ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2010


ქვიშის საათი

ოთახი ჩუმი. ნივთებს ძერწავს ფერი - სიძველის,
სმენადაკარგულ პიანინოს წლებია სძინავს -
დაფარულ ნოტას მტვერი უფრო ნისლებად ეკვირს,
(ქვიშის საათი... სიჩუმე და წარსულში გმინვა)

ყინავს ოთახში. თვალზე ცრემლი ორმაგად მლაშე,
კადრი - როდესაც  გახუნდება ფერთა პალიტრა,
აწმყონარევი მოგონება ცრემლებად დაშრეს -
ოთახში - სადაც სიმარტოვეს პულსი გაუქრა...

კედლის ხალიჩა. გობელენზე სამება - ჯვარი
მახსოვს სადგამი, სადაც მატყლი ფორმას იძენდა,
ქამარ-ხანჯალი და ჰაერში სურნელი - ყანწის,
რომელსაც ახლაც „იზაბელას“ რხევა ათრობდა.

ხატებთან ჩუმი კანდელი და კრთომა - საკმევლის,
ბჟუტავს სანთელი. მტვერი ახლა ჟანგბადში ცურავს,
სამი პირჯვარი - დიაპაზონს ინტერვალს უქრობს -
(ქვიშის საათი... სიჩუმე და წარსულში გმინვა)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები