ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2010


მოდი, ვითამაშოთ...

მოდი, ვითამაშოთ...                   
ქვიშაში, ზღვასთან,
მოდი, ვითამაშოთ...
ბურთით, ქუჩაში,
იქნებ ერთმანეთს ცხვირ–პირიც  დავამტვრიოთ!
მოვიქცეთ ისე , როგორც  ბავშვები...

მოვუყვეთ ერთმანეთს  ათასი  სისულელე,
ვიცინოთ  იმაზე , რაც  აღარ  გვაცინებს...
ღმერთო ... დამაბრუნე  შორეულ  ბავშვობაში,
რომ  მუდმივ  სიყვარულს  შენ  ისევ  დამპირდე...


მოდი,  ვითამაშოთ,  ქუჩაში , სახლში...
ვიცინოთ,  ვიტიროთ  და გვქონდეს  იმედი,
რომ  ასე  იქნება  ყველგან  და ყოველთვის,
რომ  ერთად  ვიქნებით...  რომ  ერთად  ვიქნებით...


ღმერთო!  დამაბრუნე  შორეულ  ბავშვობაში...
იქნებ  იქ  გამრთელდეს  გული  გატეხილი,
როგორც იქ ერთ  დროს  ნატკენი  მუხლი...
ღმერთო!!!  დამაბრუნე  შორეულ  ბავშვობაში.......


                      18.05.(2010).  სერგეი  ნეველი



        (ლექსი ეძღვნება ბავშვობის მეგობრებს)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები