ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ე__
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2010


ღირსება, რომელიც...

დავიცდი, სადამდეც გავუძლებ,
სადამდეც ეყოფა სასუნთქად
ჟანგბადი, დამანჭულ ლაყუჩებს,
რა დროსაც სიმშვიდე გაუვათ.
დავიკრეფ, ხელების მაგიერ,
აქერცლილ ზედაპირს გულ-მკერდზე.
და სუნთქვის გადათვლას დავიწყებ,
რეზერვში გადავდებ უმეტესს.
სეზონი შებოჭავს ბობოქარ
და უმისამართო ეპოქას,
რომელიც დაბლიდან მოცოცავს,
და ტვინში ხიჭვივით მესობა.

ამ დროს კი, სეტყვაა სიტყვების,
ვიწერ და ფინალი არ უჩანს.
არადა, სამ სტროფში ვიტევდი,
ფიქრების არეულ ნასუფრალს.

და ვიცდი აქედან იქამდე,
და ვგრძნობ, რომ მოთმენა ივსება.
სადამდეც ვიცადე, ვიცადე,
დავუთმე წასული ისედაც.
ახლა კი ავდექი ფეხზე და
ამ ლექსად ჩამოვფქვი ღირსება!

რომელიც ძალიან ძვირია...


                                                                                                                                                  __თამუნია__


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები