ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ყალიჩავა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2010


ბარელი ხევსურის ნატვრა(ლადო ჭინჭარაულს)

                                              "კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
                                                კიდეც ვილოცებ გუდანს."
 
                                                                            ლადო ჭინჭარაული    (ხირჩლათ ლადო)

ბარში ჩამასულ ხევსური,
ხშირად ვინატრი მთასაო,
ღმერთო ერთხელაც მაღირსე
უკანახოის ნახვაო.
აბაი, დამსვა ტაბლასთან
და ლუდ შამასვა სვიანი,
ჭიუხებ მამახილინა,
მთა-გორებ ჩანჩქერიანი.
ღამე მაფხიზლა ბანზედა
სწორმფერის ლოდინშიაო,
დილამდე მათენებინა
ალერსით გამაგიჟაო.
ახ, ახლა ხევსურეთს დამსვა,
ძმადნაფიც მომცა გვერდშია,
ავუყვებოდი ფერდობებს,
ვინადირებდი მთებშია.
ჟიპიტაურით ვიტყოდი,
წყალობა გვქონდეს ღვთისაო,
არ დაგვევიწყოს არასდროს,
ჩვენი სამშობლო მიწაო.
გუდანის ჯვარი მალოცა
ათენგენაის მადლითა,
ხევსური ვაჟი ბარში ორ,
და მთა კი მიხმობს მაღლითა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები