ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ის....
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 აპრილი, 2010


Goodbye blue Monday

      ითი.
      ითი...
      ითი!!!

    ვიღვიძებ, ცალი თვალით.
    არ ვდგები ლოგინიდან, არც ვწოლილვარ.
    არ ვიცვამ, არც გამიხდია ტანსაცმელი.
   
        მე ითი ვარ, ხან არ ვარ. ორშაბათობით ლურჯი თვალები მაქვს, საერთოდ შავი. მაკიაჟს არ ვიკეთებ, მალამაზებს.
                       
                          "Pink Floyd"-ს ვუსმენ.
        სარკეებიან ოთახში ვცხოვრობ. მარტო მაცივარი მაქვს, კოკა-კოლებით სავსე. გატყუებთ, კიდევ აკვარიუმი მაქვს, მთვარე მყავს შიგნით ჩაკეტილი, პენსიაზე გავიდა.
                       
                          "it's miracle".
        ჩემი მეზობელი ადამიანია, თვითნასწავლი. მე- მხატვარი, სილაზე.
     
          ლამაზი მეგობარი მყავდა, შეთავსებით კეთილი. ყოველ ორშაბათს მოდიოდა ჩემი ლურჯი თვალების სანახავად, თმაზე მეფერებოდა და მერე ერთად ვითვლიდით, რამდენჯერ გამოვიდოდა ელეონორი აივანზე. ელეონორი პირველ სართულზე ცხოვრობს და აივანი არ აქვს...
          ჩემი მეგობარი გათხოვდა, ღიპიან კაცს გაჰყვა და დამივიწყა. ყოველ ორშაბათს ვუგზავნი სმს, უკვე ორმოცდამეცხრეჯერ გავუგზავნე. უშედეგოდ ველოდები "delevery report"-ს.


          ახლა სარკეზე ღიპიან კაცუნებს ვხატავ, წითელი პომადით, მერე მაჯით ვშლი.
          ელეონორი აივანზე აღარ გამოდის, მოკვდა.
          მე ფეხი მოვიტეხე, მეგონა, ახლა მაინც მოხვიდოდი...
          იცი, უკვე ორშაბათობითაც აღარ მაქვს ლურჯი თვალები.


                  Goodbye blue Monday  !


-----------------


დღეს პარასკევია.
ამჟამად, ფეხმოტეხილი უცხოპლანეტელი ვარ.
მარტო ვსვამ კოკა-კოლას.

უფს, დამავიწყდი  : X 
       
      Welcome to oblivion!
                                                       
       
                         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები