ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გრიგოლია
ჟანრი: პროზა
15 მაისი, 2010


  ჩამოტვირთვა

...მარიენი ვარ...

  მარიენი ვარ, თეთრი ხალათით...
არავინ იცის რა მინდა, როგორ მოვხვდი და როდემდე დავრჩები აქ.
ყოველ დილით თბილ ჩუსტებს ვიცვამ და პაციენტებს ჯადოსნურ ბურთულებს ვასმევ, ბურთულები მწარეა, ჩუსტები - თბილი.
პაციენტებსაც აცვიათ ჩუსტები და ხალათები, მათი ჩუსტებიც თბილია,
ხალათები - ჩემსაზე ვიწრო და შებოჭილი...
  მათ მოგრძო თავები აქვთ, პირები ფართოდ დაღებული და ყველა მისჩერებია ფანჯარას.
ამბობენ, რომ როცა ჩვენ ეშმაკი წაგვიყვანს, მათთან ანგელოზები შემოფრინდებიან
და გააქრობენ ყველა გისოსებიან ფანჯარას, ეს იქნება თავისუფლების დღე,
როცა ყველა ყვავილი გახდება წითელი და ამ დღის შემდეგ აღარავინ იარსებებს მათ გარდა.
არავინ იცის რა მინდა, როგორ მოვხვდი და როდემდე დავრჩები აქ.
  მარიენი ვარ, თეთრი ხალათით, რომელიც მაიძულებს საკუთარი ხელის გულებით ვიგრძნო მხრები და მჯერა, რომ ოდესმე ყველა ყვავილი გახდება წითელი...

-მარიენ, დალიე ჯადოსნური ბურთულები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები