ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
19 მაისი, 2010


  ჩამოტვირთვა

სპილოს დიეტა

სპილო ძლიერ გასუქდა,
გახდა ათი ტონა,
აწუხებდა ძალიან
თავის ჭარბი წონა.

დიეტოლოგ ჟირაფთან
გადაწყვიტა წასვლა,
-დავიცავო დიეტას,
ბეჰემოთის მსგავსად.

გაიკვირვა ჟირაფმა,
გაუხარდა ძლიერ,
-თუკი ღორმუცელობას
და სიხარბეს სძლიე,

თუკი არ დაარღვიე
დიეტური კვება,
ჭარბი კილოგრამები
მალე მოგაკლდება.

-ყველაფრისთვის მზადა ვარ!
ბურტყუნებდა სპილო,
-რამდენ ხანში დავიკლებ
სამი ათას კილოს?

-თუკი არ დაიზარებ
და ვარჯიშსაც შეძლებ,
ზედმეტ წონას მოიკლებ
თერთმეტი თვის შემდეგ!

ზანზარებდა მთელი ტყე,
ყველა შიშით კრთოდა,
დილაობით, როდესაც
სპილო ვარჯიშობდა.

ტყეს რომ შემოურბენდა
ძუნძულ-ძუნძულ სამ წრეს,
მერე მოკრძალებულად
მიირთმევდა საჭმელს.

ამასწინათ სპილოზე
ხმა გაეგდოთ ტურებს:
-ისე გახდა, ძლივს ზიდავს
ხორთუმსა და ყურებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები