ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რაშიდ
ჟანრი: პროზა
14 მაისი, 2010


კუბური სიგარა და მე (რაშ & სუზ)

- მე მიყვარს ძილი... და არასოდეს მიძინია უსიზმროდ, სულ ფერადი სიზმრები მაქვს და თუ ვინმე გაახურებს გაღვიძებით ვემუქრები-ხოლმე.
სისულელეა , მაგრამ ასეა.
პირიქით უკეთესი იქნებოდა.... ციც!!! თორემ დავიძინებ იცოდე ! დავემუქრებოდი ხოლმე ადამიანებს - თქვა ბენმა და ბოლო ჭიქა რომის ჩაუშვა იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.

      სულ სხვანაირია საღამოობით ბოკუმი. ისედაც ქვიშიანი და ზედაპირული მზის ჩასვლისას სულ მთლად ბრტყელი და უმეტყველო ხდება - ჩემი მეგობარი ბენივით. აქ გავიცანი, სანაპიროზე. იჯდა თავისთვის და "რუბიკის კუბიკს " ათამაშებდა ხელში. შემდეგ მომიტრიალდა და მითხრა - მის თქვენ ბუტერბროტს მაგონებთ და ისეთი სურნელი აგდით, როგორც საკონდიტროში მეფუნთუშე ქალბატონსო. რას გაუგებ ბენს. 40 წლისაა უკვე, მაგრამ ჩემი ტკივილი იმდენად დიდი ეჩვენება, თავი ბავშვი ჰქონია. ახლა ცდილობს დაიძინოს.

გააჩუმეთ ეს კატა.... ვერ ვიტან მარტს.

ბედი, ალბათ უბრალო დამთხვევა იქნებოდა, რომ არა ეს სამლიტრიანი ღიპი, მე დავიჯერე რომ ბენს ეს შეუძლია, ისე რომ არც გადამიმოწმებია სად დავუშვი პირველი შეცდომა, სკოლის მერხიდან მაინტერესებდა, როგორ კოცნიდა გასაპარსი დალაქი ტომასი, დედაჩემს იმ მკერდზე, რომელსაც ჩემი ტუჩებიც შეხებია,( მე კი არ მახსოვს მაგრამ ასე ამბობენ), არსებობს გარემოებები, რომლებიც ცხოვრებას, ჩარჩოებში აქცევს, მიუხედავად იმისა, კვდება თუ არა ოცი წლის ლანსი, ან უსივდება თუ არა საჯდომი ჩემს ბებერ მასწავლებელს.

ამდენი ლაპარაკი იმიტომ არ დამიწყია, რომ ის გითხრათ, როგორ დავნებდი ბენს ქვიშიან პლაჟზე პირველად და როგორ ვჭამდით მეთევზის ქოხში შემწვარ ქაშაყს, უბრალოდ გული მეტკინა.

      გული მეტკინა, მხოლოდ იმიტომ მეტკინა გული...ამაზე ქვევით მოგახსენებთ, ახლა კი მინდა ბენის მამინაცვალზე მოგიყვეთ, რომელსაც ნამდვილად ეცვა პამპერსი და ვინმე საქართველოდან ჩასული ქალი უცვლიდა ხოლმე დღეში ორჯერ 14.00 - სა და 18.00 - საათზე. არ გეგონოთ ეს დრო შემთხვევით აერჩიოს ბატონ ნეუკასელს, პირიქით, მისი აზრით მეტად დატვირთული იყო ეს საათები სიმბოლოკით - 14.00 ზე საკუთარი მეუღლე გაუცნია ბერლინის ნაციონალურ პარკში და უმალვე შეყვარებია საკუთარი საჯდომივით, 18.00 - ზე კი მიწისათვის მიუბარებია ფრაუ ელისაბედი და საკუთარი 2 წლის წინანდელი განავალივით მიუვიწყებია. ბენს, არ უყვარდა მამინაცვალზე საუბარი, თუმცა ხშირად იხსენებდა ქართველ ქალბატონ - ალექსანდრა მეტეხელს, რომელსაც 2 დიპლომი მხოლოდ იმისატვის სჭირდებოდა, რომ ვინიცობა იყო, ტუალეტის ქაღალდი გასთავებოდა 14.00 ან 18.00 საათზე, ხელმოცარული არ დარჩენილიყო. 
         
        მამინაცვალი რა სახსენებელია, მაგრამ ეს ისტორია მის გარეშე, წარმოუდგენელია და თავის ბანალურობას კიდევ ერთხელ, წითელი ფანქრით უსვავს, მსუქან ხაზს. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ ბენის მამინაცვალი, იგივე ჰენრი ნეუკასელი, ალექსანდრასთან ნახეთ საწოლში, არც ის გამოგრჩებოდათ ჩემსავით, რომ ეს პატივცემული ქალბატონი დედაჩემია, სწორედ ის ზემოთ მკერდს რომ ანახვებდა, ერთ ჯენტლმენს. სამი საათი გაცილებით რთულად გადააქვთ იმ ქვეყანაში, ვიდრე საქართველოში, თუ საათი თბილისის დროზეა გასწორებული, ყველაფერი ისეთი მარტივი როდია, როგორც მე ვყვები, სამი ხელსახოცი მოიმარჯვეთ, ცრემლები თუ არა, დავიჯერო თქვენს შორის ერთი გაციებული მაინც არ არის?
    აქვე, ინფორმაციისათვის მინდა ავღნიშნო, რომ მოქმედება არ ხდება იმ დროში როცა ჩვენ ყველანი ბედნიერნი და თანაბარნი ვიყავით და ვსუნთქავდით თავისუფალ ჰაერს, ო არა, სულ არა, ეს პერიოდია დიდი ფრინველის, თავად სამაყროს თვითმყოფადობის დასაწყისის, ქათმის ე.წ. გრიპის ეპიდემისს, ხოდა ბატონო ლუი, იქნებ დაგეტოვათ ოთახი, თქვენი ამღვრეული თვალები, მე სულ სხვა რამეზე მიმანიშნებენ...   

"აჩუქეთ მსოლფიოს მშვდობა და ჯიმი ჰენდრიქსი უკანასკნელ სიმღერას შეასრულებს ვუდსტოკში"

                     
და ისევ ბენი...
ახლახანს ჩაეძინა. სასაცილოდ სძინავს ხოლმე - ერთი ფეხი მოკეცილი აქვს და ორივე ხელი ჩემს ბალიშზე უდევს, ეს მხოლოდ მას შემდეგ რაც ჩემი სახლის გასაღები მივეცი , რადგან საკუთარი დაკარგა. ხანდახან ძილში უცნაურ ხმებს გამოსცემს, მე კი ჯიუტად ვიჯერებ თავს, რომ კარგია როცა გვერდით "დიდი ბიჭი" გყავს, რომელმაც უკვე იცის დანა-ჩანგლის ხმარება... თუმცა არ უარვყოფ, ისევ მენატრება ჩემი მეჯინიბე, სწორედ ის, კუბაში რომ გავიცანი, ცხენიდან გადმოვარდნილმა. მას შემდეგ არცერთი კაცი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ცხენის დოზებით, არადა გერმანიაზე ამბობენ , ტემპერამენტიანი კაცების ნაკლებობას არ უჩივისო , ამბობენ რა ...



"ფრაუ ზალომონმა წარმატებით დაასრულა ვოიაჟი პარიზში და ახლა, როცა გარეთ ისევ აცივდა, ნაცრისფერი ქურქით უბრუნდება საკუთარ ბუნაგს."

      როგორც ვიცით,  გერმანელებმა პირველი ფრანგული კოცნა გამოიგონეს, გუშინდელ გაზეთში წავიკითხე როგორ ლანძღავდა დიასახლისი ფრაუ თავის ქმარს არასრულფასოვანი სექსისთვის, არადა, საბრალომ აღარ იცის რა ქნას, რამის ბუასილი დაიმართა საყვარელი ადამიანის გამო, ხო, დამავიწყდა, ამ გაზეთს "ცისფერი ცაიტუნგი" ჰქვია, მეორე სიტყვა სწორედ ამ მას მედიის საშუალების გერმანული სახელწოდებაა.
      ბენს სძინავს და მე ისევ კუბაში ვარ, თავლის სუნი ახლაც აქვს ჩემს კოპლებიან ტრუსებს, ვითომ არაფერი და მაინც ცხელოდა იქ, ფიდელ კასტრო ახალგაზრდა იყო, შესაბამისად არაფერი უჭირდა სრულიად "ბუენა ვისტას" საზოგადოებას, ეკატერინი მეორე, რომელიც წესით ამ დროში არ უნდა "უკვირდეს" ნორმალურმა ადამიანს, ხშირად სუმრობდა საჯინიბოებს, სიგარის მოსაწევად, მე კი ისევ ვუყურებ როგორ ხვრინავს ის კაცი, რომელიც ათი წლის წინ გაფუეჩქვნაში მეხმარებოდა.

"წინა წერილი დამიბრუნე თორემ ნაწერში გარღვევა გვექნება არასრულფასოვნად მოსიყვარულე ფრაუს ქმარის ერთი ადგილივით"- ვეუბნები მე ჩემს მეგობარ რაშიდს და ვაგრძლებ კუბაზე ფიქრს. (ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ)

        ოჰ, დიახ, ის მეჯინიბე სულაც არ გავდა სხვა მეჯინიბეებს, არც წელსზემოთ გახდილი დადიოდა და ჩაცმულზეც მხრებზე "პაგონები"-ის ნასახი არ ეტყობოდა. სამაგიეროდ სხვა ადგილები ქონდა მეტად შესამჩნევი - თითები მაგალითად... ჩვენ ვიცოდით ერთმანეთის ხელების ფასი, ის ცხენებს ამრავლებდა, მე უნიჭო მაკულატურას და პოეზიას ვეძახდი. შემდეგ კანიონზე ვხვდებოდით, მოხუცი დიეგოს რანჩოდან რომ ხედია, დიახ სწორედ იმ კანიონზე, და რამდენადაც ჩვენ გვიყვარდა თვითმფრინავები და ცხენების დასაკეცად ტექნიკა არ გვყოფნიდა, ჩემს უნიჭო ლექსებს ვუშვებდით ხოლმე კანიონიდან ზემოთ - ღმერთისკენ.

        მას შემდეგ ღმრთი აღარ გვინახავს... აღშფოთებულა და დარდისაგან ისე დამთვრალა, რომ დედამიწა თავისი პოეზია- ასტოფიზიკიანად სამუდამოდ დავიწყებია, მე კი, სანამ გავახსენდებით, ისევ აქ ვარ, მაგიდაზე ვერცხლისფერ (უგემოვნო) ჩარჩოში შავ-თეთრი ფოტო მახსენებს წლებს, რომელიც არაფრისმთქმელად სწრაფად გავიდა, პირველი შვილი ალბათ ბენისაა, თვალები ზუსტად ისე გაურბის როგორც მას, თან სულ ბუზღუნებს, აი, მეორე შავგრემანია, რა დამავიწყებს ჩემს მეჯინიბეს, ისეთივე ეშხიანია ჩემი პატარა პაულა. 

-სველი ხარ, მეშინია არ გაცივდე, რამე ჩაიცვი,
-ჩვენ რა, მოვრჩით ყველაფერს?
-მეგონდა დაიღალე,
-რას ამბობ, მთელი ღამე წინ გვაქვს, ბავშვს რას დავარქმევთ?
-რომელ ბავშვს ხომ არ გაგიჟდი, ჩვენი ამბავი ამ კვირაში დამთავრდება, მე ქმარი მყავს,
-ქმარი, ქმარი, კარგი, მაგრამ მაინც რომ დაფეხმძიმდე რას დაარქმევ?
-თუ ბიჭი იქნება ბობის, და თუ გოგო, რა დავარქვა გოგოს? ამაზე არასდროს მიფიქრია...
-პაულა დაარქვი, დედაჩემსაც ასე ერქვა.

  გუშინ დედაჩემმა  შემატყობინა რომ საცოდავი ჰენრი გარდაიცვალა,  ასე არავის სიკვდილი არ გამხარებია,ნამდვილად შემხვდება მისი დიდი ქონებიდან რაღაც, მე ხომ რამდენჯერმე, ჩემი უკანალი ვანახე,საბრალო მოხუცს. არც ბენს ეწყინება დიდად, ისევ ხვრინავს, ბავშვები სოფელში გავგზავნე, უკვე გაიზარდნენ და მგონი უკვე აწუხებთ ახალგაზრდული სურვილები...

ჩემი მეჯინიბე...

  ვიცი ჩემი წასვლისთანავე შეათრევდა ვინმეს თავის საწოლში და ისეთივე სიტყვებს ეტყვოდა როგორსაც მე მეუბნებოდა, როცა გონებადაბინდული ცხენის უკანალს ვაკვირდებოდი, ის  ბევრად არ განსხვავდებოდა ჩემი საყვარელი კაცის საჯდომისაგან.

სანამ ყველაფერი მოხდებოდა, მე მანამდეც ადამიანი ვიყავი...


რამდენიმე დღეა ჩემი სიცოცხლე მოკლედ წავაწერე დღიურის ყდაზე:

"მაშინ ოცის ვიყავი, ბენი ორმოცის, მე დავთვერი ბენმა ჩემთან დაწოლა მოინდომა, მე მომეწონა, ბენს სხვა გზა არ ჰქონდა, ცხრა თვეში ბავშვი გვეყოლა, მე მომწყინდა ბენი, წასასვლელი არსად მქონდა, მეჯინიბემ მიხმარა, მე ის მენატრება, უკვე მიყვარს ჩემი ქმარი"...




ვზივარ და ვუყურებ ტელევიზორს, ბენი აღარ ხვრინავს, არც სუნთქავს, არც მოძრაობს...

მე უკვე ქვრივი ვარ, როდის ჩამოვლენ ბავშვები სოფლიდან?

მე გული მეტკინა, მამინაცვალი მართლაც მეორეხარისხოვანი ყოფილა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები