ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2010


"ქალავ ხევსურეთს მიოლთ"(თეას და ძმადნაფიცებს)

შატილს დამიხვდი ქალავ,
არდოტს აგიყვან ცხენით,
მაყრებს ავიყვან ბიჭებს,
ძმადნაფიცი მყავს ბევრი.
ლუდსაც მავხარშავთ ძმები,
ხინკალიც გვინდა დაღლილთ,
ლექსები ჩვენზე იყოს,
სიმღერას დასჭექს ქისტი.
და ჩვენც ავყვებით ფიცხად
იქნებ გაშიშვლდეს ხმალიც,
გავკეჭნით ერთურთს ძმები,
მანდილ ჩაგვიგდე მაშინ.
"ხევსურეთს მიოლთ ქალავ,"
მაყრებიც მიგვყავს ბევრი,
სუფრას გავიშლით მოლზე,
ფანდურზე დამღერს ქისტი.
ნაბადს გავიშლით მოლზე,
დალალს დავიშლი  მკლავზე,
ყელთან გაჩუქებ კოცნას
ღამეც დაწვება ცაზე...


კოცონთან ხმები კრთება,
ბიჭებს აშფოთებთ ლუდი,
"ქალავ ხევსურეთს მიოლთ",
სიმღერას გვიმღერს ქისტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს