ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2010


(ვოშო)სულთან ბორჩაშვილს

ჩეჩენ ვაჟკაცებს უდგახარ გვერდში,
მთების შვილი ხარ,ჯიხვივით ლაღი,
ვოშოს მეძახი და მეც ვამაყობ,
რომ გიცნობ ვაჟკაცს,(ერთი გვაქვს სისხლი).
ლაღობ სიმღერით,ჩეჩნეთის მიწა
კვლავ გენატრება და გულში გიზის,
იქ დარჩენილი ძმები და დები,
თავს განატრებენ მათთან არყოფნით.
ორი სამშობლო გაქვს და ამაყობ,
ორი სამშობლოს დიდი წარსულით,
ქისტების აულს ნისლები ადგას,
შენ კი პანკისის ისტორიას ქმნი.
ვოშოს მეძახი და ჩემი ძმა ხარ,
ერთხელ ნანახი და გაცნობილი,
ერთია მიწა,ერთი გვაქვს სისხლი,
ვოშოობისთვის გადადებული.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს