ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკო ცოცხალაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2010


საახალწლო

ნაცრისფერ ქალაქს, მორუხო ქალაქს, უშნოდ დათოვლილს,
ფეირვერკებით განათებულს ახალ წლის ღამით,
ფერია ცდილობს დაკარგული მადლი უპოვოს
და სასწაული მოუვლინოს სულ ერთი წამით...


ხედავს ოდესღაც ბედნიერ ხალხს ჩამქრალ თვალებით
და მოწყალების მომლოდინე გამოწვდილ ხელებს...
ფერია ფიქრობს, რომ ყველაფერს გამოასწორებს...
აიქნევს ჯოხს და... მაგრამ ვეღარ იკავებს ცრემლებს...


ტირის სუფრებთან სანახევროდ მაძღარ ოჯახებს...
სუფრებზე მძინარ უნამუსო, უძირო ყანწებს..
პირქუშ კალენდარს უღიმღამო ფურცლებს მოახევს
ხვალის იმედით... და თან ჯადოსნურ ჩირაღდანს ასწევს...


მერე ფერებით დაფეთდება ღამე მძინარი...
მსუნაგ ბავშვებსაც ყველა ნატვრა აუსრულდებათ...
გაიღიმება მამა ღმერთი გაუცინარი
და მომავალი არასოდეს არ დასრულდება!...

                              10.01.2009 (სხვა)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები