 | ავტორი: მამლუქი ჟანრი: პროზა 24 ივნისი, 2008 |
ეს წერილი შარშან ნოემბერში დავწერე, დიიიდი დეპრესიის დროს ...
2007.11.14
"ბატონო ჯუზეპე და დამსწრე საზოგადოებავ! ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მინდა გაცნობოთ, მგონი, მამლუქი კვდება... არაფერს წერს, კომენტარებს აღარ კითხულობს, არც მეილებზე პასუხობს... წარმოიდგინეთ, აღარც სვამს, არც "ბოლდება" და აღარც ქალებში დადის! ...: რაც ძალიან სამწუხაროა, აღარც სულეიმანასთან დადის და "ვაი, სირცხვილო!" , აღარც ზეინაბ-ხანუმი ახსოვს... დამწუხრებული ზეინაბ - ხანუმი კი, თავის მხრივ , "მუცლის ცეკვას" უკუღმა, ანუ უკანალით ცეკვავს... (პროტესტის ნიშნად!) და ახლა ეგვიპტეში, მამლუქის პატივსაცემად, ცეკვის ახალი მიმდინარეობა ჩაისახა, რომელსაც "ტრაკის თამაში" ეწოდება... ძალიან შავ, ეთიოპიელ ყავის ვაჭარსაც, მწუხარების ნიშნად, პავიანების კუჭში ნამყოფი ძვირადღირებული, ყავის მარცვლების მაგივრად, პირდაპირ, მაიმუნის განავალი ჩამოაქვს... ყავის მარცვალი აქედან თვითონ გამოარჩიეთ... მოხალეთ და იხალეთ თავშიო! (ბოდიში, დალიეთო...) სულეიმანამ და ხან-ელ-ჰალილის ვაჭრებმა თეთრი სამოსი ჩაიცვეს... ისლამური გლოვა გამოაცხადეს ... უჰჰ, მამლუქო, ეჰჰ! არყის შუშა, ჩილიმ-შიშა, შავთმიანი შავთვალება ხანუმების აბრეშუმის შარი-შური, აბრეშუმის არშიებქვეშ, შური-მური, ნარგილე - პაიპი, ლოთობა - "კაეფი", ნახშირი - შეშა, ჰაშიშ-თრიაქი, კანაფი და ოპიუმი, "ჩეკი", "ბაში" და "ბაკშიში" ... დაივიწყა მამლუქმა ...და კვდება ... მართლა კვდებაო! ვიზიარებ მწუხარებას, თენგო - ბატონო, დიიიდიიი დანაკლისია... დიდი!... ვაახ, ვერ შეეგუება სამყარო ამ დანაკლისს, ვერა! უჰჰ, მამლუქო, ეჰჰ! დიდი მწუხარებით, გიორგი მესხი"
"მამლუქს: ბიჭო, მამლუქების იმედადღა რომ დავრჩით, მაინცდამაინც მაშინ მოგინდა ცხვირის ჩამოშვება? შენთვის უკანალით მაინც ცეკვავენ და განავლიან ყავას მაინც გასმევენ (თურმე) და აბა ჩვენ რაღა ვთქვათ, .... (ჯუზეპე, იგივე - გიორგი გ.)
....................................................................................................................................
ჩემო გიორგი, როგორც გავიგე, ამ დღებში მამელუქები ისევ პოპულარულები გამხდარან საქართველოში. "მაგათი დრო დამთავრდაო!" - ეგვიპტელებსაც ბევრჯერ ეგონათ ასე, მაგრამ , "ეგრე არ არი, თაყაო!.." ჰოო, აღარ ვკვდები, გადავიფიქრე! და ამიტომაც მინდა ცოტა რამ მოგიყვე ჩემი დიდებული წარსულის შესახებ, ანუ მამელუქებზე. ყველამ კი არ იცის მამელუქები ვინ იყვნენ და რა გაუკეთებიათ!...
მამელუქი - არაბული სიტყვაა და "ნაყიდ, თეთრ მონას" ნიშნავს. აიუბიდების დინასტიის, ეგვიპტეს უკანასკნელ მმართველებმა, სამეფო კარის დასაცავად, ჩამოაყალიბეს ძლიერი გვარდია, რომლისათვისაც საგანგებოდ იყვნენ შერჩეულნი კავკასიური წარმოშობის, კერძოდ, თურქი, ქართველი და ჩერქეზი თეთრი მონები - "მამელუქები' ეს მონები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სიმამაცითა და გამძლეობით. მათ მებრძოლი, შეუპოვარი სული და ხასიათი ჰქონდათ. მამელუქები იმდენად ძლიერები იყვნენ, მონობა არ შეშვენოდათ, არც ეპუებოდნენ! ამიტომაც 1250 წელს, მამლუქების გვარდიის მეთაურებმა აჯანყება მოაწყვეს, აიუბიდები ჩამოაგდეს და ხელისუფლება იგდეს ხელთ. მამელუქების ორი დინსატიაა ცნობილი. "ბაჰრი " - (თურქი წარმოშობის) და "ბურჯი". ბაჰრი -არაბულად, "მდინარიდან ან ზღვიდან მოსულს"- ნიშნავს, "ბურჯი" კი, ეტყობა დამახინჯებული სიტყვა "გურჯი"- დან არის წარმოშობილი, ე.ი ქართველები. "ბურჯები" ეგვიპტეს 1390-1517 წლებში მართავდნენ. ქართველი მამელუქების რიცხვი, 9 ათასიდან 12 ათასამდე მერყეობდა. მათ სათავეში 24 უმდიდრესი ბეი ედგა - 24 მსხვილი ფეოდალი, რომლებსაც საუკეთესო მიწის ნაკვეთები, წარმოებები, საბაჟოები და სხვა დიდი შესაძლებლობები ჰქონდათ. მამელუქების მმართველობის დროს XIII-XIV საუკუნეებში, ეგვიპტეში არნახულად აღორძინდა კულტურა, ხელოვნება, არქიტექტურა... ქვეყანა ყვაოდ, გაძლიერდა, გამდიდრდა XIII საუკუნეში, მამელუქებმა მონღოლების უძლეველი ურდოები დაამარცხეს. პალესტინიდან და სირიიდან ჯვაროსნები გაყარეს, დაამარხეს ეგვიპტეს დაუძინებელი მტერი, ისლამიტი-ასსასინები. ამ დროის მანძილზე ეგვიპტეს ხუთი ცნობილი სულთანი მართავდა (სავარაუდოდ ქართული წარმოშობის. ამ ფაქტს არაბები საიდუმლოდ ინახავენ). აქ, ქართველებს დღესაც თხოვენ არ ისაუბრონ თავიანთი ადგილ- წარმოშობაზე, ძალიან, არ სიამოვნებთ როდესაც ამბობ - "გურჯი" ვარო, მათ დღემდე მწარედ ახსოვთ მამაცი ქართველი მამელუქები. 1516 წელს თურქი სულთანის "სელიმ I" ჯარმა, დაიპყრო ჯერ სირია, მერე ეგვიპტე და პალესტინა . თურქებს, უნდოდათ ეგვიპტეში მამელუქების ბატონობისათვის ბოლო მოეღოთ , მაგრამ სიხარბემ სძლიათ. ფეოდალ მამელუქებს მიწები არ ჩამოართვეს, დაუტოვეს, ოღონდ აიძულებდნენ ქაიროს ფაშასათვის დიდი ხარკის გადახდას. ოსმანური იმპერიის დაუძლურებამ XVII საუკუნის ბოლოს, მამელუქებს შესაძლებლობა მისცა დაებრუნებინათ ძველებური ძლევამოსილება და ისევ ეგვიპტის მართველები გამხდარიყვნენ. 1805 წელს ეგვიპტის ფაშა - მოჰამედ - ალი ხდება. ცნობილი "ალი ფაშა", რომელმაც მამელუქებს ჯერ მიწები ჩამოართვა და მერე ძლიერი ბეები ამოუწყვიტა. ამავე წლებში, ნაპოლეონ ბონაპარტე შედის ეგვიპტეში. მამელუქების დარჩენილი ნაწილი, მის არმიას უერთდება და ბონაპარტეს მხარეს იბრძვის. მერე კი, იძულებული ხდება ჯარს საფრანგეთში გაჰყვეს. ნაპოლეონი ხვდება რომ მამაცი, შეუპოვარი მამელუქები შეიძლება აჯანყდნენ, მის კეთილდღეობას საფრთხე შეუქმნან და მარსელში ჩასულებს, ფრანგები მამელუქებს გემებიდან ჩამოსვლის დროს, მუხანათურად ანადგურებენ... ეგვიპტეში დარჩენილების შთამომავლები, დღემდე ცხოვრობენ ქაიროს "მამელუქების" უბანში და მამელუქთა დიდებულ სასაფლაოზე ... (ვცადე მათთან კონტაქტი, არაფერი იციან თავიანთ წარსულზე... სამწუხაროდ.) აი ეს მინდოდა მომეყოლა შენთვის ჩემო გიორგი. მახსოვს, პირველად, სულეიმანასთან რომ ვთქვი:" ქართველი ვარ -გურჯი", სულეიმანამ მაშინვე მკითხა , ის გურჯი ხომ არა, მამელუქები რომ იყვნენო? - ჰო, მერე რა მოხდა-მეთქი? მითხრა: "მე ძალიან მიყვარხარ, მაგრამ შეიძლება სხვებმა რომ გაიგონ, უსიამოვნება შეგვხვდეს ორივეს, მამლუქები აქ ძალიან არ უყვართო". ხედავ, ძმაო , ვერ აიტანეს, რომ ვიღაცა გადამთიელმა მამელუქებმა - თეთრმა მონებმა, რამდენიმე საუკუნე მართეს "მზის შვილების" უძლეველი, ლეგენდარული, საიდუმლოთი და დიდებით მოსილი მარადიული ეგვიპტე... მამელუქებმა! ჩემ წინაპრებმა... აბა, მითხარი მაქვს უფლება, მოვკვდე?!... არა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ,,მუცლის ცეკვას" უკუღმა, ანუ უკანალით ცეკვავს... (პროტესტის ნიშნად!)
კარგი იყოო :)) ,,მუცლის ცეკვას" უკუღმა, ანუ უკანალით ცეკვავს... (პროტესტის ნიშნად!)
კარგი იყოო :))
24. მამლუქო , რა კარგად წერ და სად დაიკარგე? მოიცალე რაა. მამლუქო , რა კარგად წერ და სად დაიკარგე? მოიცალე რაა.
23. მახსოვს ეს და მომწონს, კარგო მამლუქო!:) მახსოვს ეს და მომწონს, კარგო მამლუქო!:)
22. ეს მახსოვს... ღმერთი გფარავდეს ყველგან... ქართველო, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით! ეს მახსოვს... ღმერთი გფარავდეს ყველგან... ქართველო, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით!
21. გენაცვალე :) გენაცვალე :)
20. არაფერიც არაფერიც ძმაო, შეგეშალა, აწი შეიტანე ეხლა შეწორებები მაქაურ ლექსიკაში მამლუქი ნიშნავს აქედან გაქცეულ თეთრ გიორგი მესხთქოოო, და როგორც დაამკიცებ მაგაში ეჭვი არ გვეპარება. აბა შენ იცი არაფერიც არაფერიც ძმაო, შეგეშალა, აწი შეიტანე ეხლა შეწორებები მაქაურ ლექსიკაში მამლუქი ნიშნავს აქედან გაქცეულ თეთრ გიორგი მესხთქოოო, და როგორც დაამკიცებ მაგაში ეჭვი არ გვეპარება. აბა შენ იცი
18. ჩემი "ჯილა" ხარ! გენაცვალე შენა... ძალიან მიყვარს ეს შენი წერილი... :) ჩემი "ჯილა" ხარ! გენაცვალე შენა... ძალიან მიყვარს ეს შენი წერილი... :)
17. რა გგონია აქაც მამელუქები ვართ... საკუტარ სამშობლოში... რა გგონია აქაც მამელუქები ვართ... საკუტარ სამშობლოში...
16. მამლუქო,კარგო და ტკბილო შენა...ეს კი წაკითხული მაქვსო...იქითო...:) მამლუქო,კარგო და ტკბილო შენა...ეს კი წაკითხული მაქვსო...იქითო...:)
15. მამლუქ ძმაო ჯერ მოგიკითხე და ძველებურად ჩავუჯექი ახლა შენს ნაამბობს.ხპდა რათქმაუნდა 5. ახლა სიკვდილს რაც შეეხება "უკვდავი არავინაა ძმაო" უბრალოდ ერთი დეტალია სად ?!როგორ?! რის გამო ?!-მგონი ჩემს აზრზე ხარ შენც.
მამლუქ ძმაო ჯერ მოგიკითხე და ძველებურად ჩავუჯექი ახლა შენს ნაამბობს.ხპდა რათქმაუნდა 5. ახლა სიკვდილს რაც შეეხება "უკვდავი არავინაა ძმაო" უბრალოდ ერთი დეტალია სად ?!როგორ?! რის გამო ?!-მგონი ჩემს აზრზე ხარ შენც.
14. ნამდვილად არ გაქვს ! :) ისე დეპრესია ნაცნობი რამაა..თან ძალიან ... მოგიკითხე ნამდვილად არ გაქვს ! :) ისე დეპრესია ნაცნობი რამაა..თან ძალიან ... მოგიკითხე
13. ნამდვილად არ გაქვს ! :) ისე დეპრესია ნაცნობი რამაა..თან ძალიან ... მოგიკითხე ნამდვილად არ გაქვს ! :) ისე დეპრესია ნაცნობი რამაა..თან ძალიან ... მოგიკითხე
12. ნამდვილად არ გაქვს ! :) ისე დეპრესია ნაცნობი რამაა..თან ძალიან ... მოგიკითხე ნამდვილად არ გაქვს ! :) ისე დეპრესია ნაცნობი რამაა..თან ძალიან ... მოგიკითხე
11. .... :) მოგიკითხე.. ძმაო.. .... :) მოგიკითხე.. ძმაო..
10. მოკვდე, კი არა... ვერ ხედავ, როგორი ოაზისი და სამოთხე შეგვიქმნეს ურაკპარაკის სახით. ჩამოჯექი, დაისვენე, უდაბნოში ხეტიალის მერე... დაწერე და დადე შენი ნაწერები ხშირად, თორემ იცოდე აღარ ვიქნები შენი ძმაკაცი (ახლა კი ვიცი, გიორგი ვინც ყოფილა:) მოკვდე, კი არა... ვერ ხედავ, როგორი ოაზისი და სამოთხე შეგვიქმნეს ურაკპარაკის სახით. ჩამოჯექი, დაისვენე, უდაბნოში ხეტიალის მერე... დაწერე და დადე შენი ნაწერები ხშირად, თორემ იცოდე აღარ ვიქნები შენი ძმაკაცი (ახლა კი ვიცი, გიორგი ვინც ყოფილა:)
9. ვაიმეეე ჭა რას ამბობ! ამ ფოტოზეა ზუსტად მამლუქი ისეთი, როგორიც ჩვენ გვიყვარს! ხელოვანი კაცია ეს, მხატვარი, ქართველი, თავისუფალი და ჯიგრიანი! აი ეს ყველაფერი ჩანს ამ ფოტოზე!
გიო, ჩაგეხუტა შენი გადარეული უცნობი დაიკო, რომ ამოგიჩემა და აღარ ამოგასუნთქა არც ერთ საიტზე :) მიყვარხარ "ხუდოჟნიკ ნეუდაჩკა, მუზიკანტ სამაუჩკა ა ვაბშეტა ნეუჩ" :D ამ ფრაზაზე ვაფრენ! და შენს ქართულზე... ვაიმეეე ჭა რას ამბობ! ამ ფოტოზეა ზუსტად მამლუქი ისეთი, როგორიც ჩვენ გვიყვარს! ხელოვანი კაცია ეს, მხატვარი, ქართველი, თავისუფალი და ჯიგრიანი! აი ეს ყველაფერი ჩანს ამ ფოტოზე!
გიო, ჩაგეხუტა შენი გადარეული უცნობი დაიკო, რომ ამოგიჩემა და აღარ ამოგასუნთქა არც ერთ საიტზე :) მიყვარხარ "ხუდოჟნიკ ნეუდაჩკა, მუზიკანტ სამაუჩკა ა ვაბშეტა ნეუჩ" :D ამ ფრაზაზე ვაფრენ! და შენს ქართულზე...
8. "თავს არ მოიკლავს ქართველი, არა ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს"..... არ ვიცოდი მამლუქების ისტორია,საინტერესოა. "თავს არ მოიკლავს ქართველი, არა ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს"..... არ ვიცოდი მამლუქების ისტორია,საინტერესოა.
6. წარმატებული ადამინობის სტატუსით სიცოცხლის უფლება მე მომინიჭებია (ჩემი სამზერიდან)ქართველო:)
5 წარმატებული ადამინობის სტატუსით სიცოცხლის უფლება მე მომინიჭებია (ჩემი სამზერიდან)ქართველო:)
5
5. საინტერესო იყო :) 5 მამლუქ და არ გაქვს სიკვდილის უფლება!!! საინტერესო იყო :) 5 მამლუქ და არ გაქვს სიკვდილის უფლება!!!
3. დავიწყებ იქიდან რომ მაგ სურათში სულ სხვანაირი ჩანხარ... გულწრფელად არ მომწონს, ის კი არა, ჩილიმს რომ ეწევი... უბრალოდ პოზა,რაც ზოგჯერ ბევრის მთქმელია. მე უფრო სხვანაირი მიყვარხარ, შენი ნაწერებიდან რომ ჩანხარ ისეთი. (არ გეწყინოს კარგი?) რაც შეეხება ნაწერს- 5555555555555555 დავიწყებ იქიდან რომ მაგ სურათში სულ სხვანაირი ჩანხარ... გულწრფელად არ მომწონს, ის კი არა, ჩილიმს რომ ეწევი... უბრალოდ პოზა,რაც ზოგჯერ ბევრის მთქმელია. მე უფრო სხვანაირი მიყვარხარ, შენი ნაწერებიდან რომ ჩანხარ ისეთი. (არ გეწყინოს კარგი?) რაც შეეხება ნაწერს- 5555555555555555
2. ჯერ არ მოკვდები მამლუქო! დაჯე დაუკარ ფანდური. უკანლის ცეკვას გიცეკვებს, ნორჩი ზეინაბ ხანუმი! ხოდა რომც მოკვდე მითქვია, საფლავში გამოცოცხლდები! ისეთი დონჟუანი ხარ, მიწიდან ამოცოცდები!....:))
ჯერ არ მოკვდები მამლუქო! დაჯე დაუკარ ფანდური. უკანლის ცეკვას გიცეკვებს, ნორჩი ზეინაბ ხანუმი! ხოდა რომც მოკვდე მითქვია, საფლავში გამოცოცხლდები! ისეთი დონჟუანი ხარ, მიწიდან ამოცოცდები!....:))
1. არ გაქვს სიკვდილის უფლება! იმიტომ, რომ ძალიან გვიყვარხარ ყველას! 5 არ გაქვს სიკვდილის უფლება! იმიტომ, რომ ძალიან გვიყვარხარ ყველას! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|