ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2010


ლესბოსი

კუნძულ ლესბოსზე დაატყვევეს კაცი ქალებმა,
წამსვე სიკვდილი მიუსაჯეს მას მტარვალებმა,
ვერსად იპოვეს ნუგეშის ცემა კაცის თვალებმა,
თითქოს სხეულში დაუარეს ცეცხლის ალებმა.

მას ეუცხოვა ლამაზ ქალთაგან ეს განჩინება,
ხარბი სიკვდილი,როგორც კურდღელს მას აშინებდა...
გულში სწყევლიდა ყველა ლამაზმანს და აგინებდა,
ქალების მზერას,როგორც ბავშვი,თვალს არიდებდა.

მან სიკვდილის წინ ლამაზმანთაგან მიიღო ნება:
ნებისმიერი სურვილი ეთქვა და შესრულებას
ყველა შეჰპირდა,ყველაზე ნაზიც და უკარებაც.
ასე იციან კაცთან თამაში ამორძალებმა.

ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა,
ბოლოს ასეთი რამ მოიფიქრა:
იგი მიუხვდა,ყველაზე მეტად იმ დროს რა სურდა,
როცა სივდილი ელოდებოდა,გულიც უხურდა,
ლამაზი ქალის ამ კაცს რატომღაც ყოველთვის შურდა
და მყისიერად ამ კითხვისთვის მოძებნა ხურდა:
თუ სიკვდილია,თქვენში ყველაზე ლამაზმა მომკლას,
ეს მირჩევნია თქვენთან ალერსს,ხვევნას და კოცნას!
მე არ ვაპირებ ქალთა კუნძულზე მეორედ მოსვლას
და იმედია,შემისრულებთ ამ მცირე თხოვნას.

ჩაფიქრდნენ ქალნი,კაცს ვერცერთი მიუახლოვდა,
ყველა ლამაზი იყო ერთივით,ყველა გაცოფდა
და კაცის ჭკუამ მათ სილამაზეს როცა აჯობა,
ისე გაოგნდნენ,რომ არ იცოდნენ მათ თავს რა მოხდა.

მაშ გაუმარჯოს ჭკუას კაცისას
და სილამაზეს ყველა ქალისას.
ჩუმს აღსარებას ქალთან მთვრალისას,
მზის ამოსვლას და ჩასვლას მთვარისას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები