ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
4 აპრილი, 2010


მზე ჩვენია,თაი! (მესამე ნაწილი)

  ტატო რამოდენიმე წუთი გაუნძრევლად იდგა და თვალს აყოლებდა რკინის მოზრდლ კონსტრუქციას, რომელიც ზანტად შორდებოდა მიწას და რომელსაც ბიჭმა ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე მიანდო.მერე გონებაში დაატრიალა ყველაფერი რაც გარშემო ხდებოდა და იმ ფორმიანს მიუახლოვდა, რომელიც წეღან შენიშნა.
  -შემდეგი ვერტმფრენი რამდენ ხანში მოფრინდება?
  -ეგ არავინ იცის. შენ გინდა წასვლა?
  -დიახ. ამ ვერტმფრენით ყველაზე ძვირფასი ადამიანი გავამგზავრე და მეც მალე უნდა წავიდე.
  -ჰმ! მეეჭვება ეგ მოახერხო. ნახე რამდენი ბავშვი და ქალია სტადიონზე. ყველას უნდა გაერიდოს აქაურობას. როგორც წესი, პირველად  სწორედ მათ ჩასვამენ ვერტმფრენში… თუ რა თქმა უნდა კიდევ მოფრინდება.
  ანუ შეიძლება აღარც მოფრინდეს?
  ამ დროს ხმაური მოისმა იმ მხრიდან, სადაც ჯერაც არ დაესრულებინათ ვერტმფრენით ჩამოტანილი ყუთების განაწილება. ტყვია-წამალი ძალიან ცოტა იყო გამოგზავნილი და ყველა ცდილობდა მეტი წაეღო თავის ბატალიონში. ფორმიანი სასწრაფოდ იქითკენ გაემართა.
  მოსაღამოვდა. ვერტმფრენი არ ჩანდა, მაგრამ სტადიონზე მომლოდინეთა რიცხვი მაინც იზრდებოდა. ტატო მიწაზე იჯდა და უიმედო თვალებით შესცქეროდა ხან ცას, ხანაც მიწას, რომელზეს პატარა ჯოხის ნატეხით ნერვიულად გამოჰყავდა რაღაც ფიგურები.
  -ადექი,შვილო, არ გაცივდე - მოესმა მზრუნველი ხმა და ამავე დროს მხარზე მსუბუქი შეხებაც იგრძნო. მიიხედა. მის ზურგს უკან ტანსრული ორმოცდაათიოდე წლის ქალი იდგა, რომელსაც წაბლისფრად შეღებილი თმის ძირებიდან ოდნავ მოუჩანდა ჭაღარა. ნაოჭებშეპარულ სახეზე კი ეტყობოდა დროით წაშლილი სლავური სილამაზის კვალი. ტატოს ეცნო ეს სახე და გონება დაძაბა , რომ გაეხსენებინა საიდან ახსოვდა, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა.
  -ამბობენ, ვერტმფრენი დილამდე  არ მოვაო, მაგრამ მაინც არავინ მიდის. ყველას იმედი აქვს, რომ უფრო ადრეც მოვა. მეც მაქვს ამის იმედი - საკმაოდ გამართული ქართულით თქვა ქალმა, თუმცა მის საუბარში მაინც იგრძნობოდა არაქართული აქცენტი.
  -ღმერთმა ქნას, გამართლდეს თქვენი იმედები - თქა ტატომ და ისევ დაძაბა გონება, რომ მეხსიერებაში აღედგინა, თუ საიდან ახსოვდა ამ ქალის სახე.
  -რა გქვია, შვილო?
  -ტატო.
  -ადექი, არ გაცივდე.- მიხვდა, ტატოს გონება სხვაგან ქროდა და, ალბათ, ამიტომ არჩია საუბრის გაწყვეტა ქალმა.
  ტატო ფეხზე წამოდგა
  -აქ მარტო ხართ?
  -მე, ჩემი გოგო და შვილიშვილი ვიყავით. ისინი დღეს ვერტმფრენით თბილისში გაფრინდნენ და მარტო დავრჩი.
  -თქვნე რატომ არ გაფრინდით მათთან ერთად? ვერ მოახერხეთ ვერტმფრენში ასვლა?
  -ვიჯექი შვილო ვერტმფრენში, მაგრამ სიმძიმის გამო ვეღარ აფრინდა, ვინმე უნდა ჩასულიყო და მე ჩამოვედი. - ტატოს გონება გაუნათდა და მიხვდა საიდან ახსოვდა ეს ქალი.
  -მახსოვხართ. იმ ვეტმფრენით, საიდანაც თქვენ ჩამოხვედით, მე ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი გავამგზავრე.
  -მე გხედავდი, გოგონა როგორ ჩასვი ვერტმფრენში…- სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა ქალს, რომ ხალხი აყაყანდა.
  - აფხაზებმა “კრასნი კრესტი” აიღეს და აქეთ მოიწევენ, ამჯერად კოლხიდაში არიან. ეხლა ისეთი ვითარებაა, რომ აქედან ვერტმფრენის აფრენა სიკვდილთან ხელშეკრულების გაფორმებას ნიშნავს. ჯობია დავიცადოთ, სანამ ეს ყველაფერი მიწყნარდება და მერე გაემგზავრება ყველა თბილისში, თუ ამის საჭიროება საერთოდ იქნება. გთხოვთ ყველას დაიშალოთ ეცადეთ ქუჩაში სიარულს თავი აარიდოთ და რაც შეიძლება უსაფრთხო ადგილები მოძენბოთ. პანიკას ნუ ატეხთ, ყველაფერი მალე მოგვარდება. - თქვა ფორმიანმა და აყაყანებული ხალხის შეკითხვებისთვის  რომ თავი აერიდებინა, სამხედრო მანქანაში ჩაჯდა და სტადიონის ტერიტორია დატოვა.
  ტატოს ამ განცხადებამ გადაადგილების და ლაპარაკის უნარი წაართვა რამოდენიმე წუთით. ვერც ვერაფერზე ფიქრობდა, მის გონებაში სრული ქაოსი იყო.
  -აქ ვისთან ხარ, შვილო? დასარჩენი ადგილი გაქვს?- გამოარკვია ბურანიდან ნაცნობმა არაქართულ აქცენტიანმა ხმამ.
  -აქ ბებიაჩემის სახლია. იქ ვრჩები ხოლმე, როცა ჩამოვდივარ.
  -ბებია აფხაზია?
  -ბებია ქართველი იყო ზღვა უყვარდა ძალიან და აფხაზი ხალხი. სწორედ ამის გამო, მას შემდეგ,რაც დაქვრივდა,20 წელი გაგრაში ცხოვრობდა. შარშან ზაფხულში გარდაიცვალა.
  -ანუ ეხლა მარტო ხარ? ძალიან საშიშია ქართველისთვის აქ მარტო დარჩენა. ჩემს სახლში წაგიყვან, იქ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით ერთად. თუ აფხაზები აიღებენ გაგრას, მე გადაგაფარებ ხელს, როგორც აფხაზი, ხოლო თუ ქართველები აიღებენ, შენ დამეხმარები.
  -თქვენ აფხაზი ხართ?
  -ჩვენ ყველანი ქართველები ვართ, შვილო. წავედით? - ტატოს ფიქრის თავი არც ჰქონდა, ამიტომ უყოყმანოდ გაჰყვა ქალს.
  ორსართულიან სახლს პატარა, მოვლილი ეზო ამშვენებდა. კარებთან უზარმაზარი ნაგაზი იჯდა, რომელიც, თითქოს გრძნობსო მოსალოდნელ უბედურებას, საცოდავად წკმუტუნებდა. როგორც კი პატრონი დაინახა, კუდის ქიცინით გამოიქცა მისკენ და ორივე თათით მკერდზე შეახტა. ცდილობდა სახე აელოკა ქალისთვის, მაგრამ ის დაყვავებით იგერიებდა. როგორც კი პირველი სიხარული გამოხატა ძაღლმა, ტატოს გახედა იჭვნეულად.
  -ნე გეშინია, ბორკა! ჩვენიანია- უთხრა აფხაზურად დიასახლისმა ძაღლს და მანაც, თითქოს გაიგოო, კუდის ქიცინი განაგრძო და სტუმრიდან ქალზე გადაიტანა ისევ ყურადღება.
  -პირველ სართული უფრო უსაფრთხოა, თან ნახევარსარდაფია.
  -ხო, ალბათ…- ტატოს გონება სხვაგან ქროდა.
  სახლში შევიდნენ. ოთახი არეული იყო, მაგრამ მზრუნველი ხელი მაინც ეტყობოდა. უამრავი ქოთნის ყვავილი და ხელით ნაქარგი ფარდა-გადასაფარებლები, მყუდროებას და სითბოს სძენდა ოთახს.
  -ბოდიშს გიხდი არეულობისთვის. როგორც კი ჩემი სიძე მოვიდა, სასწრაფოდ ჩავალაგეთ ჩანთა და სტადიონზე გავედით შეშინებულები.
  -თქვენი სიძე აქ არის?
  -ჩემი სიძე სამხედროა და ქართველების მხარეს იბრძვის.  დაჯექი,შვილო,დაჯექი. მშიერი იქნები,რამეს მოვამზადებ.
  -თქვენ რა გქვიათ?
  -ნინა.
  ქალი დატრიალდა და რამოდენიმე წუთში ის და ტატო სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან ისხდნენ და დიდი ხმის უჭმელობის მიუხედავად, უმადოდ მიირთმევდნენ საჭმელს. ორივეს თავისი საფიქრალი ჰქონდა და სიჩუმის დარღვევა არცერთს არ სურდა.
  სიჩუმე აფეთქების ხმამ დააღღვია. ამ ხმაზე ტატო და ნინა ერთდროულად წამოიჭრნენ ფეხზე. აფეთქების ხმა საკმაოდ ახლოს ისმოდა.
  -ღმერთო, დაგვიფარე! -წაიჩრჩულა  ქალმა და უღონოდ დაეშვა სკამზე. ბიჭს ხმა არ მოუღია, მხოლოდ ფერი ეცვალა ოდნავ სახეზე. რამოდენიმე წუთში კიდევ ერთხელ გაისმა აფეთქების ხმა და მერე ყველაფერი მიწყნარდა თითქოს.
  ნინამ სუფრა აალაგა, კარი შიგნიდან გადაკეტა, სხვა ოთახებიც დაიარა, ფარდები ყველგან ჩამოუშვა და ტახტზე დაჯდა ტატოს პირისპირ.
  -ის გოგონა შენი ცოლია?
  -არა, ჯერ არაა ცოლი.რამოდენიმე თვეში ვაპირებდით დაქორწინებას, მაგრამ თუ თბილისში ჩავაღწევ, მაშინვე დავიწერ ჯვარს მასზე.
  -იმედია, მალე დამთავრდება ეს ყველაფერი. აფხაზი და ქართველი რამ გაყო? რა საჭიროა ეს ყველაფერი? ჩვენს ხალხს გასაყოფი არაფერი აქვს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ უბრალო ადამიანებს არავინ არაფერს გვეკითხება და “ზევიდან” წყვეტენ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, ჩვეულებრივი ქართველები ისევე ლოცულობენ ეხლა აფხაზი ხალხის გადარჩენაზე, როგორც ქართველებზე. ასევე არიან, შვილო, აფხაზებიც. მე აფხაზი ვარ, მაგრამ ჩემთვის ქართველი და აფხაზი ერთნაირად ძვირფასია და ასე იყო ყოველთვის.
  -ვერ ვიფიქრებდი, რომ აფხაზი იქნებოდით, ისეთი გამართული ქართულით ლაპარაკობთ - გულწრფელად გაუკვირდა ბიჭს.
  -ბებიაჩემი, წარმოშობით რუსი, ლარისა გოლუბევა, ქართველზე იყო გათხოვილი და თბილისში ცხოვრობდა. თითქმის მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული, ვინაიდან დედაჩემს და მამაჩემს ხშირად ჰქონდათ უთანხმოება და დედა ძირითადად ბებიასთან იყო. მხოლოდ ბებიის და დედის გარდაცვალების შემდე დავბრუნდი გაგრაში. მაშინ 22 წლის ვიყავი. მამას უკვე სხვა ცოლი ჰყავდა და ვინაიდან სხვა თავშესაფარი არ მქონდა, მამასთან და დედინაცვალთან ერთად დავიწყე ცხოვრება. მერე ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი და დავქორწინდით. ის აფხაზი იყო და სოხუმში ცხოვრობდა. ქორწინებიდან რამოდენიმე წელიწადში  ინსულიტით გარდაიცვალა და დავრჩი 27 წლის გოგო  3 წლის ბავშვით ხელში.
  -კარინა, არა?
  -დიახ, კარინა. სოხუმში სახლი გავყიდე და გაგრაში გადმოვედი საცხოვრებლად, რომ მამასთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი. ეს სახლი ვიყიდე და აქ დავიწყე ცხოვრება ბავშვთან ერთად. კარინას სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული, როცა მეგობართან, მისი დეიდაშვილი ანდრო გაიცნო. ანდრო 22 წლის ქართველი ბიჭი იყო. ჰქონდა საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამუშაო და ცხოვრობდა თბილისში მშობლებთან ერთად. კარინას და მას ერთმანეთი შეუყვარდათ. მართალია, კარინა გათხოვებისთვის ძალიან პატარა იყო, მაგრამ მათი ურთიერთობისთვის ხელი არ შემიშლია, რადგან ანდრო და მისი ოჯახი ძალიან მომწონდა და ამასთან, ყოველთვის მინდოდა ჩემი გოგო ქართველზე გათხოვილიყო. ასე გახდა ანდრო ჩემი სიძე. მას მერე რამოდენიმე წელი გავიდა.ეხლა კარინას და ანდროს პატარა გოგო ჰყავთ - ვიქტორია. სწორედ ის და კარინა გავაცილე დღეს ვერტმფრენით.ისინი ჩემთან იყვნენ ცოტა ხნით სტუმრად ჩამოსული. ანდრო თბილისში იყო, მაგრამ რაც ეს ამბები დაიწყო, თავის მეგობრებთან ერთად საბრძოლველად ჩამოვიდა. ამ დილით კი აქ მოვიდა და სასწრაფოდ აქედან უნდა გაგიყვანოთო თქვა. ძალიან განერვიულებული იყო და ჩქარობდა…-ამ დროს ისევ გაისმა აფეთქების ხმა და სახლი ოდნავ შეზანზარდა.

***************

  -ის რასაც ეხლა ვაკეთებთ, ძალიან საშიშია, მაგრამ არცერთს არ გვაქვს სხვა გზა და უნდა გავრისკოთ. ილოცეთ, რომ მშვიდობით დაეშვათ თბილისში- მიმართა მგზავრებს ვერტმფრენის პილოტმა მას შემდეგ, რაც საჭირო სიმაღლეს მიაღწია და სიმძიმის გამო ჩამოვარდნის რისკიც შემცირდა.
  ვერტმფრენის სალონში მექანიკურად ყველამ პირჯვარი გადაიწერა. მერე კი  ზოგმა ხმამაღალი ტირილი დაიწყო, ზოგი უხმოდ, ტუჩების ოდნავი მოძრაობით ბუტბუტებდა ლოცვას. ზოგი ხმამაღლაც ლოცულობდა. ეს ყოველივე ნათელი მაგალითი იყო იმის, რომ ადამიანებს მუდამ გაჭირვების ჟამს ახსენდებათ უფალი. ზოგი, შეიძლება ცხოვრებაში პირველადაც ლოცულობდა და სთხოვდა უფალს შველას.
  ერთადერთი  ადამიანი იყო ვერტმფრენის სალონში, ვისაც არც პილოტის სიტყვებისთვის მოიქცევია ყურადღება და არც ის რეაქცია ჰქონია, რაც სხვა დანარჩენებს. თაიას შეშლილი მზერა მიეპყრო ერთი წერტილისთვის და არ იძვროდა, თითქოს, ვერც გრძნობსო იმას , რაც გარშემო ხდება.
  პატარები ტიროდნენ. ეტყობა წნევის მატებამ ყურები აატკია მათ. კარინას კალთაში ჩაეწვინა ჩვილი და ყურებზე თითებს აფარებდა. როგორც იქნა ბავშვი მიყუჩდა და დაიძინა.
  -თბილისში დასარჩენი ადგილი გაქვს?- ჰკითხა სვეტამ თაიას, მაგრამ გოგო არც გაძრეულა. ქალმა მსუბუქად შეანჯღრია ის და კითხვა გაუმეორა- თბილისში სად უნდა დარჩე?
  -ტატომ მისამართი მომცა. მის მშობლებთან უნდა წავიდე, მაგრამ ჯერ მას დაველოდები იქ , სადაც ვერტმფრენი დაეშვება. დამპირდა შემდეგს გამოვყვებიო.
  როგორც იქნა ვერტმფრენი თბილისში დაფრინდა. მგზავრები ისევ ახმაურდნენ. ეხლა, როცა მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, სხვა საფიქრალი და სხვა თხოვნები გაჩნდა ღვთისადმი:
  -უფალო, გადამირჩინე ძმა და მშვიდობით შემახვერდე!
  -ღმერთო, არ გაწირო ჩემი ოჯახი!
  -არ დაუშვა უდანაშაულო ადამიანების სისხლის ღვრა, ღმერთო!
  -ქართველი და აფხაზი რამ გაყო? ყველას უშველე მეუფეო!
  -მამაო ჩვენო!...
  -უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!
  თითქმის ყველას ელოდა ვიღაც. ყველა წავიდა. ბევრი მომლოდინე ისევ ადგილზე დარჩა, შემდეგი ვერტმფრენის მოლოდინში, რომელსაც მათთვის ძვირფასი, ან ნაკლებად ძვირფასი ადამიანები უნდა ჩამოჰყოლოდნენ. მათ შორის იყო თაია, კარინა და მისი ჩვილი, რომელსაც,ალბათ, ტირილისგან დაღლილს, მშვიდად ეძინა.
p.s.ქრისტე აღსდგა! უფალს ებარებოდეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები