ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2010


გიორგობის დღე

გიორგობის დღეს,ქარიან ამინდში,
როდესაც გარშემო მტვერი და ბოლია,
ფოთლები შრიალებს,ხეები თავს ხრიან
და მაღლა ზეცაში დაფრინავს თოლია.

ქარიან ამინდში,გიორგობის დღეს
დავლანდე თმებშლილი ლამაზი ფერია,
ვის წინაც ხეები მორჩილად თავს ხრიან
და ჩიტუნები სიმღერებს მღერიან.

შევხედე მე მის თმებს,რომელთაც დღეს ქარი
ეხვევა ჯიუტად უჩინარ თითებით
და უკვე არ მიკვირს,თუ ქვეყნად საიდან
ჩნდებიან ლექსები,ზღაპრები,მითები...

გიორგობის დღეს,ქარიან ამინდში,
როდესაც გარშემო ბოლი და მტვერია,
ფოთლები შრიალებს,ხეები თავს ხრიან
და თითქოს ზეციდან დაეშვა ფერია,

ქარი კი მის კაბას,ლამაზ თმებს და სხეულს
ეხვევა ჯიუტად,უჩინარ თითებით
და უკვე არ მიკვირს,თუ ქვეყნად ამდენი
საიდან ჩნდებიან:_ზღაპრები,მითები..
                                      დმ.2003წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები