ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
13 აპრილი, 2010


ნიკო გომელაური

    -ვიკა, გახსოვს, შენი წავლის წინა ღამეს კინოს რომ ვუყურეთ ერთად?-რუსულად ჰკითხა ბავშვობის მეგობარს სანდრომ.
  -მათემ რომ გათხოვა დისკი?- რუსულადვე უპასუხა ვიკამ და ყურთსასმენები გაისწორა. ცუდი სიხშირის გამო მობილურში ბიჭის ხმა ცუდად ისმოდა.
  ვიკას მამა რუსი ჰყავდა, დედა-ქართველი და რუსეთში ცხოვრობდა. მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა თბილისში, სადაც ბებია ჰყავდა აქ გაიცნო წლების წინ სანდრო. ის ბებიას უბნელი იყო.
  -ხო… ის მსახიობი გახსოვს, პრეზიდენტმა რომ გოაში გააგზავნა ქეთევან წამებულის საფლავის მოსაძებნად?
  -“ხო,სიხარულო! ხო, ღვთაებავ!”-რუსული აქცენტით თქვა ვიკამ და ამით მიახვედრა, ვიცი ვისზეც მეკითხებიო.
  -გახსოვს?
  -ხო, რატომ მეკითხები?
  -ამ დილით გარდაიცვალა… -ვიკას ძალიან უყვარდა ლაპარაკი, მაგრამ რატომღაც დუმდა, არადა სწორედ ახლა სჭირდებოდა ვაჟს ვინმესთან საუბარი. ამ დილით მისი საყვარელი პოეტი, მსახიობი და მისაბაძი ადამიანი გარდაიცვალა.
  -იცი რა კარგ ლექსებს წერდა?
  -პოეტიც იყო?
  -ჩემი საყვარელი პოეტი იყო, ვიკა… გინდა მისი რომელიმე ლექსი წაგიკითხო?
  -მინდა…
-კარგი, მისმინე:
”ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით...
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.

გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები...
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები...

ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...”

  -ყველა სიტყვა ვერ გავიგე, მაგრამ მომეწონა. ლამაზად წერდა,თურმე. …
  -ხო, საოცრად წერდა! იცი როგორ ეთამაშებოდა ლექსებით სიკვდილს? სულ არ ეშინოდა. იცოდა, რომ მოკვდებოდა და ბოლომდე იხარჯებოდა. იცი რამდენი კარგი და საინტერესო რამ დაგვიტოვა? ლექსები,სპექტაკლები,ფილმები…ყველაფერისგან დაიცალა და სუფთა სულით წავიდა…
  -სანდრიკ, იცი? როცა ადამიანი დედამიწაზე თავის მისიას შეასრულებ, ის ღმერთს თავისთან მიჰყავს. Жизнь — это небольшая прогулка перед вечным сном…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები