ნაწარმოებები



ავტორი: სოფო ბაჩილავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 აპრილი, 2010


განიკურნე

დილაა ან იქნებ შუადღე,
იღვიძებ დგები და სარკეში უყურებ შენს ნაკვთებს,
გაშფოთებს ყოველი ნაოჭი და ცდილობ დაფარო.

შუადღე ან თუნდაც საღამო,
ქუჩაში მიდიხარ, არ გრჩება არც ერთი ვიტრინა, რომელიც გირეკლავს,
აფასებ შენს სხეულს, ხვდები რომ წონაში ზედმეტი კილოა, ან იქნებ გრამები,
ან იქნებ გატყუებს ეს მინა,
თავს იზღვევ, ურეკავ დაქალს და ის გირჩევს რომელი დიეტა ჯობია.

საღამო არა და ღამეა,
ბრუნდები სახლში
და დაღლილი ამოწმებ რამდენად კარგია შედეგი,
იმ საცხის ნაოჭებს რომ აქრობს.

მთელი დღე გავიდა.

და შენ კი ერთხელაც ვერ შეხვდი შენს თვალებს,
ნაოჭებს ითვლიდი და გამოგეპარა ცვლილება მზერაში.
იმ გრამებს იკლებდი, რომ მოგეზედმეტა, სულში ხორცმეტები არც შეგიმჩნევია.

არადა დაღამდა, ისე რომ გულწრფელი ლოცვები არ გითქვამს.
დაღამდა ისე რომ ტკივილებს არ იმჩნევ სულიდან.

ნაოჭებს დამალავ, თვალებს რას უშვრები?

დროა განიკურნო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები