ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ის....
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 მაისი, 2010


სინოპტიკოსი

-უკაცრავად, თქვენ ჩემი ცოლი ხომ არ ხართ?

ეს მაშინ, როცა წყალს ვსვამ, არაყი მგონია და ვთვრები.
ვამტკიცებ, პახმელია არის მწვანე.
და საერთოდ: "green is the colour".

---------
გამარჯობათ.
მე-ლოტი ვარ, ელიოტი მქვია.
მოწევა კლავს და თმები გამცვივდა.
ვერ  ვიტან ქარს, ჩიკაგოში ვცხოვრობ... ხვალ ველოსიპედით პარიზში მივდივარ.

-------
ჩემი მფარველი ანგელოზი საქანელაზე ქანაობს და ბატიბუტს ჭამს.
რადიოში ამინდის პროგნოზს აცხადებენ, დღეს მზიანი დღე იქნება.
სინოპტიკოსების და პოლიტიკოსების ერთნაირად მჯერა.

-------

მეტროში ჩავდივარ და იმ მატარებელს მივყვები, რომელშიც უფრო მეტი ხალხი შედის. (არჩევნების პრინციპი -ნაკლები პასუხისმგებლობა).
კუთხეში ვდგები, ფეხებს ერთმანეთს ვატყუპებ, იქნებ არ გამოჩნდეს ჩემი დახეული ფეხსაცმელი. უხერხულად ვუღიმი დიდ მკერდიან ქალს.
ვხვდები, არ ღირს... შემდეგ გაჩერებაზე ჩავდივარ.
ადამიანებს ზურგით მიაქვთ მატარებელი.

-------

მფარველ ანგელოზს ფოტოსესია აქვს.
"ღმერთი მოკვდა".
მაინც ილოცეთ, პოზაა.

-------

მე ისევ მხატვარი ვარ. დღესაც დავდგები მიწისქვეშა გადასასვლელში, ისევ მოვა მსუქანი ქალი და მე დავხატავ მას, წვრილი ფეხებით და მოკლე კაბით. ის დაიჯერებს და წავა... წრეზე.

--------

ალბათ, ხვალ ისევ გამოვიგონებ რეალობას მსუქანი ქალისთვის.
დღეს კი, ოდესღაც მოტეხილი ფეხი მტკივა...იწვიმებს.

--------

"არადა მეხანძრესაც აბარებენ აღსარებას..."



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები