ნაწარმოებები



ავტორი: სოფო ბაჩილავა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2010


მიყვარხარ…

ყველა სიტყვით ერთად მინდა მოგეფერო,
რაც შენამდე არ ვიცოდი და მასწავლე,
ახლა უკვე შენს ფერებად ვაფერადებ,
ერთდროს მხოლოდ მონაცრისფრო არე-მარეს.
იტან შტორმებს, ქარიშხლებს თუ წყალდიდობებს
და სიმშვიდეს შენებურად მინაწილებ,
ჰაერს მჩუქნი სუფთას, ლექსის კაფსულებით,
ღრუბლებს აფთხობ, ჩემს ახლოს თუ ჩაიარეს,
მე კი, მხოლოდ ჩახუტება შემიძლია,
როცა გიჭირს, ანდა, როცა ხარობ რამეს,
ახლაც ასე, ჩემებურად გეხუტები,
და მანდ ყელთან… მოგიყვები ახალ ამბებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები