მ ი ნ დ ა მინდა წვიმდეს,არა,თოვდეს დიდრონ,ფაფუკ ფიფქებს, მათი მზერით ვტკბებოდე და თან ვფანტავდე ფიქრებს. მინდა ქარი,არა,სიო,აგიშალო თმები, ახლა შორით გეფერები და ოცნებით ვტკბები. მინდა ვიყო შენთან ახლოს,თუნდ მძინარე გნახო, მინდა ლამაზ დალალებზე მხოლოდ ხელი გახლო. მინდა ოდნავ გაგეღიმოს და არარა მითხრა... მინდა ჩუმად გიყურებდე ანგელოზო დიდხანს.
მე შემოდგომის სისავსე მიყვარს
გაზაფხულია კისკისა,ცელქი, ზაფხული შლეგი და ვნებით სავსე, მე შემოდგომის ფერები მიყვარს, რადგან სითბოთი ,სიმშვიდით მავსებს.
ლამაზ ოცნებებს,ნატვრებს მაგონებს ფერხთ დაფენილი ჭრელი ხალიჩა, ბაღში სიყვარულს დაუდგამს ტახტი, მზემ ბროწეული კოცნით გახლიჩა.
ტრფობამ აავსო ბადაგით ქვევრი, დააწყებინა მაჭარს შუშხუნი.. თუმც საოცარი სიტკბოა ირგვლივ, მაინც მოისმის ზამთრის ბუზღუნი..
მე შემოდგომის სისავსე მიყვარს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მომეწონა რითმა "ხალიჩა" და "გახლიჩა". მოგიკითხეთ სიყვარულით მომეწონა რითმა "ხალიჩა" და "გახლიჩა". მოგიკითხეთ სიყვარულით
11. მე შემოდგომის სისავსე მიყვარს
კარგია, მაგრამ მე ზაფხულის სიცხე-პაპანაქება მირჩევნია :) მე შემოდგომის სისავსე მიყვარს
კარგია, მაგრამ მე ზაფხულის სიცხე-პაპანაქება მირჩევნია :)
10. მე შემოდგომის სისავსე მიყვარს...
ძალიან ლამაზია! ლიკა მომიკითხეთ! :) მე შემოდგომის სისავსე მიყვარს...
ძალიან ლამაზია! ლიკა მომიკითხეთ! :)
9. დამიჯერე მატებს. მე არ გაკადრებ არც 2 ქულას და არც 3-ს ამიტომ 4-ს გიწერ! დამიჯერე მატებს. მე არ გაკადრებ არც 2 ქულას და არც 3-ს ამიტომ 4-ს გიწერ!
8. მეც მიყვარს :) 5
მეც მიყვარს :) 5
7. :) 5-იანი:) :) 5-იანი:)
6. ორივე მშვენიერია 8 ქულა ორივე მშვენიერია 8 ქულა
5. ტრფობამ აავსო ბადაგით ქვევრი, დააწყებინა მაჭარს შუშხუნი.. თუმც საოცარი სიტკბოა ირგვლივ, მაინც მოისმის ზამთრის ბუზღუნი..
ლამაზია, მანანა! მომეწონა! ძალიან მიყვარხარ! აღარ ჩამოდიხარ, რომ შენთანაც დავამსხვრიოთ ვირტუალობა? ტრფობამ აავსო ბადაგით ქვევრი, დააწყებინა მაჭარს შუშხუნი.. თუმც საოცარი სიტკბოა ირგვლივ, მაინც მოისმის ზამთრის ბუზღუნი..
ლამაზია, მანანა! მომეწონა! ძალიან მიყვარხარ! აღარ ჩამოდიხარ, რომ შენთანაც დავამსხვრიოთ ვირტუალობა?
4. მინდა თოვდეს, ვქსოვდე წინდას. ბედი გვქონდეს - თოვდეს მინდა.
შემდეგ როგორც ტექსტშია... ;) მინდა თოვდეს, ვქსოვდე წინდას. ბედი გვქონდეს - თოვდეს მინდა.
შემდეგ როგორც ტექსტშია... ;)
3. მეორე ლექსი მომეწონა! თანაც ძალიან! ასე არ ჯობია? აბა, "ეს გაუმარჯოს" რა იყო? პირველიც ნიჩევო, მაგრამ ცოტა რითმები ურევს! მეორე ლექსი მომეწონა! თანაც ძალიან! ასე არ ჯობია? აბა, "ეს გაუმარჯოს" რა იყო? პირველიც ნიჩევო, მაგრამ ცოტა რითმები ურევს!
2. ტრფობამ აავსო ბადაგით ქვევრი, დააწყებინა მაჭარს შუშხუნი.. თუმც საოცარი სიტკბოა ირგვლივ, მაინც მოისმის ზამთრის ბუზღუნი..
ძალიან გულღია ლექსია მანანა!... ტრფობამ აავსო ბადაგით ქვევრი, დააწყებინა მაჭარს შუშხუნი.. თუმც საოცარი სიტკბოა ირგვლივ, მაინც მოისმის ზამთრის ბუზღუნი..
ძალიან გულღია ლექსია მანანა!...
1. პირველი მახსოვს,მეორეც ძალიან მომეწონა. პირველი მახსოვს,მეორეც ძალიან მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|