სითხე სდიოდათ თვალებიდან. აი, ის...
          მარტოობისაც ეშინოდა... ხოდა მანაც დამანჭა სახე. ძამიკო გაახსენდა და წითლად გაწოლილი სივრცე, სახლებს ზემოთ, შიგნიდან წარბებ-აქაჩული დედიკო და მოსხლეტით წაქცეული კაცები, რომლებშიც ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი...
          ოთახში მწვანე მაისურიანი კაცი შემოვიდა წითელი ცხვირით, ხელები გაასავსავა, მერე რაღაც იყვირა და ყველა ატირდა... ისევ აირია სილუეტები ერთმანეთში...
          გრძნობდა, რომ ცოტა ხანს სადღაც მიჰყავდათ...

          გაიღვიძა... ოთახიდან დაუბრკოლებლად გამოვიდა. იცნო საკუთარი სოფელი...
          ეზოში ისევ მწვანე მაისურიანი, მკრთალი ფერის კაცები ისხდნენ და ისეთი მძაფრი სუნის სითხეს შეექცეოდნენ ხორხოცით, როგორსაც ხანდახან მამიკო და მისი მეგობრები.
          რამოდენიმე დღე ვერაფერს ხვდებოდა. მხოლოდ ხედავდა, რომ უცხო ხალხში იყო და რომ ხშირად უსველდებოდა სახე მარილიანი სითხით ოჯახის გახსენებაზე...

          ზუსტად ვერ გაერკვია, რამდენი ხანი იყო ამ მდგომარეობაში, თუმცა გრძნობდა, რომ ეს ცუდი იყო...






                                                                                                                                                                __თამუნია__

   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები