ნაწარმოებები



ავტორი: სოფო ბაჩილავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 აპრილი, 2010


აპილო

 
მომცრო ტანის ქალი იყო ბებიაჩემი, არ მახსოვს საერთოდ, მაგრამ ასე ამბობენ. მეც ვგავარ თურმე რაღაცით. ქართული კარგად არც იცოდა, მეგრელი ქალი იყო, სამეგრელოს მთიანეთიდან, მათთან თოვლი რომ მოვიდდა იმდენხანს იყო მატლი უჩნდებოდა თურმე. ბებიაჩემი რომ დაბადებულა იმ ღამით მის ოჯახში ბერძენი ვაჭრები გაჩერებულან, სწორედ მათ საპატივსაცემოდ დაურქმევიათ ბერძნული სახელი- აპილო.

აპილო ადრევე გათხოვილა, დურგალს გაყოლია. აკაკის ყველა მადლიან კაცად თვლიდა, კარგად ეხერხებოდა თავისი საქმე და მოლხენაც უყვრდა, წელში გამართული ოჯახი ეთქმოდათ. აპილომ 6 ბიჭი გააჩინა, 5 გაზარდა, ერთი პატარავე მოუკვდა. ბავშვები მალევე დაობლდნენ. ზრდიდა 5 ობოლს აპილო, გაჭირვების მიუხედავად ბავშვებს ყოველთვის  არიგებდა სხსვისი არაფერი გინდოდეთო. ბრძენი ქალი იყოო ხშირად მსმენია მასზე. მამა იხსენებდა ხოლმე “პირველად თბილისში რომ წამოვედი საცხოვრებლად 16 წლის ვიყავი, რომ გამომაცილა მითხრა, გაზეთებში თავგადაპარსული (დაპატიმრებულს გულისხმობდა) რომ გნახო იმას მირჩევნია კუბოთი ჩამოგასვენონ, იმყოფინე ის რაც გექნებაო”

მრავალ საინტერესო ისტორიას ყვებიან აპილოზე, მის ადამიანობას და სიბრნეზე, მაგრამ ყვლაზე მეტად მამაჩემის მონათხრობი ერთი ამბავი დამამახსოვრდა: 

“ერთ დღეს მე და დედაჩემი ჩვენს ნაკვეთში გადავედით, იქვე სახლთან ახლოს. შემოდგომა ახალი შემოსული იყო და სიმინდის ჭყინტი ტაროები გვინდოდა, ამ დროს დედამ დაინახა, რომ ჩვენი ერთი მეზობელი სიმინდს გვპარავდა, ჩუმად დედაო მითხრა და ხელით მანიშნა დავმალულიყავით. გამიკვირდა, კარგახანს ვისხედით ასე სიმინდებში, ბოლოს წავიდა ის კაცი, დედამ ჩაილაპარაკა, დაგვინახავდა და შერცხვებოდაო. “

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები