ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ე__
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2010


  ჩამოტვირთვა

* * * (გადავცდეთ ჯებირებს)

.

"გავუსხლტეთ კალაპოტს, ლექსიც თუ გაგვიძლებს",
გადავცდეთ ჯებირებს, რომლებიც ყელშია.
როდესაც მიზიდვას ჰაერი დაიწყებს,
ჩემიდან შენამდე, ჩემამდე შენიდან.
ავაწყოთ ასანთის ღერებით ქოხმახი,
რომელშიც არასდროს არავის ელიან.
და ჩვენი კავშირის სულიდან მოძახილს,
ვინმე თუ გაიგებს, ერთი გზით, ლექსიდან.
შეეხე ჩემს თითებს, გრძნობას რომ აშენებს,
გასწავლის მისამართს გულამდე სულიდან.
განახებს პირადი სამყაროს სამელნეს,
ჩააწე კალამი თუ შეძლებ, თუ გინდა...

გავუსხლტეთ კალაპოტს და ცასთან გავჩერდეთ...
იქ ჩვენთვის ადრეა... იქ წმინდა ღმერთია...



                                                                                                                                                            __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები