ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ის....
ჟანრი: პროზა
11 აპრილი, 2010


დროა, ოლივერ!

  ოლივერ!
  შენ მეძახი, თეთრი სარაფანი აკეცილი გაქვს, თავი გვერდზე გადაგიხრია. არ ვიცი, მიხარია თუ არა შენი ნახვა. რა მნიშვნელობა აქვს, შენ მაინც ყოველდღე მოდიხარ ჩემთან, მე გეუბნები რომ გაშლილი თმა ძალიან გიხდება. მერე ერთად მივდივართ პეპლების დასაჭერად. მე სამამდე ვიცი დათვლა და სამ პეპელას ვიჭერ, შენ არ გასწავლეს დათვლა...
  გიხარია ჩემთან ყოფნა. ხშირად ისწორებ თმას და ცდილობ თვალებში მიყურო.
  მე პეპლებს ბოთლში ვყრი და მიწაში ვმარხავ.
  -არა, ოლივერ! მერე საათობით ზიხარ მიწაზე, ტირი და ჯოხით ხატავ ხელჩაკიდებულ წყვილს. მე მოვდივარ, ფეხს ვაბიჯებ შენს ნახატს, გიღიმი და შენ ისევ გიხარია...
  -წავიდეთ. უხმოდ მომყვები. იცი, რომ მამაჩემის ნაქონი, ორი ზომით დიდი პერანგის და ნავის გარდა არაფერი მაბადია, მაინც მომყვები.
  შენ ხშირად მოდიხარ ჩემს ნავთან, გინდა ერთად გავიდეთ ზღვაში, მაგარამ მე გიყვირი: "არ შეეხო!" მერე ჯდები ჩემ გვერდით, არ ბრაზდები. შენ იცი, რომ ძალიან დიდი ხნის წინ მამაჩემმა ეს ნავი სანაპიროზე დატოვა, დაიღალა და გაცურა, ჩვენთან ხომ ასე კვდებიან...
  იმ დღის შემდეგ, მთელ დროს სანაპიროზე ვატარებ, ველოდები  ბოთლს, წერილით: "help me". იქნებ ვინმემ მაინც მაპოვნინოს მიზანი...
  შენ მოგბეზრდა ჩემთან ყოფნა. მიდიხარ, ნაბიჯებს ვითვლი. გავიწყდება, რომ ქალი ხარ, იხდი კაბას და ზღვაში შედიხარ, დროს აჩერებ. მე თვალს გარიდებ, კენჭებს ვისვრი წყალში.

--------

  ახლა მამაჩემი დგას უკან.
  -დროა, ოლივერ!
  მე ნავში ვჯდები და ილუზიებში მივცურავ, საკუთარი თავის საპოვნელად...

------

  ხვალ სხვა დღე გათენდება.
  შენ ისევ მოხვალ ჩემთან და მკითხავ: " ოლივერ, რატომ არ ცხოვრობენ თოლიები ჩვენს სანაპიროზე?"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები