ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათ
ჟანრი: პროზა
23 მაისი, 2010


'' ნასტასია ''

ნასტასია ( პირველი ნაწილი )
ქალაქიდან მოქროლილი ქარის ხმამაღალი შრიალი სახლის თხელ კედლებშიც აღწევს ,
დილის ხუთ საათზე ცივ , შუქჩამქვრალ ოთახებში შუქი ინთება ,
მალე მთელი სახლი ერთიანად ნათდება , ხმაურიანდება ...
ალაგ ალაგ ოჯახის წევრების გაუთავებელი კამათი გაისმის , ამას ხმამაღალი აჩქარებული საუბარიც მოჰყვება
და როგორც ყოველთვის, ერთსაათიანი ქაოსური ფუსფუსი ისევ ჩუმ მიყრუებულ კედლებში იკარგება ,
შუქს ისევ აქრობენ და სახლიდან გადიან ...
ნასტასიას კი სძინავს ... უყვარს მარტოს სახლში ყოფნა , დასვენება ...

ახლა ალბათ , თბილისში , ქუთაისში , ყველგან მთელს საქართველოში , უფრო სოფლებში ,
სულ შეშის , ცეცხლისა და ცეცხლზე მოსახარშად შედგმულ ქვაბში, მოთუხთუხე სავახშმო საჭმლის სუნები ტრიალებს ...
მონატრების ყველაზე უარესი სახეა იყო სხვა ქვეყანაში და სულ ფიქრობდე შენს ქალაქზე , სახლზე , ქუჩაზე , ოჯახზე ,მეგობრებზე , ახლობლებზე .... ამას კი თავს ვერ დააღწევ ....

გოგონას უყვარს და მოსწონს ისრაელი , უბრალოდ ორი გული არააქვს და ის ერთიც თავის ქვეყანას ეკუთვნის ....

ცხოვრება მუდმივად ერთფეროვანია , სულ სიახლეს დავეძებთ ადამიანები ,
ცხოვრობ შენს ქვეყანაში მშვიდად წყნარად და უცებ , ყველაფერი ერთად მოგაწყენს თავს და მიდიხარ სხვაგან .....

მერე? მერე ცხოვრობ საზღვარგარეთ , ქვეყანაში სადაც სამსახური გაქვს , არაფერი გიჭირს და მაინც რაგაც გაკლია ...
დადიხარ საყიდლებზე თუმცა არაფერი გაკმაყოფილებს ...
მხოლოდ გახსენდება ქუჩის სახელი ,
სადაც დაიბადე და , აი სიახლე ,
სულ მივიწყებული ნახევარი ცხოვრება გამოვლილი სახელი , და მაინც სიახლე.
როგორი სიამოვნება , სული გაათბო ......

მთავარი ის არის , რომ გოგონას უნდა იცხოვროს , თავისებურად . ნასტასია ცხოვრობს თავისი ფიქრებით , რაც ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის ,
მაგრამ ის ცხოვრობს ამ ქვეყანაზე , სადაც ფიქრი შეუძლია პარალელურ სამყაროზე , თავის სამყაროზე ...

უკვე ორი წელია
ამბობს წავალ , დავბრუნდები ... ეს ზაფხულიც როგორი დამღლელი იყო .... ცხელოდა , ფანჯარას გამოაღებდა და ისრაელის უდაბნოდან მოვარდნილი ცხელი ჰაერი სულს უხუთავდა შუაღამისას ...

***
ნასტასია (მეორე ნაწილი)
დაღამდა ...
არაფრისაგან დაღლილი ნასტასია სავარძელში ჩაეშვა , თვალებს ძალით ხუჭავს იქნებ დამეძინოსო .
ყველას სძინავს, მხოლოდ ნასტასიას არა ... ასე გრძელდება თითქმის ერთი წელია . დადარდიანებულს ცარიელი წყვდიადი შემოაწვა ,
მერე თვალგახელილი კედლის ერთ კუთხეს მიაჩერდა და უფიქრალი გონებიდან ფიქრები წამოეშალა.
მიმქრალი შუქი ძველ დროს ახსენებდა , იმ დროს თბილისში დენს რომ გამორთავდნენ ხოლმე .
ცუდი დრო იყო ... მაგრამ მას უყვარდა , მოსწონდა ერთად თავმოყრილი ოჯახის წევრები. ჰყვებოდნენ ამბებს , ათას სისულელეს , ხალისობდნენ ...

ზღვის ხმა ისევ მოდის მასთან ,
იქვე ორი ქუჩის იქით უკვე სანაპირო სჩანს .
იწვიმებს თუარა ხმაურიანდება, მერე ტალღების ხმას ქარს გააყოლებს და , ესმის გარკვევით ესმის ნასტასიას ზღვიანი ხმაური...
მზე შემოგორდა ღამის წყვდიადში და მხოლოდ მაშინ ჩაეძინა გოგონას.

_ნასტასია გაიღვიძე სულ აქ როგორ გძინავს? _ელენემ მეგობარი შეუბრალებლად შეანჯღრია , მერე ფანჯარა გამოაღო და სუსხნარევი ჰაერი ერთიანად ჩაისუნთქა.

_ელენე რატომ გამოაღებ ხოლმე ამ ფანჯარას , ჯერ ხო მძინავს არა?

თუმცა ელენე უკვე იქ აღარ იყო. ნასტასიამ ღამენათევი თვალები მოიფშვნიტა და ისე გაიწელა ძვლებმა ხმა გამოსცეს.
მერე წამოდგა ყავა გაიკეთა , ჭიქას დახედა და გაიფიქრა ამდენს ვერ დავლევო . ნახევარი , იქვე ონკანში გადაღვარა.
თუმცა მაინც ერთი ორჯერ მოსვა და ჭიქა მაგიდაზე დადო.
ელენემ მაღალყელიანი ტყავის ჩექმების წვრილი ქუსლების კაკუნით სამზარეულოში შემოირბინა .
_არა სვამ? _პასუხს არ დაელოდა ისე გამოცალა მეგობრის ყავა და ჭიქაც მაგიდაზე კიარ დადო ნასტასიას მიაჩეჩა ხელში.

_ნასტასია დღეს არ ვიცი , რა დროს დავბრუნდები , ახალი უფროსი მოვიდა სამსახურში და ძველის გასაცილებლად სუფრას მართავენ . ეჰჰ კარგი კაცი იყო. _ისე ამოიხვნეშა , თითქოს გული ამოაყოლა . მერე ოთახებში სიარულს მოჰყვა და თან გასაღებს დაეძებდა .
_ხომ არ იცი სად დავდე მანქანის გასაღები? _პასუხს არ დაელოდა ისე გავარდა მეორე ოთახში.

_არ ვიცი , შეეცადე ადრე მოხვიდე ,მე ალბათ ზღვაზე გავისეირნებ._ ეს ისე ჩაილაპარაკა თითქოს არც აინტერესებდა ვინმეს ესმოდა თუ არა , უცებ ფანჯრის რაფაზე დადგმული ,თეთრი ყვავილის ქოთანთან მზის შუქით აბრჭყვიალებულ გასაღებს მოჰკრა თვალი. ესიამოვნა რომ თვითონ იპოვა . გაიღიმა , აიღო და ელენეს მისცა.
გახარებულმა ელენემ ლოყაზე სწრაფად აკოცა და გარეთ გავარდა , კიბეზე ჩაირბინა და უცებ გაახსენდა ჩანთა რომ დარჩა ... უკან დაბრუნდა, თუმცა ნასტასია ამასაც მიხვდა და დაბნეულ გოგონას რბილი ტყავის გრძელი შავი ჩანთა ერთი სართულით ქვემოთ გადაუგდო ...

***
ნასტასია (მესამე ნაწილი)
ნასტასია ფანჯარასთან დგას და დაორთქლილ შუშას თითით სწორ ხაზებს ახატავს , რომელიც სწორი არ გამოსდის ზედ თავისი პატარა ვარდისფერი ტუჩებით აორთქლებს და მერე ისევ თავიდან ცდილობს სწორად გაავლოს ......
უცებ მაცივარი ჩაირთო ნასტასიას შეეშინდა , შეკრთა , მოტრიალდა და გაეცინა . მერე მივიდა , გამოაღო და საყვარელი ფორთოხლის წვენი გამოიღო , ბოთლიდანვე მოსვა და მაგიდაზე დადგა , წვენმა გამოაცოცხლა .
ოთახში შევიდა , თბილი , მუხლამდე სწორი , შავი კაბა გადაიცვა ,
დაბალ ქუსლებზე თეთრი ჩექმები ამოიცვა და მოკლე თეთრი გაბერილი ქურქი მოიხურა. ახლა ქუდს დაეძებს , იპოვა ლოგინის ერთ კუთხეში მიგდებული ... დაიხურა ...

ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ქუჩაში მიდის ნასტასია .
ცივა , მაგრამ მზე მაინც ანათებს . თვალებში აჭყიტებს ,, შესაძლოა ამიტომაც ეღიმება გოგონას . მიდის ნელა ნელა და არავის უყურებს ...
თითქოს მარტოა ქვეყანაზე , ახლა არც თავისი ბიძაშვილი ახსოვს , უფრო მეგობარი ასე იცნობს ყველა ელენეს .. და არც ელენეს დედა ქალბატონი ანიკო.
ნასტასია დროებით მათთან სახლში ცხოვრობს ,,
არ ახსოვს არც თავისი ძაღლი დუდუნა , თბილისში რომ დატოვა და ძლივს შეელია .
რატომღაც ცოტა ნაღვლიანია და თანაც ბედნიერი...
ყველას უცნაური ჰგონია ეს გოგონა.
პალმების შრიალი ცივ ისრაელში უფრო უცნაუია ,ვიდრე ნასტასიას ხასიათი. თითქოს აქ სულ უნდა ცხელოდეს , ზამთარში არ უნდა ციოდეს და თუ მაინც ცივა თოვლი უნდა მოდიოდეს , მაგრამ არ მოდის ... არ უხდება პალმებით დაფარულ ქალაქს ზამთარი ...
ერთ პატარა უბანში იქვე ზღვის პირას ,სხვა ქალაქიდან თოვლი ჩამოიტანეს , და ქუჩაში დაყარეს. რა სასაცილო ამბავია .... იმ ადგილიდან სანაპირო და ზღვა ხელის გაწვდენაზე სჩანს...
პირდაღებული ბავშვები არ სცილდებოდნენ ჭუჭყიან თოვლს , სრიალებდნენ .... თამაშობდნენ და ერთმანეთს ესროდნენ. თოვლი დნებოდა...
ნასტასიას სევდა მოაწვა ... კიდევ უფრო მოენატრა თავისი ქვეყანა ...
ზღვას უფრო მიუახლოვდა ... არ იყო ნაცრისფერი როგორც ჩვენთან ჩვევია წვიმის დროს ... მწვანე ზღვა სევდიანი დღის პირობაზე მართლაც რომ გამომწვევია ... მშვენიერია ... მოსაწონია
ნასტასია სანაპიროსთან ახლოს , ხის სკამებიან ბარს მიადგა , შევიდა და ხის მაგიდასთან ჩამოჯდა .
გა\ღიმებული მელცარიტი (მიმტანი გოგონა) მიუახლოვდა და ჰკითხა :

_ მა ეფშარ ლეჰაცია?(რა შემიძლია შემოგთავაზოთ?)
_მიც ტაპუზიმ ვე უგატ გვინა (ფორთოხლის წვენი და ყველის ტორტი)

მიმტან გოგონას შელი ჰქვია . შელი მიტრიალდა , სამზარეულოში შევიდა და მალევე გამობრუნდა .


