ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2010


ვინანებ(მაგრამ არა უშავს)

მარტო ვარ,თავს კი არ ვუტყდები,
ვათენებ უაზროდ ღამეებს,
გუშინ რომ მდიდარი ვიყავი
დღეს უკვე ცხოვრებას ვაგინებ.
ვაფასებ ყველაფერს შავ-თეთრად,
სხვის აზრებს ვიკიდებ ფეხებზე,
ასე მოვედი და ასევე
ვაგრძელებ თუ დამრჩა სიცოცხლე,
ახლა კი რა გითხრა ძვირფასო,
სიტყვებით ვერაფერს ვერ გშველი,
ვიცი რომ ვინანებ ყველაფერს,
უკეთესს არაფერს  მოველი,
წავალ და დავტოვებ ყველაფერს,
თუ გაგახსენდებით მობრძანდით,
იქ ყველა მიცნობს და გეტყვიან,
ცოდვა... უდროოდ წავიდა,
დედ-მამა კვლავ სახლში მელიან,
იციან ვერასდროს მიუვალ,
იმედით ცოცხლობენ ჩემები...


სიცოცხლეს ხარკს აღარ მივუტან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს