ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ე__
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2010


  ჩამოტვირთვა

***(ჯერი ჩემია)

.

დღეს ისეთი ხარ, იწყები და აღარ მთავრდები,
ეკვატორიდან რომ ვრცელდები ორივე მხარეს.
რომ შეგიძლია საკუთარი სულის ღალატის
პარალელურად, ნეგატიურ განწყობას კლავდე.
დღეს ისე არის მოწყობილი გულის პალატა,
წვეთოვანს სხვისთვის ემეტება არცერთი წვეთი.
და ჩაკეტილი, თანდასწრებით ვერაფრით ამხელს,
რომ ერთ პაციენტს სხვა ათიც კი ვერაფრით შეცვლის.
დღეს ისეთი ხარ, ვიბნევი და თვალს ვეღარ გაწვდენ,
იმ სიფართეზე გაიშალე ატმოსფეროში.
ჩემი ჯერია ამ ეტაპზე სულის ღალატი,
და მოღალატე ჯერ არ ვიცი რამდეს ვეყოფი.
ახლა ისეა მოწყობილი გულის პალატა,
რომ შეგიძლია გადმომისხა მთლიანად სისხლი,
და ამის მერე საკაცეზე დაწვე გულაღმა,
რომ დაგიბრუნო არსებობის კუთვნილი წილი...

დღეს ისეთი ხარ, დაგიწყე და ვეღარ გამთავრებ...




                                                                                                                                                  __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები