ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2010


მამას

მამა გასცქერის სახლის ჭიშკარს
ნათელი სახით,
ჩამომივაო ვაჟიშვილი ეიმედება,
იქნებ მეზობლებს უთხრა კიდეც
ღამე დავლიოთ,
ბიჭი მომივა, ეხარბება
თქვენთან შეხვედრა.
მამა,რა მექნა?
დღესაც ისევ ისე დავდივარ,
არა მაქვს ფული,რომ გნახო და
რომ ჩამიხუტო,
შენ მე გამიგებ და
იტირებ რომ დაითვრები,
როგორც იტირე ერთხელ,
ჩემთან...როცა გითხარი
ცოლი მომყავსთქო.
მე გაწყენინე ამ ერთხელაც და
მაპატიე...
მეამაყება შენი შვილობა
და მენატრება შენთან შეხვედრა,
მა,არ შეგარცხვენ არასოდეს
შენს თავს ვფიცავარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს