ნაწარმოებები



ავტორი: სოფო ბაჩილავა
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2010


ქუჩა სადაც მელიან

წვიმიანი თბილისი გაცვეთილი თემაა,
ისე, როგორც ეს ქუჩა ახლა რომ დავაბიჯებ
ვერსად ვნახე ბილიკი ჩემს ნაბიჯებს მოერგოს,
და ჭუჭყიან გუბეებს თვალს ვარიდებ, ფეხს არა.

ვერ ვიპოვე ის ქუჩა დავიბადე რომელზეც,
ვერც იმ ქუჩას მივაგნებ, ალბათ, სადაც მელიან
და განწყობა ისეთი დავიჩემე ამ დილით
ვერ გავუგებ ვერავის, ვერც ვერავინ გამიგებს.

წვიმაა და თბილისსაც ბანალური მზერა აქვს
აეცრემლა თვალები, სევდიანად გვიყურებს.
ახლა კაცი დალევდა, ცუდია რომ გოგო ვარ
ვყლაპავ გაჟღენთილ ჰაერს და მივყვები ჩემს ფიქრებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები