ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2010


თეას(არ მოიწყინო)

ახლა მომინდა  სადმე სხვაგან,ყველასგან მარტო
მოცხელო ტყვიას გავაცივებ ფართო გულ-მკერდით,
დამიტირებდა მერე, სადმე, ლამაზი ქალი,
სიყვარულისთვის იქნებ ღირდეს ასე სიკვდილი...
ერთხელაც, ისე მივაგინებ ცხოვრებას სულში,
რომ არ დამჭირდეს მეორეჯერ მისთვის გინება,
მარტო შენ მყავხარ მე ამქვეყნად, ჩემო ლამაზო,
შენი გულისთვის, ჩემი თავიც კი მემეტება.
მიყვარხარ ჩემო,რამდენჯერ ვთქვი,კიდევ რამდენჯერ-
მომენატრე-თქო,გეტყვი, მერე ჩაგიხუტებდი,
ცრემლი შეიშრე, გენაცვალე,ცრემლი შეიშრე,
ბოლოს მიგიხვდი,რომ შენ ახლა გამიღიმებდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები