ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2010


მოგზაურობა I

თავი I
მათ მე მოღალატე ტურისტად შემრაცხეს

ჰეი, მე დღეს ყველაზე მხიარული სივრციადან დავბრუნდი. მანმადე კი ბევრი უცნაური რამ ვნახე: ხალხი, რომელსაც უაზროდ სურდა თავისუფლება და ამავდროულად ამ სიტყვის განმარტება უჭირდა. არ მომეწონა და მივატოვე.. გამოვიარე ქვეყანა, სადაც ყველანი ერთ ოთახში ბინადრობდნენ.Dდიახ, მართლა ასე იყო. რადიაციულ ყუთებს ამუშავებდნენ და შიგნით რაღაც ამბებზე გამუდმებით წერდნენ. ეს ალბათ ერთ-ერთი საინტერესო მოგზაურაბა იყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იძულებული გავხდი ქვეყანა სახელწოდებით ,,ოთახი” დამეტოვებინა. თბილი დამშვიდობების ნაცვლად კი რატომრაც ქალაქის ბელადისა და მისი ქვეშევრდომების რისხვა დავიმსახურე. მოღალატე ტურისტად შემრაცხეს.გავიდა დრო და მე ბევრი რამ დავინახე.
ამასწინებზე ჩემი ელექტრონული ფოსტა გავხსენი და ოთახელი გარსიასგან წერილი დამხვდა:

,, Трала, привет!

В фильме "Великолепная семерка" есть хороша фраза.
"Когда мой друг падал с девятого этажа, то на уровне седьмого этажа он говорил, что все пока идет нормально".
Это говорит один из героев фильма Брит, который хорошо кидал нож и даже выиграл дуэль с револьвером.
Почти то же самое у меня.

Обнимаю, ………….”

ვკითხულობდი და ვფიქრობდი, ის ერთადერთი ოთახელი იყო, რომელსაც მართლა მოვენატრე და ჩემთან თავისი გაუსაძლისი მდგომარეობის გაზიარება გადაწყვიტა და...
***
როგორ მახსოვს ახალი წლის დილა იყო და რადიაოციული ყუთის ჩართვა ყველას ჭირივით ეზარებოდა. მე და გარსია ამ დროს ქვაფენილიან ქუჩაში ვიდექით და სპირტიანი სასმელისგან ცოტათი შებრუებულები ერთმანეთს ლეგენდარული ადამიანების ცხოვრებაზე ვესაუბრებოდით. სინამდვილეში გარსიას სასმელზე მეტად სამყარო ათრობდა და დარდის გასაქარვებლად ტუჩის გარმონზე დაკვრას იწყებდა. ოოო, ეს ალბათ ყველაზე ამოუცნობი სევდა იყო.
***
წერილზე დღემდე ვერ ვუპასუხე...ახლაც იმაზე ვფიქრობ რა მივწერო, რომ მისი ორიგინალური ფრაზები არ გავაუბრალოვო, თუმცა ვიცი გარსიას ჩემში თავისუფლება მოსწონს. ერთხელაც იქნება და კლავიატურაზე დაუფიქრებლად ავკრიფავ მოკლე ტექსტს და თვალდახუჭული გადავუგზავნი.
წერილის შემდეგ გარკვეული დრო გავიდა და კვლავ ნოსტალგია მომაწვა. ერთხელაც შუა ღამისას ოთახში გავემგზავრე. გადავწყვიტე ოთახელებისთვის იქ სულ ცოტახნით შემერბინა, მაგრამ ხალხის ნაცვლად ერთ დროს ჩემს კუთვნილ რადიაციულ ყუთში მეტად უსიამოვნო ცვლილება დამხვდა... ამიტომაც ქალაქი მალევე დავტოვე.მანამდე კი ჩემი ამბები ოთახელი კოლოსანასთვის ფურცელზე გადმოვიტანე. წერილი უჯრაში ტკბილი შოკოლადით სავსე ფიალის ქვეშ დავუტოვე. მერე კი უკანმოუხედავად წამოვედი.

თავი II
ბებერი სტაფილოსფერი პოლკოვნიკი

ჰეი, იცი რა მოხდა, როდესაც ოთახი დავტოვე? Mმე ერთ-ერთ ქალაქს მივაშურე. მახსოვს დახვედრა დიდი პატივით მომიწყვეს. Mმაცხოვრებლები ქალაქის მორთულ ცენტში გამოიყვანეს და ამ მეტად ხელოვნური ზეიმის სანაცვლოდ რაღაც-რაღაცეებში დახმარებაც მომთხოვეს. Aაი დწორედ მაშინ მივხვდი, რომ აქ დიდხანს არ უნდა დავრჩენილიყავი.
ხო, მართლა ქალაქი სტაფილოსფერი ფასადებით იყო დაპროექტებული და ხალხსაც იგივე ფერის სამოსი ემოსა.
პირველმა დღემ თითქოსდა ჩვეულებრივად ჩაიარა. საზეიმო ცერემონიალის გარდა აღსანიშნავი არაფერი მომხდარა. მეორე დილას კი ბებერი სტაფილოსფერი პოლკოვნიკი სახლში მომადგა და კარზე დამიკაკუნა.
- გამარჯობათ! -მკაცრად მომმართა.
- გამარჯობათ -შევეცადე გამეღიმა.
- გაფრთხილებთ, აქ ყველას ერთმანეთი სძულს და თვენც სულ რაღაც 58 წუთში იგივე გრძნობა დაგეუფლებათ.
ნამდვილად ვერ მივხვდი 58 წუთი რა შუაში იყო, თუმცა მოწოდებული ინფორმაციისთვის დიდი მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე.
გადიოდა დრო და სტაფილოსფერი ხალხი ყვიროდა, სტაფილოსფერი ხალხი ტიროდა და სტაფილოსფერი ხალხი მსოფლიოში ყველაზე სასაცილო აკრძალვებს აწესებდა.
ბებერმა პოლკოვნიკმა ერთხელაც ციხის დერეფანში ნაპოვნი სიგარეტის ნამწვავისთვის გუშაგები მკაცრად დასაჯა.
ღოგორც  კი წვიმიანი ღამე დადგა, მან რკინის საწვიმარი შემოისხა და სტაფილოსფერ გუშაგებს დაღუპული სიგარეტის ასანთის კოლოფში ჩასვენება  და შემდეგ მისი დაკრძალვა უბრძანა. სტაფილოსფერი გუშაგები მთელი ღამე მიწას თხრიდნენ და მერე სამგლოვიარო ცერემონიალს ატარებდნენ. პოლკოვნიკის სურვილისამებრ ფერფლის დატირებაც მოხდა მერე კი ისე დაიძინეს ქალაქის ბინადრებს მათ შესახებ მთელი ორი კვირის განმავლობაში არაფერი სმენიათ.


თავი III
ქალაქში ულვაშებიანი ბუღალტერი ცხოვრობს

მე ულვაშებიანი ბუღალტრის ისტორიის დაწერას დღეს ვაპირებდი, მაგრამ ვინაიდან აღდგომაა გადავიფიკრე და მთელი დღე ფიქრში გავატარე. ბრალოდ იმას ვიტყვი, რომGგავა დრო და ბუღალტერი ქალაქის მმართველი გახდება, თუმცა მისი ღრიალი ხალხს ისე დაღლის, რომ მას მალე გადააყენებენ და დასჯის მეთოდათ იმ ფანქარს წაართმევენ, რომლის იშვიათობითაც ძლიერ ამაყობდა.
დღეს აღდგომა აღარაა, თუმცა ამ კაცზე მეტს მაინც აღარაფერს ვიტყვი. მე მას  ამის ღირსად არ ვთვლი!
სტაფილოსფერი ბებერი პოლკოვნიკი სწორი აღმოჩნდა, ქალაქი სუსტად 59-ე წუთზე დავტოვე...

თავი IV

გარკვეული პერიოდი უდაბნოშიც დავყავი, სადაც ანგელოსების გალობის ფონზე შენთხვევით შემდეგ საუბარს მოვკარი ყური:
- Credo… Credo… - ჩურჩულებდა ვიღაც.
- ვისი გწამს?  - ჰკითხა ანგელოზმა.
- Kyries-ი        - უპასუხა მან.
- Kyries-ი ? მისი ხომ ყველას სწამს.
- ყველაზე უღემრთოსაც კი?
ანგელოზს ამის გაგონებაზე ჩაეღიმა და :
- იქნებ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ და მაინც გწამს. . .
- უღმერთო ვარ და მაინც მწამს? ჰმმ...
- დაფიქრდი. . .

როგორც ჩანს უდაბნოში ,,თავისუფლების მოყვარულმა” არსებამ მომაგნო და ცოტა არ იყოს თავისი გამოჩენით ამაფორიაქა. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მან მე წერილი მომწერა, სადაც ანგელოსთან თავისი საუბრის შესახებ მიყვებოდა. რა იცოდა, რომ მე ეს ყველაფერი საკუთარი ყურით უკვე დიდი ხნის წინ მქონდა მოსმენილი. იგი იმაშიც გამომიტყდა, რომ თურმე მისთვის თავისუფლების სიმბოლოდ ვქცეულვარ და მერე საკუთარი თავის დასაცავად ისევ ჩემი დადანაშაულება დაიწყო. რაში მდებდა ბრალს? იმაში რაც მან სრულიადაც არ იცოდა და უბრალოდ საკუთარ შიშს ამგვარად ებრძოდა.
***
უთავბოლო მოგზაურობა არ სრულდებოდა. ხანდახან ისეთი შეგრძნება მეუფლეობა, თითქოს არც არასდროს დასრულდებოდა, ამიტომ უბრალოდ მეც გაწვიმებულ გრძნობას უმისმართოდ მივყვებოდი.

ანგელოსები კვლავინდებურად განაგრძობდნენ გალობას და სულთან ნელ-ნელა ერთ დროს დაკარგული სიმშვიდის განცდაც ბრუნდებოდა.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს