ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: იუმორისტული
18 მარტი, 2012


დაბადების დღე

- გამიღე კარი სახლში ხარ?
- ვა გაუმარჯოს. როგორა ხარ?
- ძალიან, ძალიან კარგად ვარ. აბა რატო თუ იცი?
- არვიცი.
- აბა დაფიქრდი.
- არვიცი, ვერ ვხვდები.
- აბა კარგად დაფიქრდი.
- არვიცი, მე რო მნახე ალბათ მაგიტო?
- არა კაცო რა სისულელეა. აბა გაიხსენე დღეს რა დღეა?
- არვიცი, მერავიცი რა დღეა.
- რა რიცხვია დღეს?
- დღეს ოცი მარტია.
- მერე? რა ხდება ოც მარტს?
- აა ახალი წელია? აუუ, ასაფეთქებლები დამავიწყდა, წავალ ამოვიტან.
- დაიცა, დაიცა, რა ახალი წელი. დღეს ჩემი დაბადების დღეა.
- ვაა შენი დაბადების დღეა? დაიცა შენ აგვისტოში არ გაქვს დაბადების დღე?
- ხო, მაგრამ წელს მარტში ვიხდი.
- გილოცავ მაშინ.
- ესე მილოცავ?
- აბა როგორ მოგილოცო?
- საჩუქარი, სუფრა, ქეიფი სად არის?
- აა, ხო, ხო მართალი ხარ, მაგრამ სუფრა?
- მწვადი, ხინკალი ღვინო რამე მიდი დატრიალდი.
- დაიცა, დაიცა, რაღაც ვერ გავიგე, შენი დაბადების დღეა და ჩემთან მოხვედი?
- ხო აბა შენზე ახლობელი ვინა მყავს?!
- ახლობელი კი ვარ, მაგრამ პირიქით შენთან არ უნდა მოვსულიყავი საქეიფოდ?
- მოსულიყავი მერე ვინ დაგიშალა?! მიდი, მიდი რა მწვადი, ქაბაბი რამე, კაცურად.
- არა, ეხლა არა მაქვს არაფერი.
- ოოჰ, კარგი კაცო ერთი. არა მაქვს რა ლაპარაკია?!
- არა მართლა არა მაქვს.
- კარგი რა, ჩვენ შორის არა მაქვს მოსულა? არა გაქვს და ჩადი ამოიტანე.
- კარგი ჩავალ ეხლავე.
- ოოჰ კარგი კაცო, ეხლავე რა ლაპარაკია.
- მე მაინც ვერ ვხვდები, დაგერეკა და შენთან ამოვიდოდი ეგრე არ უნდა იყოს წესით?
- მიდი მიდი მიდი მიდი...
- თან სხვა ძმაკაცებსაც, ნათესავებსაც დაუძახებდი რავიცი.
- მიდი მიდი კაცო ძმაკაცებიც მოვლენ და ნათესავებიც.
- აქ უნდა მოვიდნენ?
- არა ბიჭო!
- ვინ უნდა მოვიდეს აქ?
- რავი გოგა მოვა, შოთა მოვა...
- რა შოთა მოვა, აქ რატო უნდა მოვიდეს შოთა ვერ გავიგე?!
- რას ჰქვია რატო უნდა მოვიდეს? შარშან რო იყავი ჩემ დაბადების დღეზე ხო გახსოვს?
- კი.
- შოთასთან იყავი!
- აა, არვიცოდი ეგ.
- აბა რა კაცო, თქვენ უჩემოდაც უნდა მიდიოდეთ ერთმანეთთან. მიდი, მიდი მიდი.
- კაი, კაი ამოვიტან მაშინ. და ის გოგა ვინღა არის, ეგ რაღატო უნდა მოვიდეს?
- გოგა ეხლა შოთას პატარა ძმაა. არ გამოდის, უხერხულია. რავიცი თუ გინდა გოგას ნუ დაპატიჟებ.
- არა კაცო დავპატიჟპოთ, მე მაგათ ოჯახში კაი დრო მაქვს ნატარები. კიდე ვინები მოვლენ?
- კიდე ჩემი ნათესავები მოვლენ და მორჩა.
- და შენი ნათესავები რაღაზე უნდა მოვიდნენ ჩემთან?
- ჩემი ნათესავები... რავიცი მე არ დამიპატიჟია. ხო იცი ნათესავებმა იციან და თავისით მოდიან.
- ხო აბა რა კაცო. ერთი-ორ ჩემ ნათესავსაც რო დაუძახო ხო შეიძლება?
- შეიძლება, მაგრამ მე მინდოდა უფრო შინაურები ვყოფილიყავით.
- კაი, კაი არ დავუძახებ, ჩავედი მაშინ. დაიცა, დაიცა, შენ ვინ გეკითხება ჩემ სახლში ვის დავუძახებ და ვის არა?
- შენ მეკითხები, წეღან მკითხე დავუძახო თუ არაო.
- აა, ხო, ჩავედი ჩავედი.
- დაიცა, დაიცა, არ ჩახვიდე.
- რატო რა ხდება?
- გოგას დაგახმარებ, ამოგატანინებს რაღაცეებს.
- არა არ მინდა, მარტო ამოვიტან ისეთი რა უნდა იყოს.
- რა რა უნდა იყოს ეხლა დავურეკავ, მოვა და დაგეხმარება, წავედი აბა ხვალ ქორწილი მაქვს აბა შენ იცი იცოდე არ შემარცხვინო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს