ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2010


ჩემს შვილს ვლადიმერ ალავერდაშვილს

არც გაძახილი ნორჩი მეგუთნის,
არც ლამაზმანთა შენებრ ფერება.
შვილო,მე უკვე აღარ მეკუთვნის,
და თითქმის აღარც შემეფერება.

დატენილი მაქ სიკვდილით ფილთა,
ტორებდაკბენილ დავყურებ ლომებს...
ვერ გადავიტან საკუთარ შვილთან
თუნდაც მოგებულ ბრძოლებს და ომებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები