ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2010


  ჩამოტვირთვა

თებერვლის ბიჭებს (კითხულობს: ნოდარ რობაქიძე)

ისევ დავთვრეთ პოეზიის სურნელებით,
ამ ერთხელაც გავიგიჟოთ თავები.
შეგვეყარა სენი განუკურნებელი,
შეგვეწიოს წმინდა სალოცავები.
ჩვენ ალგეთში გაჩენილი ლეკვები ვართ,
ქრისტე გვიცავს... ღვთისმშობელი გვმფარველობს.
თებერვალში ერი წელში გაიმართა,
საქართველო კვლავ ცოცხლობს და ჯანმრთელობს.



თურმან თორელის წერილი-თამთა მხარგრძელს


ღვინო გულს არ ეკარება,
აღარ მათბობს ნათელი.
ქალავ! ნუ ხარ უკარება,
ვიწვი... როგორც სანთელი.
წერილს გწერ და მედარდება,
კიდევ დამრჩა სათქმელი.
ჩემი თამთა მენატრება,
ჩემი თამთა მხარგრძელი.

                                  2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები