ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკა ბაზერაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2010


სულით ყარაჩოხელი (''ლექსების გამოფენა'', 2009)

არ შამომხედოთ სხვაგვარად,
არა მიამბოთ იგავნი,
თითოოროლა შამოვრჩით,–
ვაი, რამდენნი ვიყავით.
შამოგვისახლდნენ სულებში
რაინდნი, მარად ჩოხელნი,
ხალხნო, რას ჩაფიქრებულხართ,–
სულით ვართ ყარაჩოხელნი.
და თუ ამჟამად შავყრილვართ,–
სხვისთვის არ დასამალია,
გამოვცლით ყანწებს ჯიხვისას,
სანამ იღბალმა დაგვლია.
დაასხით, ღვინომ მიწამლოს,
წვეთს არ შავარჩენ ფიალას,
ვარსკვლავებს შავეცეკვები
ღრუბელთა სევდის იალაღს.
ბევრნი კეთილნი მიყვარხართ,
ცოტასთვის სადა მცალია?
რა მოაშუშებს იარებს,–
ჩვენივე საფიქრალია.
არ შაიცხადოთ, შამხედოთ,–
თუ არსად მიჩანს ხანჯალი,
თუ სიყვარულის წყურვილი
წამამეწევა ჯანჯალით.
ქუდს ვერსად ხედავთ ამ თავზე?–
იგი ნამუსის მახურავს,
მშვიდობის მტრედებს შამოვსხამ
ჩვენივე სახლთა სახურავს.
ჰოი, იმრავლეთ ქართველნო!–
გამოსცრავს ჩემი ბაგენი,
მერე რაა თუ სევდისგან
დავიწვით, დავიდაგენით.
ღვინოს არ ვწუნობ, კარგია!
გმადლობთ, რომ სიტყვა დამითმეთ,
იმას მოვესწროთ, რომ ჩვენი
გამარჯვებებით შავითვრეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს