| ავტორი: რაშიდ ჟანრი: პოეზია 9 აპრილი, 2010 |
მარტოობის ჯამბაზი, გრიმიდან აჩენს ღიმილს, სახედამწვარი წარმოდგენა ფარდის (დარდის) უკან მიჩქმალულა, მზესუმზირის რიგს, ახალგაზრდა ქალი არღვევს, იფურთხება, წითელ ხალიჩას პინგვინები მოაგორებენ...
ლოჟაში მოკალათებულა სცენის გამგებელი, ვარდისფერ ბინოკლს თოკით უშვებს პატარა ბავშვებთან, ბოლო რიგიდან რთულია მსახიობებს შორის საკუთარი თავის პოვნა... ვერავინ ამჩნევს პროჟექტორების თავზე მოკალათებულ, გაზულუქებულ ჰელიოსს, სანამ თბილა ყველაფერი კარგადაა...
სამი საათით იტყუებს თავს ხალხი მზესუმზირის რიგიდან, ბოლოს ყველას კარისკენ მიუთითებენ, რომელიც სპექტაკლის დროსაც (გამაღიზიანებლად) იღებოდა... გარეთ ცივა, მაგრამ რატომღაც არავინ იცის ეს.
ჯამბაზს ღიმილი ჩამოეშალა, გრიმში დამალული დარდიდან...
იქვე, მესამე რიგში მე და მორზე:
მორზე იცოდი? მე უფრო მეტი დამიკარგავს, ვიდრე მეგონა, უფრო ნაკლები, ვიდრე შენთვის მინდოდა მეთქვა, გუშინ მკერავთან დავტოვე და, მგონი, დღეს მივალ, ის აკვალანგი შენ მაჩუქე, არ გახსოვს მორზე?
(მორზე მხრებს იჩეჩავს)
უბრალო? არა, ის არ არის, ნივთი უბრალო, არც სამოსია, ვერც გამოცვლი, ვერც გადააგდებ, დაბნეულია ცოტა, მაგრამ გაუვლის მალე, აკვალანგია შავი, მორზე, მაჩუქე გახოვს?
(ჩვენი საერთო მეგობრის ფოტოს მანახებს)
ტესლა, ისეთი როგორც იყო, შავ-თეთრ ფოტოზე, გადამჭვარტლული პერსპექტივა, ჰაერი მძიმე, მორზე, დუელში აკვალანგი, მოგიგე მგონი, მარცხენა მხარზე, ლაქად აჩნდა მომწვანო სისხლი.
(მე და მორზე, ჩვენ უკვე მიგვითითეს კარისაკენ)
მოხუცი ისევ უყურებს მკერდგაღეღილ გოგონებს პარკში. შავით მოთხვრილი თეთრი მზე, დღე - თითქოს მშვიდი, (მაინც უჟმური) დადუმებულა მდუმარება, ის უკვდავია... (როგორც) ჩემი მეგობარი აკვალანგი და მორზე, გიჟის პერანგით...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. გმადლობ ხალხო, გიყვარდეთ სამშობლო! გმადლობ ხალხო, გიყვარდეთ სამშობლო!
18. ღიმილი ჩამოეშალა, გრიმში დამალული დარდიდან... 5 მომწონს აქ! ღიმილი ჩამოეშალა, გრიმში დამალული დარდიდან... 5 მომწონს აქ!
17. მაგარია...
+5 მაგარია...
+5
16. რაში-დ, საეტაპოა, ვერაფერს იტყვი, მაგრამ აი ადრე რომ გედო, მაშინ უფრო საეტაპოდ მეჩვენებოდა :D ჰუჰ, ბოდვით ვიწყებთ, ეს სულაც არ არის ცუდი :D რაში-დ, საეტაპოა, ვერაფერს იტყვი, მაგრამ აი ადრე რომ გედო, მაშინ უფრო საეტაპოდ მეჩვენებოდა :D ჰუჰ, ბოდვით ვიწყებთ, ეს სულაც არ არის ცუდი :D
15. ძალიან საინტერესო ლექსია, უცხო სამყაროში მოვხვდი, გაუცხოებისა და მარტოსულობის განცდა მომეძალა, თითქოს ყველაფერს პირველად ვხედავ და მიკვირს!!! ძალიან საინტერესო ლექსია, უცხო სამყაროში მოვხვდი, გაუცხოებისა და მარტოსულობის განცდა მომეძალა, თითქოს ყველაფერს პირველად ვხედავ და მიკვირს!!!
14. http://www.wesleyan.edu/wespress/americanpoets/online/player.html? http://www.wesleyan.edu/wespress/americanpoets/online/player.html?
13. შენზე ამბობენ ნიჭიერიაო... შენზე ამბობენ ნიჭიერიაო...
12. სანამ თბილა ყველაფერი კარგადაა...
საკმაოდ საინტერესო ნაწერია. ლექსიც მომწონს. არის ხოლმე აქ, ჩემთვის ცოტა ბუნდოვანი მონაკვეთები, მაგრამ საერთო ეფექტი სხვაა :-> სანამ თბილა ყველაფერი კარგადაა...
საკმაოდ საინტერესო ნაწერია. ლექსიც მომწონს. არის ხოლმე აქ, ჩემთვის ცოტა ბუნდოვანი მონაკვეთები, მაგრამ საერთო ეფექტი სხვაა :->
11. სამი საათით იტყუებს თავს ხალხი მზესუმზირის რიგიდან, თუ მარტო სამი საათი, კიდევ არაუშავს...მთელი ცხოვრება...:) მომწონს ეს ავტორი...თუმცა ცოტა რთულია...ბოლომდე გახსნა, ამიტომაც საინტერესო...:) 5 სამი საათით იტყუებს თავს ხალხი მზესუმზირის რიგიდან, თუ მარტო სამი საათი, კიდევ არაუშავს...მთელი ცხოვრება...:) მომწონს ეს ავტორი...თუმცა ცოტა რთულია...ბოლომდე გახსნა, ამიტომაც საინტერესო...:) 5
10. ბოლო რიგიდან რთულია მსახიობებს შორის საკუთარი თავის პოვნა...
გარეთ ცივა, მაგრამ რატომღაც არავინ იცის ეს.
რატომღაც...
უცებ დამაინტერესა იმ ფიქრებმა,საიდანაც ამ ყველაფერს წერ. ღრმად მოაზროვნე,გაწონასწორებული ავტორი.
ბოლო რიგიდან რთულია მსახიობებს შორის საკუთარი თავის პოვნა...
გარეთ ცივა, მაგრამ რატომღაც არავინ იცის ეს.
რატომღაც...
უცებ დამაინტერესა იმ ფიქრებმა,საიდანაც ამ ყველაფერს წერ. ღრმად მოაზროვნე,გაწონასწორებული ავტორი.
9. ჯამბაზს ღიმილი ჩამოეშალა, გრიმში დამალული დარდიდან... ხოოო, მართლაც კარგია. :) 555 ჯამბაზს ღიმილი ჩამოეშალა, გრიმში დამალული დარდიდან... ხოოო, მართლაც კარგია. :) 555
7. შავ-თეთრ ფოტოზე, გადამჭვარტლული პერსპექტივა, ჰაერი მძიმე................ +7 შავ-თეთრ ფოტოზე, გადამჭვარტლული პერსპექტივა, ჰაერი მძიმე................ +7
6. ძალიან კარგია და ძალიან რთული ხარ! :))))))))))) ძალიან კარგია და ძალიან რთული ხარ! :)))))))))))
5. "ლოჟაში მოკალათებულა სცენის გამგებელი, ვარდისფერ ბინოკლს თოკით უშვებს პატარა ბავშვებთან, ბოლო რიგიდან რთულია მსახიობებს შორის საკუთარი თავის პოვნა... ვერავინ ამჩნევს პროჟექტორების თავზე მოკალათებულ, გაზულუქებულ ჰელიოსს, სანამ თბილა ყველაფერი კარგადაა..."
ძალიან ცხოვრებისეული, ემოციური... "ლოჟაში მოკალათებულა სცენის გამგებელი, ვარდისფერ ბინოკლს თოკით უშვებს პატარა ბავშვებთან, ბოლო რიგიდან რთულია მსახიობებს შორის საკუთარი თავის პოვნა... ვერავინ ამჩნევს პროჟექტორების თავზე მოკალათებულ, გაზულუქებულ ჰელიოსს, სანამ თბილა ყველაფერი კარგადაა..."
ძალიან ცხოვრებისეული, ემოციური...
4. ეს ცილინდრიანი ავტორი მომწონს მაგრად :)
5 ეს ცილინდრიანი ავტორი მომწონს მაგრად :)
5
3. რაშიდს და კიდევ რამოდენიმე ავტორს ყოველთვის ვკითხულობ ბევრჯელ რომ გაუგებარი არ დამრჩეს რამე და ყოველ ჯერზე უფრო მეტად მომწონს:) რაშიდს და კიდევ რამოდენიმე ავტორს ყოველთვის ვკითხულობ ბევრჯელ რომ გაუგებარი არ დამრჩეს რამე და ყოველ ჯერზე უფრო მეტად მომწონს:)
2. "ბოლო რიგიდან რთულია მსახიობებს შორის საკუთარი თავის პოვნა..." ხოო??იქნებ ბოლო რიგიდან გაცილებით ადვილია??რავი... 5;) "ბოლო რიგიდან რთულია მსახიობებს შორის საკუთარი თავის პოვნა..." ხოო??იქნებ ბოლო რიგიდან გაცილებით ადვილია??რავი... 5;)
1. just comment
კარგია და რავქნა :)
ჯამბაზს ღიმილი ჩამოეშალა, გრიმში დამალული დარდიდან... just comment
კარგია და რავქნა :)
ჯამბაზს ღიმილი ჩამოეშალა, გრიმში დამალული დარდიდან...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|