***
ნასტასია (მეოთხე ნაწილი)
მიმტანი გოგონა მიუახლოვდა ნასტასიას და უთხრა , უფრო იკითხა..
_მალე იქნება და წვენი უკვე მოგიტანო? (იჰიე მაერ ლეჰავი ბენტაიმ მიც?) _ (მალე იქნებაში) ტორტის ნაჭერი იგულისხმა შელიმ .მერე ხელები შავ წინსაფარზე გაისვა , თმა თითზე დაიხვია და საღეჭი რეზინა გაბერა .
_არა დაველოდები ერთად მოიტანე (ლო ანი ეხაკე ტავიი ბეიახად)
ნასტასიამ გაიღიმა , გააღიზიანა გოგონას საქციელმა.

ცოტა დაიღალა არ უყვარს რამეს რომ ელოდება ... წამოდგა და გრძელ ფანჯარასთან მივიდა . თითქოს რაღაცას მიაჩერდა , არა ვიღაცას ...

ფიქრი წამოეშალა , იქნებ იმიტომ ვარ მარტო , რომ ღმერთს არა სურს ვიდრე იმ ერთადერთს არ შევხვდები ჩემი სული დაიტანჯოს უიმედო სიყვარულით ... ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები ტკივილის მოყენება რომ ეადვილებათ ...

ის აქ მოდის? ოდნავ ხმით წარმოთქვა გოგონამ , შერცხვა ასე რომ უყურებდა , მოტრიალდა და ისევ იმ მაგიდას მიუჯდა .

შელი მივიდა გოგონასთან . ყველის ტორტი და ფორთოხლის წვენი ლანგარზე რომ ეწყო ახლა მაგიდაზე გადმოიტანა . მერე ისედაც მოკლე კაბის ქვედაბოლო თითზე დაიხვია და ვიწრო თეძოების რხევით წავიდა. ნასტასიას გაეღიმა გოგონას საქციელზე . უკვე უბოროტოდ და არ გააღიზიანა თავქარიანი მიმტანის საქციელმა .

თბილოდა იქ , სადაც გოგონა გემრიელი ტორტის ნაჭერს მიირთმევდა ,

ქუჩის სუსხიანი სიცივე , ბარშუ მძიმე კარის გაღებაზე შემოვარდა , ხოლო შემდეგ ახალგაზრდა ასე 30 წლის მამაკაცი შემოჰყვა. სითბო რომ იგრძნო ხელები ერთმანეთს სიამოვნების ნიშნად გაუსვა , ქუდი მოიხადა და ბარს სწრაფად თვალი მოავლო . იქ არავინ იყო , მხოლოდ ერთ მაგიდასთან , ღია წაბლისფერთმიანი , არც მსუქანი და არც გამხდარი , ეშხიანი და ლამაზი , ასე 25 წლის გოგონა ფორთოხლის წვენს ჭიქიდან წრუპავდა ..
შელი ახლად შემოსულ მამაკაცს მივარდა , მეტისმეტად მოხერხებული და სწრაფი გოგონა რამოდენიმე წამი გაღიმებული მისჩერებოდა ახალგაზრდა კაცს ,რომელიც სულაც არ დააბნია ამ დაჟინებულმა მზერამ და ნასტასიასთან ახლო მაგიდასთან სკამზე ჩამოჯდა . შელიც თან დაედევნა და მასსაც იგივე ჰკითხა
_რა შემიძლია შემოგთავაზოთ? (მა ეფშარ ლეჰაცია?)
_ერთი ჰაინეკენის ლუდი და შემწვარი ხორცის ასორტი. (ბირა ჰაინეკენ ახატ , ვე მაგაშ მეტუგანიმ)
_მალე იქნება (იჰიე მაერ)_უთხრა მიმტანმა გოგონამ და ისე გაქრა რომ თვალის შევლებაც კი ვერ მოასწრო ახალგაზრდა მამაკაცმა .. თუმცა ეს ნაკლებად აღელვებდა , მას მხოლოდ ნასტასია აინტერესებდა . უცნობი და ნაზი მომხიბვლელობა იზიდავდა ...
უყურებდა ნასტასიას ისე მისჩერებოდა რომ გოგონამ თავი უხერხულად იგრძნო და ოდნავ წამოწითლდა ..
_აი თქვენი ლუდიიი , და ესეც მზად არის (ბე ვაკაშა ბირა , ვე ამანა მუხანა) _ისევ გაიღიმა შელიმ
_მადლობა და მოიტანე ანგარიში , ჩემი და იმ გოგონასი. (ტოდა, ვე ლეჰავი ხაშბონ შელი ვე შელ ჰა ბახურა შე იოშევეტ შამ)

შელიმ გაიკვირვა , სახე დაემანჭა და კიდევ უფრო სწრაფად მოიქნია საღეჭი რეზინით გამოტენილი პირი , მერე კი იკითხა

_ ნამდვილად? (ბემეთ?)
_ნამდვილად! (ბეემეთ!) _ ახალგაზრდა მამაკაცმა სერიოზული გამომეტყველებით ახედა მიმტან გოგონას ...

***
ნასტასია (მეხუთე ნაწილი)
მიმტანმა გოგონამ ახალგაზრდა მამაკაცი სულ ერთი წუთით დატოვა , მერე უკან მალევე დაბრუნდა და პატარა ყავისფერ კოლოფში ჩადებული ანგარიშის ფურცელი მაგიდაზე დადო ...
მამაკაცმაც არ დააყოვნა , გადახსნილ კოლოფში საფულედან ამოღებული ელექტრო ბარათი მოათავსა . გოგონას გაუღიმა და გემრიელ სადილს შეექცა ...თუმცა კი უფრო ვახშამი ერქვა
შელიმ მადლობა გადაუხადა და გაეცალა , ისევ დაბრუნდა და ბარათი დაუბრუნა გადახდის დამადასტურებელ ქვითართან და კალამთან ერთად ...
მამაკაცმა ანგარიშის ფურცელს ხელი მოაწერა ერთი თავისთვის დაიტოვა და მეორე ათ შეკელიანთან ერთად გოგონას გადასცა ...
გახარებულმა მიმტანმა ფული სასწრაფოდ ჯიბეში ჩაიცურა არავინ დაინახოსო და თავის ადგილს დაუბრუნდა.
თითქმის არაფერი ჭამა ჩვენმა გმირმა ,გარეთ ისე გავიდა და მობილური ტელეფონით ვიღაცას დაუკავშირდა.
მშვიდი არ ეთქმოდა , უფრო აფორიაქებული ჩანდა.

თუმცა კი გასვლამდე , ბარში ყოფნის დროს ნასტასიას თვალს ვერ აშორებდა .

შელის დრო არ დაუკარგავს ნასტასიასთან მიირბინა და უამბო უცნობის საქციელზე.
გოგონა მაშინვე წამოდგა . გარეთ გავიდა და თვალი მოავლო სანაპიროს ,შიში შეეპარა გონებაში ვაი თუ ვეღარ იპოვოს , მადლობა ვერ გადაუხადოს....
და აი , დაინახა ! დაინახა!..
მობილურ ტელეფონზე მოსაუბრე ახალგაზრდას დაედევნა და , წინ გადაუდგა მერე კი აჩქარებული ხმით იკითხა .
_ მაპატიეთ მაგრამ ასე რატომ მოიქეცით ? მე თქვენ არ გიცნობთ. (სლიხა ავალ ლამა ჰიტნა აქტა? ანი ლო მაკირა ოტხა)

ციოდა, არც სატელეფონო საუბარი იყო სასიამოვნო ჩვენი გმირისათვის, თუმცა ... ეამა , ძალიან ეამა გოგონას ხმა. რატომღაც უკვე გახდა მისთვის სასიამოვნო ეს ხმაც , გამოხედვაც და მშვენიერებაც.
_არა უბრალოდ მე ქართველი ვარ და ჩვენ ასე გვჩვევია (ლო პაშუტ ანი გეორგიან , ვე ზე ნაჰუგ ეცლენუ)_ თქვა და შემდეგ გაიაზრა... რატომ? რატომ ვთქვი ახლა ეს ?ფიქრობდა და არც თავის ფიქრებს უსმენდა , მხოლოდ უყურებდა ნასტასიას
არანაკლებ გაუკვირდა ეს ამბავი ნასტასიასაც!
_მართლა?_უკვე ქართულად იკითხა გოგონამ_არა კი არ მიკვირს ისე ძალიან, აქ ბევრ ქართველს ნახავ , ჩემს უბანშიც , უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა ცოტა დაბნეული ვარ ...
_შენც ქართველი ხარ_გაიღიმა მამაკაცმა_აი სასწაული , მე კი მივხვდი რომ აქაურს არ გავხარ , მაგრამ ქართველადაც ძნელად წარმოგიდგენდი . _გაჩუმდა და ასე დააკვირდა ნასტასიას .
გოგონა ერთწუთიანმა დუმილმა შეაწუხა და სულერთი იყო ახლა რას იტყოდა ... არც დაფიქრებულა ისე იკითხა
_რა გქვია?
_დიტო, მე დიტო მქვია. შენ? _ გაიღიმა და გზა განაგრძო თან გოგონას მშვიდი გამოხედვით მიანიშნა გაჰყოლოდა.
უფრო სეირნობდნენ ,
სანაპიროს ბინდი ეპარებოდა ...
_მე ნასტასია ,ვინ ნატას მეძახის, ვინ ნასტიას _ გაეღიმა . ერთხელ სწრაფად ახედა დიტოს და მის გვერდით განაგრძო სიარული.
გოგონას მობილურმა ტელეფონმა ისევ დაარღვია სიჩუმე , ნასტასიამ ჩანთა გადახსნა და სხვადასხვა ნივთებში არეული ტელეფონი ძლივს ამოქექა. ელენე რეკავდა.
_გისმენ ელენე_ მისი ხმა იმდენად თბილი და უცნაური იყო რომ ელენემ მაშინვე შენიშნა.
_რა მოხდა?_იკითხა მეგობარმა და თან კაფეში ყავის ფული გადაიხადა.
ამ დროს დიტომაც სადღაც გადარეკა. შერიოზული ხმითა და ცალი ხელის ქნევით ნასტასიასგან მცირე მანძილის მოშორებით ვიღაცას ესაუბრებოდა.. უფრო ალბათ კამათობდა

_ელლ არაფერი არ მოხდა, წამოხვედი?
კიი მალე მოვალ , შენ რა , კიდევ არ დაბრუნებულხარ სახლში? _გაიკვირვა ელენემ და ღამის ისრაელში სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას. თან აქეთ-იქით იხედება რომ იქნებ ტაქსი დაიჭიროს.
_კარგი მეც მალე მოვალ,დროებით.


***
ნასტასია (მეექვსე ნაწილი)
ნასტასია მიუახლოვდა მამაკაცს და სანაპიროს ნახევარ ზოლზე შემოყოლებულ ქვის მოაჯირს მიეყრდნო . არაფერი უთქვამს .
_ ნასტასია მაპატიე უნდა წავიდე. ძალიან მინდა დავრჩე , მაგრამ... მე მანქანით ვარ , ალბათ შენც სახლში აპირებ დაბრუნებას, მოდი წაგიყვან.
გოგონა დაიბნა ცოტა შეყოვნდა და მერე უპასუხა :
_ კარგი მე აქვე ახლოს ვცხოვრობ _ გაუღიმა ნასტასიამ დიტოს .
უკან მიჰყვა და ორივე ერთად ჩასხდნენ ~ მაზდა ექვსის ~ მარკის ავტომობილში . არ საუბრობდნენ არც ერთმანეთს უყურებდნენ , ნასტასია მხოლოდ გზაზე მიუთითებდა .
_ აი მოვედით , აქ ვცხოვრობ_ გახედა გოგონამ დიტოს და გაუღიმა
_ ნასტასია, ძალიან მომეწონე , მართლა მოვიხიბლე შენით. _ გოგონას ხელზე ხელი მოუჭირა და თვალებში შეხედა. ნასტასია არ ელოდა ამას ხელი გააშევებინა და გაუღიმა
_ მადლობა დიტო , აბა წავედი_ მანქანის კარი გამოაღო და გადასვლა დააპირა.
_ მოიცადე მომეცი შენი მობილური ტელეფონის ნომერი და მე დაგირეკავ , გპირდები თავს არ შეგაწყენ _ ახლა მამაკაცმა გაუღიმა და ხელის ტელეფონი მოიმარჯვა ნომრის ჩასაწერად.
_ 054 54 ...... _ უთხრა გოგონამ.
გადმოვიდა მანქანიდან და აჩქარებული ნაბიჯით აუყვა ქუჩას.

_______________________

წვიმს. დიდი ძალა აქვს ისრაელის წვიმას. მაგ დროს თუ გარეთ მოხვდი ქოლგით ან უქოლგოდ ... არა აქვს მნიშვნელობა , უქოლგად ერთიანად დასველდები, ხოლო ქოლგით , დასველდები და ქოლგა დაგემსხვრევა ...
მირბის ნასტასია ქუჩაში მარტო , ორივე ხელით ქუდი უჭირავს ქარმა რომ არ მოხადოს,
ახლა ცდილობს, ჩანთაში, ერთი ხელით მობილური ტელეფონი იპოვოს, ვერ პოულობს, ტელეფონი არ ჩერდება რეკავს , გოგონა გარბის თან ტელეფონს ეძებს , ეძებს და ვერ პოულობს. უცებ მანქანამ სწრაფად ჩაუქროლა და ქუჩაში დაგუბებულმა, ჭუჭყიანმა წყალმა , ნასტასიას თეთრი ქურქი სულ დაასველა.
გოგონა არ ელოდა ... მოულოდნელმა ფაქტმა ერთ ადგილზე გაყინა. იდგა ნასტასია გაბრაზებული, გაოცებული და უქოლგოდ , ქუდიც კი წაართვა წვიმიანმა ქარმა. ახლა ძალიან ნელა განაგრძო გზა. მობილური ტელეფონი ისევ რეკავს ჩანთაში და ნასტასია აღარ ეძებს...

წვიმს ...
გოგონა ვარდისფერ ხალათში გახვეული ვარდისფერი პირსახოცით თმას იმშრალებს .. ფანჯარასთან დგას.
უყვარს ნასტასიას ფანჯრიდან ყურება, მითუმეტეს როდესაც წვიმს. წვიმს ისევ ისე ძლიერად როგორც ცოტა ხნის წინ გოგონა რომ დაასველა, არ ჩერდება და რეცხავს ფანჯრებს გიჟი ,თავქარიანი წვიმა.
ნასტასია ისევ ფიქრს მიეცა, ფიქრობს რომ ცხოვრება მშვენიერია, გაწუწული და ჭუჭყიანი მივიდა სახლში , მაგრამ მაინც ფიქრობს ასე, ფიქრობს ,რომ ადამიანი იმ წუთამდეა ადამიანი , ვიდრე უფლება მიეცემა ხელი ახლოს,პირი ან ფეხი ცხოვრებას. ვიდრე სრულიად მისი მონაწილე გახდება . წარსულიანად , მომავლიანად... ვიდრე დამოუკიდებელი გახდება ....
ვიდრე სიარულს დაიწყებს და დედის ძუძუს მოწყდება.
ფიქრობს , რომ ცხოვრება ეს ბუნებაა ადამიანის გარეშე , სადაც წვიმა , ცხოვრობს , წყალი , მდინარე ... ისინიც ხომ მოძრაობენ , ისინიც ხომ თითქოსდა სუნთქავენ. და არ აფუჭებენ არაფერს ....
ადამიანს კი შეუძლია მოტეხოს ვარდის მაღალი ღერო . მერე წაიღოს და შეუფასებელი მშვენიერება , მისთვის უფრო ძვირფასს 20 30 ან 100 დოლარად ნაყიდ ლარნაკში ჩადოს.
გოგონამ პირსახოცი სკამზე გადაკიდა მერე ორივე ხელი გრძელ ყავისფერ თმაში შეიცურა და თმა უკaნ გადაიწია. ნასტასიას თითქოს რაღაც გაახსენდა, ჯერ მუსიკალური ცენტრი ჩართო ,ნორა ჯონსის დისკი ჩადო და მობილური ტელეფონი ამოიღო ჩანთიდან.
მუსიკა მისი გულის ცემით უკრავდა ... ნასტასიამ უცხო ნომერი ვერ ამოიცნო. თანაც რამდენჯერ დაურეკავს. 11 ზარი დახვდა გოგონას და ერთი შეტყობინება.
წაიკითხა და გაეღიმა ... დიტოსგან იყო , მეორე დღესვე ინერვიულა მამაკაცმა ახალგაცნობილზე. რატომ არ პასუხობდა ნასტასია? სად არის, როგორ არის?


გოგონა საძინებელში შევიდა , მერე აულაგებელ თბილ ლოგინზე წამოგორდა და მობილური ტელეფონით ელენესთან გადარეკა , ნომერს დახედა და ... გათიშა. დაიბნა , ეს ხომ დიტოს ნომერია ვერა და ვერ გადაწყვიტა ისევ დაერეკა თუ არა ... თუმცა დრომ ფიქრი არ მისცა გოგონას და ტელეფონი თავად აწკრიალდა . დარეკეს ნასტასიას მობილურ ტელეფონზე ... გოგონა შეაკრთო ზარმა ,მაგრამ რატომღაც უმალ უპასუხა

_ შალომ (გამარჯობა) _ მიესალმა გოგონა ივრითზე, თუმცა დარწმუნებული იყო რომ დიტო რეკავდა ...
_ ნასტასია , დიტო ვარ _ დიტომაც მორიდებით უპასუხა.

დიტო მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს სამ ოთახიან ბინაში . უკვე წლების მანძილზე. ბავშვობიდან შეჩვეული შრომას.
მამა ადრე გარდაეცვალა , სწორედ იმ წელს მარტომ რომ გადაწყვიტა ცხოვრება უცხო ქვეყანაში , მაგრამ ამან არ იმოქმედა თავის გადაწყვეტილებაზე და არ დაბრუნებულა დედასთან და ძმასთან თბილისში , თუმცა კი ხშირად მიემგზავრება მათთან ,შეიძლება ითქვას დედას და ძმას გამუდმებით სტუმრობს.

_დიტო ძალიან გამახარე, არა კიარ გამახარე ... მაპატიე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, შენი ყურადღებით გაოცებული ვარ_ ნასტასია დაიბნა როგორც ყოველთვის და ახლა მარტო იმაზე ოცნებობს ნეტა მთელი დედამიწა გადატრიალდეს, ან ახლავე მოვკვდე რომ ჩემს ნათქვამს ყურადღება აღარ მიექცეს , ან კიდევ ამნეზია დაემართებოდეს დიტოს რომ ყველაფერი უკან და ძველებურად დაბრუნდეს, მოვიფიქრებდი რაიმეს რა ვუპასუხო ან საერთოდ არ ვუპასუხებდი.. ფიქრობს ათას სისულელეს ერთად ნასტასია ...

_დღეს თუ გახვედი სახლიდან?_ შეეცადა მამაკაცი დაერწმუნებინა გოგონა ,რომ თითქოს არ მიაქცია ყურადღება მის ნათქვამს. თუმცა კი გაეღიმა და ინატრა მისთვის შეეხედა ალეწილ ლოყებზე .

_ არა, კი _გაეცინა ნასტასიას ..

_არა თუ კი? _გაეთამაშა სიტყვებზე დიტომ და გაეცინა მასსაც გოგონას სიცილზე.მერე წამოდგა და გავიდა სამზარეულოში მაცივრის კარი გამოაღო წყალი აიღო, დაისხა და დალია .

_კი, ვიყავი გარეთ. სულ დავსველდი ახლა მოვედი, თანაც ისე წვიმდა რომ არ მესმოდა ტელეფონის ხმა . იმიტომაც ვერ გიპასუხე. _იცრუა გოგონამ და არ მიმიხვდესო ანერვიულდა .თმასაც გამუდმებით ისწორებდა და ხელზე იხვევდა როგორც მიმტანი გოგონა ბარიდან , შელი რომ ერქვა ...


_ახლა რომ გთხოვო აღარ გამოხვალ?_ რატომღაც იფიქრა თუ ასე ეტყოდა დაიყოლიებდა შეხვედრაზე ნასტასიას.

_ დიტო იქნებ ხვალ საღამოს შენ გვესტუმრო ?_ ნასტასიამ უკვე უამბო ელენეს, ყველაფერი იმ საღამოზე დიტო რომ გაიცნო .. მერე სახლში რომ მიიყვანა მანქანით და მომწონხარო , ისიც რომ უთხრა ...

_ნასტასია , ჩვენ ცოტა ვისაუბრეთ იქნებ მომიყვე ვისთან ცხოვრობ? _თავი შეიკავა პასუხზე დიტომ და კითხვაზე კითხვით უპასუხა.

_დიტო მე აქ ბიძაშვილთან ვცხოვრობ უკვე ორი წელია. ბიძაშვილს ელენე ჰქვია , უფრო ვიტყოდი რომ მეგობართან, და დედამისთან . მე პატარა ვიყავი მამა რომ გარდამეცვალა. ახლა დედა მარტო ცხოვრობს თბილისში. და და ძმა არ მყავს. ვმუშაობ. რავიცი მეტი რა გიამბო?_ ისე გაიცინა რომ დიტოს ეგრძნო . _ იქნებ შენც მიამბო შენზე?

_მე მარტო ვცხოვრობ , სკოლა რომ დავამთავრე აქ წამოვედი საცხოვრებლად. იმ წელს მამა გარდამეცვალა. დედა და ძმა თბილისში ცხოვრობენ. ვმუშაობ რა ვიცი , მეტი მეც არაფერი მაქვს მოსაყოლი _ დიტომაც ისევ ისე გაიცინა როგორც ნასტასიამ თავისი ნაამბობის შემდეგ.

_დიტო , გვესტუმრები ხვალ?_ ისევ გაუმეორა გოგონამ შეკითხვა მამაკაცს.

_თუ უხერხული არ იქნება დეიდასთან და ბიძაშვილთან...

_რა თქმა უნდა არა, საღამოს რვა საათზე გელოდებით კარგი? _გოგონა გახალისდა და ხმაზეც შეეტყო.

_კარგი ნასტასია, საღამოს რვაზე მანდ ვარ , მე ვიცი კიდეც სად ცხოვრობ _ გაიღიმა დიტომ და ოთახში სიარულს მოჰყვა.

_ძალიან კარგი ახლა უნდა დაგემშვიდობო ხვალ დიტოს ველოდები და ვახშამი უნდა მოვამზადო _ გოგონა გაეხუმრა და ხმამაღლა გაიცინა , მერე დიტოსავით ისიც ოთახში სიარულს მოჰყვა და ყველაფერს ხელს ავლებდა რასაც კი ჩაუვლიდა ახლოს.

_კარგად ნასტასია საღამომდე._ დიტომ ტელეფნის მწვანე ღილაკს დააჭირა ხელი და მობილური გათიშა, მერე მაგიდაზე დადო და ასე წელსზემოთ შიშველმა გამოაღო აივნის კარები. იქიდან ისეთი სუსხი წამოვიდა, რომ უმალ უკან მიხურა.

ისევ დარეკა დიტოს ტელეფონმა. აიღo ,დახედა ნომერს და სახე მოემანჭა, ეს ნიშნავდა რომ არ ესიამოვნა . ტელეფონი ისევ მაგიდაზე დადო , ჯინსის შარვალი უკვე ეცვა ახლა შავ ტუფლებს დაუწყო ძებნა, იპოვა ჩაიცვა , მერე გრძელმკლავიანი შავ ყელიანი პულოვერი გადაიცვა, ტყავის შავი ქურთუკი მოიცვა და თავზე ვიწრო შავი ქუდი ჩამოიცვა. ტელეფონი ისევ აწკრიალდა, აიღო და დახედა ისევ ის ნომერი რეკავს. უპასუხა , თან სახლიდან გავიდა და გასაღებით გადაკეტა კარი.

_მოშე, გამარჯობა მე უკვე გზაში ვარ.

_გელოდებით , ნუ დააგვიანებ _მოისმოდა ტელეფონიდან მოშეს მკაცრი ხმა.

_______________________

დიტომ შეაღო ჩაუკეტავი დიდი რკინის კარი იქვე შესასვლელში მაღალფეხზე დიდი ხის ვაზა იდგა, შიგნით სხვადასხვა ხილი ეწყო ლამაზად. დიტომ მხოლოდ ერთი ყვითელი მსხალი ამოიღო, ერთხელ ჩაკბიჩა და მამაკაცის დანახვაზე ნაგვის ურნაში ჩააგდო.

_ის ხომ თითქმის მრთელი იყო, რატომ გადააგდე?_ მკაცრი ხმით მიმართა მოშემ ძმისწულს.

_მოშე მომწონს როგორც მხვდები _ მერე ახლოს მივიდა და ლოყაზე აკოცა თითქოს და ძალით. მოხუცს კი მკაცრი სახე ოდნავაც არ შესცვლია.

_რამდენჯერ გითხრა დამიძახე ბიძია მოშე ? _ხელი აიქნია და სავარძელში ჩაჯდა._ რას გავხარ? როგორ გაცვია? სად არის კიპა, არ გახურავს? შენ რა ებრაელი ხარ? სიამაყის გრძნობა არ გაგაჩნია!_ ბოლო სიტყვა ისე ხმამაღლა თქვა რომ ენერგია მოემატა და ფეხზე წამოდგა.

_შენ კიდევ გრძნობა არ გაქვს. მართალი ხარ სიამაყე არ მაქვს თორე შენთან არ ვიმუშავებდი ბიძია მოშე! _დიტო ნერვიულად მოჰყვა ოთახში სიარულს.

_შენ ვინ ხარ? შენ არც არავინ გიყვარს, 30 წლის კაცს!

_მიყვარს,თანაც ისე მიყვარს რომ მთელი ჩემი ცხოვრება მეყოფა და იმასაც ... _თითქმის წაიჩურჩულა დიტომ.და თავად გაუკვირდა თავისივე ნათქვამი

_რა თქვი? _კარგად ვერ გაიგონა მოხუცმა ,თუმცა კი მოჰკრა ყური დიტოს ნათქვამიდან პირველ ორ სიტყვას._ ვინ გიყვარს? არა, არა ახლა ამაზე არ მინდა ვინერვიულო ,იმედია სისულელეს არაფერს სჩადიხარ. გაფრთხილებ შენ ებრაელი ხარ! და შენი ცოლი ებრაელი უნდა იყოს. თანაც უნდა ესმოდეს და
იცავდეს ჩვენს წესებს! გაიგე? _ ორივე ხელით დაეყრდნო მაგიდის კუთხეს და ასე ამოხედა დიტოს ქვემოდან.

_რატომ დამირეკე?

_საღამოს სმენაში გადადიხარ. დილით ახალი მოვიყვანეთ სამსახურში.დღეს რადგან უკვე იყავი ხვალიდან ასე განაგრძობ.

_იქნებ არ მაწყობს? არ მეკითხები? _ეს ისე თქვა, თითქოს უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა დიტომ, იცოდა რომ ბიძა მაინც ისე გადაწყვეტდა როგორც თვითონ უნდოდა და მას აწყობდა.

_არა , არ გეკითხები . თუ გშია დარჩი, თუარადა შეგიძლია წახვიდე.

_ნახვამდის ბატონო მოშე . _ჩაილაპარაკა და წავიდა დიტო.

. . .
როგორც კი კარი გაიხურა ისე ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი თითქოს თავიდან დაიბადა.
მერე ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და მეგობარს დაურეკა .
_ბაჩო სახლში ხარ?
_ხო ბიჭები აქ არიან სად დაიკარგე? ამოდი
_რას სვამთ? ამოვიტან რამეს
_ლუდი და არაყი გვაქვს რა გინდა კიდევ?
_კაი ამოვალ .

მაგიდასთან ოთხი ლუდით და არყით გამომთვრალი მეგობარი ხმამაღლა იცინის და ლაპარაკობს.
_არა ტო სახლში ყოფნა აღარ შემიძლია წავიდეთ სადმე _ სანდრომ უბრალოდ წამოიძახა ,თუმცა მის ნათქვამს მაშინვე გამოხმაურება მოჰყვა.
_წავიდეთ ტო აბა რა _ბაჩომ მანქანის გასაღები აიღო და ბიჭები უკან გაყვნენ სანდრომ გაიკვირვა
_მართლა ტო? მე ისე ვთქვი.
ღამის კლუბში ცოტა ხალხი იყო.რიტმული მუსიკა უკრავდა და მიმტანი გოგონებიც ხალისიანი გამომეტყველებით ცდილობენ კლუბის კლიენტებს რაც შეიძლება მეტი დაახარჯვინონ.

დიტო და აკაკი ბარისკენ წავიდნენ . ბაჩო და სანდრო კედელთან განლაგებულ მაგიდას და რბილ სკამებს შემოუსხდნენ. მიმტან გოგონას ერთი ბოთლი არყისა და შემწვარი კიბორჩხალის მიტანა სთხოვეს.


***
ნასტასია (მეშვიდე ნაწილი)
დიტო ბარის სკამზე აკაკისთან ერთად ჩამოჯდა და ლუდის დიდი კათხა ერთი მოსმით ნახევრამდე გამოსცალა. აკაკი მიუხვდა მეგობარს რომ რაღაც აწუხებდა ..
_დიტო რა ხდება ? ბიძაშენთან პრობლემები გაქვს?
_აკო მაგაზე დილით მოგიყვები ახლა წამოდი და იმ ორთან ერთად გავაგრძელოთ ლუდის სმა._ გაუღიმა მეგობარს ხელი ბეჭზე მოარტყა და პირველი თვითონ წავიდა მეგობრების მაგიდასთან.
_დიტო რას სვამ ტო ლუდს? მოდი რა არაყი დალიე დღეს თუ ვსვამთ დავლიოთ .
_მომე _ ჯერ ჭიქა გამოართვა მერე ცოტა დაფიქრდა და ორი სიტყვით თქვა
_გაგვიმარჯოს ! ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს!
_გაუმარჯოს!

უკვე ბარის სკამებზე ჩამომსხდარმა ბიჭებმა მერამდენედ გადაჰკრეს არყიანი ჭიქა ბარმენ გოგონასთან ერთად... გოგონას, გულზე მიმაგრებულ ლამინირებულ ბარათზე გარკვევით ეწერა ანნა. ანნა რუსეთის პროვინციული სოფლიდან ჩამოსული ლამაზი გოგონა იყო.
_ გამომთვრალმა დიტომ ეს მაინც შეამჩნია და ანასტასია გაახსენა. მერე გოგონას მიუახლოვდა ხელი მოკიდა და ჩაეხუტა .
ანნა ცდილობდა დიტოსგან თავის დაღწევას , მაგრამ ისიც მალევე დანებდა ისეთი გამომთვრალი იყო.... ცეკვავდნენ , ლუდს სვამდნენ მერე ოთხივე მეგობარი ბარმენ გოგონასთან ერთად გარეთ გამოვიდა.
დიტოს ერთ ხელში ლუდი ეჭირა , მეორე გოგონას წელზე მოხვია და ასე ერთად ჩასხდნენ მანქანაში.

_____________________


დილით დიტო სამზარეულოდან გამოსულმა ხმაურმა გააღვიძა. თავის ტკივილმა კი ლოგინში ვეღარ გააჩერა და წამოდგომა რომ სცადა , ქალის საცვლები შეამჩნია სკამზე სხვა ტანსაცმელთან ერთად.
_რა? _ წამოიძახა და გვერდზე მიიხედა .
_საყვარელო _ გაუღიმა გოგონამ მერე წამოდგა სწრაფად ჩაიცვა მოტრიალდა და დიტოსთვის გაუგებარი უცნაური საბუთი გადაუგდო ახალგაზრდა მამაკაცს.
_ეს რაარის? ვინ იხუმრა? ბიჭებმა?
_არა . შენ ებრაელი ხარ მე ქრისტიანი და გუშინ კათოლიკურად ვიქორწინეთ. დღეს კი ორივეს დიდი ცოდვა გვადევს _გაიღიმა ჩანთა გადაიკიდა მოტრიალდა და ვიდრე ოთახიდან გავიდოდა კიდევ ერთი რამ მიაძახა _ მე ფული მინდა და სულ დავიკარგები (იღიმის) შენც ეს არ გინდა? თუ გინდა სახლში წამოგყვე ბიძაშენთან ?_ უკვე ხმამაღლა იცინის გოგონა .
_ბიძაჩემზე შენ რა იცი?
_გუშინ მეც ბევრი დავლიე მაგრამ მაინც ყველაზე ნაკლები (იღიმის)
_ეს ჩემი ნომერია , დამიკავშირდი
ისე სწრაფად გავიდა სახლიდან ვერავინ შეამჩნია.
დიტოს გაახსენდა რამოდენიმე დეტალი გასული საღამოდან და ოთახიდან გიჟივით გამოვარდა.
_ვაა სიძე? სად არის მეუღლე ?
_ბაჩო ხო სისულელეა მე ხო...
_ხო შენ შენ , ლუდი არ გინდა?
_ბიჭო მე ის ნაშა ცოლად მოვიყვანე? მერე თქვენ სად იყავით ტო!
_იქ ვიყავით ძმაო შენს გვერდით _სულელურად იცინის აკაკი. _ახლა უნდა წავიდე სამსახიურში ვაგვიანებ მაპატიე დაგირეკავ მერე და ეგ საქმე მოვაგვაროთ . არ შეშინდა .
_ კარგად ბიჭებო.
_სანდრო მოდიხარ? მე დაგტოვებთ ბიჭებო სადაც გინდათ მაგრამ მალე გავიდეთ ტო. მეც ვაგვიანებ სამსახურში . დიტო მაგრა გავითიშეთ , და რაც მოხდა სიგიჟეა. ეგ მოგვარდება ხო გესმის უბრალოდ არარეალურია ტო შენ სხვა ის სხვა და აფსურდია . ჩვენი ბრალია მარტო შენ კიარ გადაგიტრიალდა.
_ხო მაგრამ რატომ მე? ყველაფერი მე?
_რა გინდა თქვა მე რატომ არ შევირთე ანნა გუშინ ?_ ბაჩომ უცებ მიალაგა ოთახი სადაც უამრავი ცარიელი ლუდის ბოთლები და სხვადასხვა ნივთები აქაიქ ეყარა.
მეგობრები გავიდნენ ბაჩოს სახლიდან და მანქანაში ჩასხდნენ.

_____________________

დიტომ საღამოს წყალი გადაივლო .უხასიათოდ იყო .


***
ნასტასია (მერვე ნაწილი )
მთელი ღამე წრიალებდა. დახურული ფანჯარა სულს უხუთავდა, წამოდგებოდა გააღებდა. მერე ისევ დახურავდა ...
დიტომ ის ღამე თეთრად გაათენა.
განა იმიტომ რომ ანნა ცოლად შეირთო? არა ეს უბრალოდ ერთი დღის შეცდომა იყო. დიტოს არ ასვენებდა ბიძამისზე ფიქრი. ადამიანზე რომელიც უკვე წლებია ცხოვრებას ურთულებდა
რამდენადაც სხვა სამსახურისგან განსხვავებით სადაც დიტოს შეეძლო სამსახური ეპოვნა . კარგ ადგილზე მოაწყო და თითქოს მეტი თავისუფლება მისცა , იმდენადვე დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა და აიძულა მის რჩევებს ყური უგდოს.
ძია მოშეს თავის საკუთარ ოჯახში , ოჯახის ყველა წევრი უსიტყვოდ ემორჩილება, დიტომ კი გაბედა და თავიდანვე თავისი სიტყვა ერთი ორჯერ საპასუხოდ დაუხვედრა ბიძამისს .თუმცა ის მაინც მასზეა დამოკიდებული.
გათენდა.
ზამთრის სიცივეს მზის სხივები შეერია და ოდნავ მოათბო ქუჩები, სახლები ...

ნასტასიამ საძინებელი ოთახი სწრაფად მიალაგა. მერე დანარჩენებიც და სამზარეულოს მაგიდასთან უნალექო ყავიანი ჭიქით ხელში მოკალათდა.
ელენემ ჯერ თვალები მოიფშვნიტა, მერე წელი ძლივს აითრია და ლოგინიდან წამოდგა . გაუკვირდა სამზარეულოდან შუქი რომ დაინახა..
_ ნასტი აქ ხარ? რას აკეთებ ? ყავა? მეც მინდა. მოიცა რა ხდება? რა გაცინებს?
ელენე შეაშინა მეგობრის არეულმა სახემ , ღიმილმა.
_ ელ დღეს სტუმარს ველოდებით და არსად არ წახვიდე გთხოვ, დეიდა როდის მოვა?
_არ მოვა დღეს მეგობართან რჩება, ვინ უნდა მოვიდეს? მოიცა ტელეფონი სად დავდე?
_ ელ შენ არასდროს არ მისმენ რაა_ხმაში სიბრაზე შეერია, თუმცა კი აზრი აღარ ქონდა გაწყრომას ელენე უკვე ვიღაცას ესაუბრებოდა.
_ ნასტი მაპატიე, მომიყევი გთხოვ გისმენ ყურადღებით.
_ ოო! არაფერი ისეთი მოკლედ დიტო მოვა დღეს.
_ვაახ მაგარია გავიცნობ ,ნასტ ტელეფონი რეკავს
_ ოო ისევ?
_ არა შენი კაი ნუ ბრაზობ მოდი გაკოცო
ელენე მეგობარს მიეფერა და ხელის ტელეფონი მიუტანა.
_ ელ დიტო რეკავს_ ბოლო სიტყვაზე უკვე საძინებლის კარი გადაკეტა. ლოგინზე მუცლით წამოწვა ფეხები უკან ასწია და უპასუხა.
_ დიტო
_ ნასტასია _ თქვა და გაიღიმა. _ როგორ ხარ? ხმაზე გატყობ რომ არ გეძინა ნასტ.
_ არა დიტო არ მეძინა _ ნასტასიამაც გაიღიმა მერე წამოდგა და ჩვეულებისამებრ მოჰყვა ოთახში სიარულს
_ ნაასტ მოდი ახლა შენთან მოვალ და სადმე წავიდეთ კარგი?
_ დიტო ..
_ მინდა მეგობრულად ვისაუბროთ ნასტ
_ საღამოს ვახშამი?
_ ნასტ რაღაც შეიცვალა, და დღეს რომ არ გნახო არ შემიძლია.
_ დიტო არც ისე სულელი ვარ რომ მაგ სიტყვებით გამაგიჟო
_ არა ნასტ მართლა გეუბნები, მე ერთ საათში მანდ ვიქნები გკოცნი
ნასტასიას გაეღიმა
_ კარგი დიტო მოვემზადები
_ დროებით.
_ დროებით.


...


ნასტასიამ სწრაფად გადაიცვა ვიწრო , შავი ჯინსის მოკლე კაბა , შავი ჟაკეტი და ფეხზე დაბალქუსლიანი , მაღალ ყელზე ჩექმა.
გრძელი თმა უბრალოდ აიკრა. ჩანთა და ქურქი ხელზე გადაიკიდა და სახლიდან გავიდა.

ციოდა და მზის სითბო ვერ ერეოდა ზამთრის სიცივეს. ზღვისტალღასავით ქარიც მოეპარებოდა ხოლმე ნასტასიას და სიარულის დროს წონასწორობას აკარგვინებდა გოგონას. დილის ხალისიანი განწყობა უფრო გაურკვეველ ხასიათში გადაუვიდა. არ იცოდა უნდოდა თუ არა დიტოსთან შეხვედრა. გოგონას განსაკუთრებით არ ხიბლავს დიდი თუ პატარა ცვლილება .
ვიწრო ქუჩა სწრაფად ჩაიარა და აი, დიტოს მანქანაც გამოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცმა გოგონა რომ დაინახა სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და მიესალმა . ფრთხილად ლოყაზე აკოცა , და მანქანის კარი გამოაღო.
_ მადლობა დიტო. _ ნასტასია დიტოს გევრდით სავარზელზე მოხერხებულად გრძნობდა თავს.
_ ნასტ იცი სად უნდა წაგიყვანო? არა არ გეტყვი მოდი ეს სურპრიზად დავტოვოთ კარგი?
_ დიტო ქალაქიდან ნუ გავალთ გთხოვ
_დაახლოებით რიშონ ლეციონსა და ხულონს შორის.. მოსულა?
_ ოო. კარგი ხო _ ნასტასიამ გაიღიმა , მაგრამ უფრო შეეშინდა. ადამიანს რომელსაც კარგად არ იცნობს , სადღაც მიყვება. და ვერ ბედავს უარი უთხრას. რატომ? იმიტომ რომ არ უნდა აგრძნობინოს რომ ეშინია.


***
ნასტასია (მეცხრე ნაწილი)
იმედგაცრუების მძლავრი ტალღით ნაპირზე გამორიყული დიტო , არ უნდა დავძრახოთ იმისათვის, პირდაპირი იერიშით რომ შეეცადა ნასტასიას დამორჩილებას , თუმცა ისეთი რა მოხდა? გადაღლილს უბრალოდ გასეირნება , გასაუბრება და სიმშვიდე მოენატრა..

დიტოს მობილური ტელეფონი რეკავს.

_ ნასტი დააჭირე ხელი ღილაკს და ყურზე მომადე _ გაუღიმა და ისე სთხოვა საჭესთან მჯდომმა გოგონას .
ნასტასიამ სწრაფად დააჭირა წითელ ღილაკს ხელი და ყურზე მიადო .
_ ამოატრიალე უკუღმაა_ გაეცინა დიტოს
ნასტასიამ ამოატრიალა მობილური და ოდნავ წამოწითლდა.

_ ბაჩო ?
_ მისმინე , მანდ ვინ არის?
_ მეგობარია , რა ხდება?
_ ბიჭო , გუშინდელმა ამბავმა ხომ არ აგანერვიულა? _ ბაჩომ ისე გაიცინა, რომ ნასტიამაც კი გაიგონა
_ ოო ! ვიცი , ვიცი , ისე ლამის დამაჯერეთ , ჩემთან მუშაობდი და შენი ხელწერა როგორ ვერ უნდა ვიცნო _ გაიღიმა დიტომ და დაბნეულ ნასტასიას თვალი ჩაუკრა.
_ კაი ტო დღეს მუშაობ ხო?
_ კი საღამოს , ხვალ დაგირეკავ, დროებით და შეეშვით მაიმუნობას , თორე ისე შეგრთავ ცოლს აზრზე ვერ მოხვალ გესმის? ბიჭებს მოკითხვა.
_ კარგად, აბა დროებით.

_ ნასტი საღამომდე ხომ ჩემთან ერთად იქნები? _ ისე თბილად გამოხედა გოგონას , რომ ნასტასიას არაფერი უთქვამს.

წვიმა წამოვიდა. ზანტი თვლემის განწყობილება თავიდანვე წარმოქმნა

უცებ ჩამორეცხა ქუჩები , სახლები , და წავიდა ... ნასტასიას სკამიდან წამოსული სითბო ეამა , კარგად მიეყრდნო და ჩაეძინა.
_ ნაასტ , რა ლამაზი ხარ _ დიტომ ჩუმად ჩაილაპარაკა და გზა განაგრძო , თუმცა კი ზოგჯერ თვალს აპარებდა გოგონასაკენ.
წვიმა ისევ წამოვიდა .. ჭექა ქუხილიც მოჰყვა და ნასტასიას გამოეღვიძა.

_ დიტო მე მეძინა? დილით ისე ადრე ავდექი
_ არაუშავს ნასტი რვა საათია . დაიძინე კიდევ გინდა? თუმცა უკვე ახლოს ვართ .
_ სად ვართ დიტო? რა სილამაზეა. სად მივდივართ?
_ აქ მამაჩემი ცხოვრობდა . და ახლა ჩემი სახლია
_სად?
_ უკვე მალე ნახავ _ გაიღიმა დიტომ და ნასტასიას გადახედა.
ნასტიამაც გაუღიმა ახალგაზრდა მამაკაცს..

ეს ნამდვილი მიგნებაა გოგონასათვის, მიგნება საკუთარ სურვილებში ყველაზე უფრო სასურველის ... მაგრამ თავს იმდენად კარგად გრძნობს , რომ შიშმა შეიპყრო , ვაი თუ მალე დამთავრდება ეს ყველაფერი და .. ისეთი რა? უბრალოდ მშვიდი განწყობა დაეუფლა . მარტო არ იყო ...
ოდნავ ფანჯარა ჩამოწია და ქარი წივილით შემოვარდა, თმა აუწეწა , ტანში შეაჟრჟოლა და , დახურა .
დიტომ ვიწრო მოსახვევში გადაუხვია. ხეები ორ მხრივად ჩაწყობილი და წითელი მიწა , მწვანე ფოთლები , ყვავილები ფერად-ფერადი. ფერადი სახლები და ტბა .
უკვე ჭუჭყისფერი ტბა თეთრი ფრინველებით სავსე. ნასტასიას კიდევ ერთხელ შეაჟრჟოლა , მაგრამ უკვე ქარისგან კიარა სიამოვნებამ ააცახცახა გოგონა, ვერ ისვენებდა , მანქანაში დაბმულივით გრძნობდა თავს.
_ მამაჩემი აქ ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად. მოგწონს?
_ ძალიან დიტო _ გაიღიმა, უფრო გაიცინა გოგონამ.
_ მე მიყვარს ეს ადგილი , სამწუხაროდ აქ ხშირად ვერ მოვდივარ
_ რატომ?
_ სამსახურის გამო . მოვედით ეს ჩემი სახლია , სახლო ეს ნასტიაა _ გაიცინა დიტომ და ნასტასიასაც გაეცინა.

გარეთ ციოდა,
_ მოდი , შემოდი ცივა .
დიტომ ძლივს გამოაღო მაღალი მძიმე ხის კარი და შუქიც მაშინვე აანთო.
_ ააა ეს რაარის? სახლია? თუ სასახლე ? _ ნასტასია გააოცა სახლის სიდიდემ, ისრაელში მსგავსი მაღალჭერიანი სახლები ? სად? ფიქრობდა გოგონა და მხრებს იზელდა , სახლშიც ციოდა , თუმცა ისე არა როგორც გარეთ. _ სად წახვედი დიტო? აქ დავიკარგები ,სად ხაააააააააარ?
სხვა ოთახებში ბნელოდა , დიტოც არ ჩანდა , ნასტასია ერთხანს მშვიდად იყო , მერე შიშმა აიტანა და ბნელ ოთახებში ხელისცეცებით გზას მიიკვლევდა.
_ ნააასტ სად წახვედი?
_ აქ ვარ ვერაფერს ვხედავ , შუქი ამინთე რა _ ბოლო სიტყვას ლამის ცრემლებიც გადმოაყოლა, სიბრაზე და სიხარული ერთიმეორეს ცვლიდა.
_ აი სად ყოფილხარ _ მიუახლოვდა და გაყინულ მხრებზე ხელი აუსვა. _ გცივა?
_ არაა . ისე მცხელა, სად წახვედი? მე უკვე მეშინია ამ სახლის _ გაიცინა და ხელიდან გაუსხლტა.
_ დარაბებს გავხსნი და ნახავ საშიში არაფერია.
მართლაც , სახლი სულ გადათეთრდა, კედლებიანად, იატაკიანად და ჭერიანად ... ავეჯიც სულ თეთრი ხის იდგა და საოცრად მოვლილი.
_ ეს იცი რამდენი წლის სახლია? მამაჩემი აქ დაიბადა და დედამისიც აქ ცხოვრობდა. თითქმის არაფერი შეცვლილა წლების მანძილზე. მშია ნასტ
_ მეც , სად წავიდეთ?
_ არსად . დღეს ჩემი სტუმარი თქვენ ბრძანდებით თქვენო უდიდებულესობავ !
ნასტასიას გაეცინა და მარჯვენა მუხლის ჩაკვეცით რევერანსი გააკეთა.
_ მე მოგეხმარები
_ არა , თითქმის ყველაფერი მზად არის შენ ეს აიღე , და ზუსტად ნახევარ საათში დარეკე.
ნასტასიამ პატარა ზარი გამოართვა დიტოს და გაოცებული მიაჩერდა.
_ სად წავიდე ნახევარი საათი?
_ ამ სახლში იმდენი ოთახია და იმდენი სურათი კიდია კედლებზე , ერთი დღე არ გეყოფა დასათვალიერებლად.
_ დიტო რა უცნაური ხარ , გიჟი ხარ რა.


მი შა (მო რ დ ე ხა ი) ჯა ნა შვილ ი , დამარცვლა და ისე ამოიკითხა ნასტიამ მხატვრის სახელი და გვარი.
კარგიააა , ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ. მერე საათს დახედა და გაახსენდა ზარი რომ უნდა დარეკოს.

_ ხმა ზემოდან მესმიიის , უკვე ყველაფერი მზად არის , ჩამოდი.


***
ნასტასია (მეათე ნაწილი)
ნასტასია მუსიკის დაბალ ხმას გაჰყვა.
შუშით დაფარულ აივანზე გავიდა სადაც ირგვლივ ფერად ფერადი ქოთნები ლამაზი ყვავილებით. თეთრი რკინის მაგიდა და ქალის წელივით გამოყვანილი საზურგიანი სკამები იდგა.
მაგიდაზე გამჭვირვალე მსუქან მუცლიან ბოთლში, გაზიან სასმელში გაზავებული შამპანური ესხა პიტნის ფოთლებთან ერთად. დიდი თეთრი თეფშები სხვადასხვა გემრიელი ზღვის პროდუქტებით მორთული და თეთრი ვარდები .
გაოგნებული გოგონა ადგილზე გაიყინა, იქ თბილოდა , მაგრამ ნასტიას უფრო ციოდა . ფიქრობდა ეს ყველაფერი რეალურია?
_ დიტო ეს სახლი მიტოვებულს ნამდვილად არ გავს _ მხოლოდ ეს სიტყვები ამოსცდა გოგონას ბაგეებს .
_ ნაასტ მხოლოდ ეს შენიშნე? _ გაიღიმა და მარჯვენა ხელი გაუწოდა._ აქ ხანა ცხოვრობს , სახლს ის უვლის. უკვე ძალიან მოხუცდა , 20 წლის იყო აქ რომ მოიყვანეს და იმის მერე სულ აქ არის ._ დიტო გაჩუმდა , გოგონას თბილი მზერა მიაპყრო და წამოდგა.
_ ნაასტ გინდა გავიდეთ , გავისეირნოთ?
_ მინდა დიტო , გარეთ აღარ წვიმს არა?
ნასტასია წამოდგა და დიტოს გვერდით ამოუდგა.
_ ნაასტ , მოდი კიდევ ერთი ჭიქა დავლიოთ და გავიდეთ.

_ დიტო! სადა ხარ ჩემო ბიჭო? _ ოთახში საშუალო სიმაღლის წელში ოდნავ მოხრილი მოხუცი ქალი შემოვიდა, გრძელი მუქი ლურჯი ქვედაკაბა ფეხსაცმელებს უფარავდა, ლურჯი ,თეთრი ზოლებით გრძელმკლავიანი უყელო მაისური და შავი უმკლავო ჟაკეტი ეცვა. თმა კი ნაქსოვი ქუდით ჰქონდა დაფარული.
_ გამარჯობა შვილო, მე ხანა მქვია . დიტომ უკვე ზოგადად გამაცნო თქვენი თავი. ნასტასია არა?
_ დიახ. ნასტასია. მიხარია თქვენი გაცნობა. რატომღაც მეგონა ისრაელელი ხართ ...
_ არა ნასტ ხანა აქ დაიბადა , მაგრამ ქართულ ოჯახში. გვაპატიე ხანა ჩვენ გავდივართ. მაგრამ დროებით . ისევ მოვალთ და ვისადილებთ.
_ ვაიმე შვილო მაგ ქუსლებით აპირებ ტბაზე გასეირნებას? ბოტებს მოგცემ თეთრი ბოტები მაქვს სულ ახალია , მოგერგება _ სიტყვა არ დაუმთავრებია ისე გავიდა .
_ ბოტები? _ გაკვირვებულმა შეეკითხა დიტოს, თუმცა დიტოს ისევ ხანამ დაასწრო პასუხი.
_ კი გენაცვალე აი ჩაიცვი . გაიხადე ესენი და აქ დააწყვე, რომ დაბრუნდები აქვე დაგხვდება.
_ მართალია ნასტ, ჩაიცვი მიდი თბილიც არის.
_ კარგი ხო . _ გამოიცვალა და უკმაყოფილო სახე სიამოვნებით გაებადრა._ როგორი მოსახერხებელია ხანა , მადლობა.
_ აი ხომ გითხარი

...

მზის სხივები ნასტასიას თეთრი ბოტებიდან ირეკლებოდა და დიტოს ფეხებზე ეცემოდა ყვითლად.
ციოდა. ყვითელი ფოთლებით აჭრელებული ქუჩა ტბას წრეზე ეფინებოდა. საოცარია , ისრაელისთვის უცნაური, ფიქრობდა გოგონა.
_ ნაასტ იცი რომ ძალიან ლამაზი ხარ?
_ მეე? რას ამბობ? დედა ყოველთვის მეუბნებოდა რომ ჭკვიანი ხარ თუმცა უშნოო _ გოგონამ ხმამაღლა გაიცინა და ფოთლები ფეხით მიმოფანტა.
_ უშნოო? კარგი რა უშნო კიარა ...
_რა?
_ ძალიან მომეწონე ნასტ. პირველად რომ გნახე ისეთი საყვარელი იყავი.
_ კარგი რაა ... _ გოგონამ ოდნავ შეახო ხელი ახალგაზრდა მამაკაცს და ისევ ჯიბეში ჩაიდო.
_ ხოო , ძალიან ლამაზი ხარ ნასტ . მართლა, შენ ებრაელი ვინ გყავს? დედა? მამა?
_ მეე? არავინ დიტო. რატომ მეკითხები?
დიტოს გაეღიმა, ბიძამისის ბრაზიანი გამომეტყველება გაახსენდა. ხო მართლა დღეს მუშაობს და მხოლოდ ახლა გაახსენდა , მაგრამ შეეცადა დროებით ამაზე აღარ ეფიქრა.
_ ნაასტ _უნდოდა თავისი ამბავი მოეყოლა თუმცა გადაიფიქრა. _ უბრალოდ ისე გკითხე ნასწ. იცი რა? აქვე ჩემი ნავი დგას. დახურულია წვიმა ვერ დაასველებდა.
_ გაგიჟდი? ტბაში გინდა შევიდეთ?
_ ხო! გავგიჟდეთ რა ნასტ. მოდი შევიდეთ , მომეხმარე _ დიტომ სწრაფად მიირბინა ნავთან . სქელ წყალგაუვალ ქსოვილს ხელი წამოავლო და გადახადა. ნასტასია გაკვირვებული იდგა ერთხანს, ჯერ ეგონა რომ ხუმრობდა . მერე რომ მიხვდა სერიოზულად იყო საქმე მივიდა და უკვე გადახდილი მძიმე ქსოვილი დიტოსთან ერთად დაკეცა.
_ ნასტ , მიდი დაჯექი.
_ მე ავიდე? შენ? როგორ ამოხვალ მერე?
_ ოდნავ დავძრავ და მერე შემოვალ ტბაში, არაუშავს ბოტები მაცვია მეც. _ გაიღიმა და გოგონა ხელში აიტაცა. ნასტასია დამფრთხალი ჩიტივით ჩაებღაუჭა დიტოს ქურთუკში .
_ კაპიტანო ამოდი უკვე გემზე _ ნაპირს მოშორდა თუარა ნავი , უმალ შიშმა შეიპყრო გოგონა. დიტო ცდილობდა ნავზე ასვლას , მაგრამ ნავი უკან და უკან მიდიოდა. უკვე ბოტები აევსო წყლით და მაინც ვერ ავიდა ზემოთ. ნასტასია მარტოა ნავზე და , და უნიჩბოდ?
_ დიტოოო ! ნიჩბები?
_ ნასტი უკან მიიხედე იქ იქნება , დაძებნე გესმის?
ნასტასია ბურთივით ტრიალებდა ნავზე და ნიჩბებს მაინც ვერ პოულობდა.
_ ნაასტ ნუ გეშინია მოვდივარ.
_ არა დიტო არ შემოხვიდე ცივია წყალიიიი, წადი ვინმეს დაუძახე მოგვეშველება.
_ კარგი ნასტ დამელოდე!
_ სად წავალ დიტო , სად? _ გოგონას ცრემლები წვიმასავით სდიოდა და ამავე დროს სიცილით იგუდებოდა.
_ ნასტ მალე მოვაააალ !
_ კარგი დიტო , მალე მოდიიი !
ხუთი წუთიც არ გასულა რომ დიტო ორ მამაკაცთან ერთად დაბრუნდა. მამაკაცები ტბასთან ახლოს , პატარა ხის ერთსართულიან სახლში შევიდნენ. იქედან ნავი და ნიჩბები გამოიტანეს და დიტოსთან ერთად სწრაფად შეცურეს ტბაში.
_ ნაასწ , მაპატიე გთხოვ ! მაპატიებ? _ დიტოს გოგონას ხელი ეჭირა და ისე გასძახა ხანას. _ ხანა! ხანაა!
_ ხო ჩემო ბიჭო , მოხვედით უკვე? დიტო რა დაგემართა? ბოტებში როგორ დასველდი?
_ ხანა ჩვენ ბუხართან დავსხდებით და ჩაი მოგვიტანე კარგი?
_ კარგი შვილო , არა ბოტებში როგორ შევიდოდა წყალი? ვერ გავიგე.
დიტოს და ნასტასიას ხანას ბუტბუტზე გაეცინათ და ოთახიდან გავიდნენ.


***
ნასტასია (მეთერთმეტე ნაწილი)
ნასტასია ცხელ ჩაის სვამდა და ციებაშეყრილივით ძაგძაგებდა.
გოგონას სილამაზე მამაკაცს შიშს ჰგვრიდა , დიტოსაც უცახცახებდა ტუჩები და თავს ძლივს იკავებდა ...
_ დიტო , რატომ მომიყვანე დღეს აქ?
დიტოს გაეცინა , გოგონას გადახედა და წამოდგა.
_ ნასტი მე ღვინოს მოვიტან . დავლიოთ და მერე წაგიყვან სახლში
_ სად უნდა წახვიდეთ დიტო , მე სადილი მოგიმზადეთ, _ ხანამ მეორე ოთახიდან შემოსძახა ახალგაზრდებს.
_ ხანა , როდის შეეშვები ყურის დაგდებას? კი, ჩემო მოხუცო , ვისადილებთ აბა როგორ!
_ ვინ არის მოხუცი? მე ვარ მოხუცი?
_ არა ხანუკა შენ ყველაზე კარგი გოგო ხარ .
ნასტასიას გაეცინა და დიტოსთან ახლოს მივიდა , დიტომ ვეღარ გაუძლო გოგონას სიახლოვეს და ახლოს მიიზიდა.
_ არა დიტო , გთხოვ არ გინდა
_ ნასწ მგონი მიყვარხარ , არა მომწონხარ ძალიან , მაგრამ მგონი უკვე უფრო მეტსაც ვგრძნობ ნაასტ
_ მეც მომეწონე დიტო , მაგრამ .... ისე ხანას სადილზე უარს არ ვიტყვი ძალიან მშია.
_ კარგი , კარგი _ დიტომ უფრო მაგრად მიიკრა ნასტასია მკერდზე და ლოყაზე აკოცა,
ნასტასიას ეამა , თუმცა სწრაფად მოიშორა და ხანასთან სამზარეულო ოთახში გავიდა.

_ გოგონებო ,ხელს ხომ არ შეგიშლით ? _ სამზარეულოში სასიამოვნო სისუფთავე შეიმჩნეოდა , იატაკი ისეთი მოპრიალებული იყო , ბრწყინავდა.
_ დაჯექი . _ ხანამ ღუმელიდან ახლად გამომცხვარი ნამცხვარი გამოიღო
_ არა დრო არ მაქვს ხაან , ნასტასიას სულ უნდა ვუყურო
გოგონას გაეცინა და წამოწითლდა. თუმცა ამ სიტყვებში პოულობდა ნასტასია სასურველი კაცის სიახლოვეს. უცებ ოთახი სიყვარულით აივსო , უთავბოლო ფიქრები წამოეშალა ორივე ახალგაზრდას და ხმას არ იღებდნენ.

ფანჯარა გაიღო , ქარი ყვირილით შემოვარდა და მხიარულებაც შემოიტანა. ნასტასიამ სწრაფად დახურა და ფარდა ჩამოაფარა , ხანამ სიმღერა წამოიწყო და დიტოს თხოვნით იქვე სამზარეულოს მაგიდაზე გემრიელი სუფრა გაშალა , ხოლო დიტო იდგა და მშვიდი სახით იღიმოდა მხოლოდ.
_ შვილო დიტო რას დამდგარხარ მანდ? მოდით უკვე დასხედით. მე გავედი მოვალ მალე .
_ ნაასტ დღეს საღამოს ვმუშაობ , იცი როგორ დამღალა ამ რეჟიმმა? დავიღალე ნასწ , ერთადერთი ამ სახლში ვპოილობ სიმშვიდეს. აქ მინდა ვიცხოვრო .
_ აქ ხდება შენი მიგრაცია? მართლა , სად წავიდა ხანა? და როდის მოვიდა საერთოდ ? სახლში რომ შემოვედით ხო ბნელოდა?
_ სად ბნელოდა ნასტ? _ დიტოს გაეღიმა _ არა ნასტ ხანა ქვემოთ არ ჩამოდის თითქმის მარტო თუა მითუმეტეს , შუქებს რთავს და ან სულ სამზარეულოშია ან თავის ოთახში და ქარგავს და ქარგავს ...
_ არ ეშინია? მე შემეშინდებოდა .. _ ნასტასია გაჩუმდა და წამოწითლდა
_ ნასტ , შენ არ დაგტოვებდი აქ მარტო , ისე იცხოვრებდი ამ სახლში? _ დიტო წამოდგა და ქურთუკი მოიცვა.
ნასტასიას თითქოს არ გაუგია დიტოს ნათქვამი , ისიც წამოდგა წყალი მოსვა და დიტოსთან ერთად ოთახიდან გავიდა , მერე სწრაფად ამოიცვა ჩექმა და გასასვლელ კარს მიუახლოვდა რომ დიტომ ხელი მოხვია და ძლიერად ჩაიხუტა გოგონა ,კოცნა უნდოდა , თუმცა ვერ გაბედა.
_ ნასტ მიყვარხარ ნასტი !
ნასტასია დუმდა, ვერაფერს ამბობდა , თუმცა ფიქრებში ისე ხმამაღლა ყვიროდა , მეც მიყვარხარ დიტო მეც !
_ ნასტ შენ მიდი მანქანასთან. აი გამომართვი გასაღები , მიდი დაჯექი , ცივა. მეც მოვალ მალე.
ახალგაზრდა მამაკაცი სახლში შევიდა, შუქები გამორთო და კარები გადაკეტა. ნასტასიას რომ მიუახლოვდა , გოგონამ დაძრა მანქანა და წინ გასწია. დიტოს ჯერ გაუკვირდა , მერე მიუხვდა რომ ეთამაშებოდა . ჯერ დაიცადა მერე სწრაფად მიირბინა , თუმცა ნასტასიამ ისევ დაძრა მანქანა და დიტო უკან მოიტოვა. ვიდრე წვიმა არ წამოვიდა ასე არბენინა ახალგაზრდა მამაკაცი გოგონამ.
_ ნაასტ კარგად გაერთე ხო? _ გაუღიმა და ხელი ოდნავ წაკრა, მერე მხარზე მოხვია და ახლოს მიიზიდა.
_ ნაასწ რატომ არ გიცნობდი აქამდე? _ მერე გოგონას სახეზე ხელით მიეფერა და ტუჩებში აკოცა.
გოგონა გაჩუმდა,
_ ნაასწ უკვე ჩამოვედით , თქვი რამე . მითხარი ხომ არ შეგაშინე? ხომ შემხვდები ისევ?
ნასტასია დუმდა , თუმცა მთელი სხეული ეწვოდა.
_ კარგად დიტო
_ ნაასწ , კარგად კიარა ხვალ დაგირეკავ , ალბათ დღესაც დაგირეკავ ნასწ, მაგრამ ხვალ ისევ უნდა გნახო , უკვე მენატრები
_ კარგად დიტო
_ ვაახ , კარგად ხო
გოგონამ მოიხურა მანქანის კარი და სწრაფად აირბინა ვიწრო ქუჩა. გახარებული იყო , უფრო ბედნიერი.


***
ნასტასია (მეთორმეტე ნაწილი )
როგორ ცივა! ფიქრობდა ნასტასია. ვერ ისვენებდა .. ჯიუტად მოზღვავებულ ენერგიას თავს ვერ არიდებდა.
_ ნაასტ , რა გემართება? დაიძინე გოგო ! _ ელენე გაუჯავრდა მეგობარს.
თუმცა გოგონა მაინც წამოდგა და სამზარეულო ოთახში გავიდა.
_ დეიდა არ გძინავს?
_ ვერ დავიძინე ნასტასია, რაღაც ძალიან ცივა, შენ რატომ არ იძინებ? წავედი მე დავწექი თორემ დილით ვეღარ ავდგები. _ ხელი პირზე აიფარა ,მერე სხეულით გაიზმორა და გავიდა.
_ ნაასტ დედას ხმა იყო?
_ ხოო , გავიდა უკვე დავწვებიო .
_ მეც მინდა ყავა და მომიყევი დილის ამბები , უკვე მაინც ვეღარ დავიძინებ.
_ ელლ ქალაქიდან გავედით , ჯერ ვერ გავიგე რატომ ..

_ ნაასტ ,მეორედ რომ წახვალთ , მეც წამიყვანეთ რა . გადავირიე უკვე , სამსახური , კომპიუტერი , უფროსი , უმცროსი .. მარტო ამ ყავამ და სიგარეტმა დამიხეთქა ფილტვები.
_ ხოდა ნუ ეწევი დავიხრჩვი! ელლ , რაც უფრო მეტს ვიღებ ცხოვრებისგან , უფრო მეტად მაფიქრებს ყველაფერი იცი?
_ რა გოგო?
_ არ ვიცი ელ . დიტო ძალიან მომწონს
_ გაკოცა?
_ შენ რა იცი? _ ნასტასია ოდნავ წამოწითლდა როგორც ჩვევია..
_ რა რა ვიცი? შენნაირი შტერი ვარ გგონია?
_ ელლ არ ვიცი , არ ვიცი რა მინდა . დღეს არ დამირეკა.
_ დღეს ერთად არ იყავით?
_ ხო მაგრამ , არ დამირეკა , არ მკითხა არაფერი , მართალია დედა , როგორც არ უნდა მოგწონდეს მამაკაცი ახლოს არ უნდა მიუშვა თავიდანვეო ყოველთვის ამას არ იძახდა?
_ ვინ არ მიუშვაო? _ ელენემ ისე ძალიან ხმამაღლა გაიცინა რომ გვერდით ოთახიდან განრისხებულმა ხმამ გამოსძახა
_ დაწექით უკვე , გეყოთ! დილით ვერ ადგებით ელენე!
_ ოოო , კარგი რა! ნასტი შენი ტელეფონი რეკავს , რომელი საათია ნეტა?
_ რაღა რომელი საათია დედა, გათენდა უკვე _ელენეს დედა გაუბრაზდა, თუმცა მაინც მიეფერა შვილს.
ნასტასიამ ნომერს დახედა და სიხარულისაგან ღილაკი ვეღარ გაარჩია , გათიშა!
დიტომ გაიფიქრა , ალბათ ეძინა და გავაღვიძეო . მერე მანქანაში ჩაჯდა და ძრავა დაძრა. თუმცა ვერ მოითმინა და ისევ გადარეკა გოგონასთან.
_ დიტო
_ ნაასწ , ჩემი ნასტასია
ნასტასიას თბილად ჩაეღვარა სხეულში სისხლი . მაგრამ არ შეიმჩნია და მხოლოდ ხმა შეირბილა.
_ დიტო გამეთიშა , არ მეძინა , უბრალოდ ვერ გავარჩიე ღილაკი.
_ რატომ არ გადმორეკე? ნაასწ როცა ამის დრო მოვა ...
_ რისი დრო დიტო? _ გოგონა წამოხტა ლოგინიდან და ფანჯრიდან ისე ღრმად გადაიხედა ძირს , ლამის გადავარდა.
_ ნასტი , გიჟი არ გეგონო. მე დავიღალე , მხოლოდ მშვიდი , წყნარი ცხოვრება მინდა ნასტ. ჯერ იმ სახლში გუშინ რომ ვიყავით , მერე კი საქართველოში დავბრუნდეთ
_ ვერ გავიგე დიტო ... _ ნასტასიამ ენაზე იკბინა , ხელზეც . ეს რატომ ვთქვიო. იქნებ იმას არ გულისხმობდა რაც გოგონამ გაიფიქრა? ...
_ ნასტი , უბრალოდ მითხარი რომ ცოლად გამომყვები , ასეც რომ არ გინდოდეს , უბრალოდ , მითხარი ნასწ...
ნასტასია დუმდა.
_ ნასტი მიყვარხარ...
_ ხო დიტო! _ წაიჩურჩულა ნასტასიამ , თუმცა დიტოს სულაც არ გამოპარვია ეს, ''ხო დიტო!''
_ კარგი გოგო ხარ ნასტი. დღეს გნახავ. კარგი? მოკლე დღეა არ ვმუშაობ.
_ კარგი დიტო.
_ კარგი , კარგი _ დიტოს გაეცინა._გკოცნი ბევრს , ბევრს კარგი?
_ არა!
_ აბა სულ კარგი კარგიო და .. წავედი , აბა დროებით .
_ დროებით დიტო.


_ელლლლლლლლლ! ელენეეეეეე!
_ წავიდა დედი უკვე , ვინ დაგირეკა?
_ არავინ დეიდა . დავიძინებ რა ცოტას დავიღალე ..
_ დაიძინე , მაგრამ ჯერ კარები გადაკეტე მოდი. გავდივარ მეც და ელენეს უთხარი დღეს ვრჩები იქ. ის ქალი სულ გამოშტერდა, მარტო ვეღარ ვტოვებ , არადა მოვლის თავიც აღარ მაქვს...


...

დიტო სახლში დაბრუნდა .დაიძინა.


***
ნასტასია (მეცამეტე ნაწილი )
წვიმს . მაგრამ ცივი დღეები უკვე მიიწურა . მალე დავიწყებას მიეცება წვიმაც ...

დედამიწის ერთ მომრგვალებულ მხარეში, სახლის შესასვლელთან დაფენილ , ჭუჭყიანი წყლით სავსე ხალიჩას სულ ტყუილად გაუსვა ახალგაზრდა მამაკაცმა ფეხი.
დიტო სახლში შევიდა და სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტით გამოტენილი ორი ქაღალდის პარკი სამზარეულოს მაგიდაზე დადო .
_ ნაასწ სად ხარ?
ნასტასიამ შვიდი თვის ანრი ხანას ხელში გადასცა ,თმა შეისწორა და ისიც სამზარეულო ოთახში გავიდა.
_ დიტო რატომ დააგვიანე ? ბაჩომ დარეკა უკვე ჩამოვიდა თემოო...
_ რავი ტო , ჯერ მანქანა გამიფუჭდა , ეს ტელეფონიც დაიცალა მაგის ...
ნასტასია ანერვიულდა , ქმრის ბრაზიან გამომეტყველებას , მაღალ ხმას და სწრაფ მოძრაობას გოგონა ვერ უძლებს ,მაშინვე სიმსუბუქეს გრძნობს და თუარ ჩამოჯდა , დაეცემა.
_ გთხოვ დიტო , გთხოვ ნუ ყვირი , რა დაგემართა შენი მეგობარი ჩამოდის, ამდენი რამე გავაკეთე ! ვცდილობ გასიამოვნო და შენ მაინც სულ ყვირი რა გჭირს?
_ მაპატიე ნასწ , უბრალოდ ყოველთვის მე რატომ მემართება ასე?
_ დიტო , მსგავსი რამეები ხდება, მანქანაც ფუჭდება , წვიმაც ასველებს ადამიანებს და კიდევ ბევრი რამ , მაგრამ ამას სხვები უბრალოდ ივიწყებენ , ან კიდევ ყვებიან როგორც ერთ შემთხვევას ... შენ კიდევ?რა გემართება? _ ბოლო სიტყვა ისე ხმამაღლა დაიყვირა ნასტასიამ რომ დიტოს შეეშინდა ..
ხანამ ატირებულ ბავშვს ხელი მოხვია , მიეალერსა და საძინებელში გაიყვანა.
_ მე მიყვირი? კიდევ მე ვარ დამნაშავე?
_ არა ჩემი ბრალია რომ წვიმს!_ გოგონა ხანას უკან გაჰყვა , თან ფიქრობდა ,ვაი რომ გამიბრაზდეს , იქნებ არ გაბრაზდეს და მთხოვოს ვაპატიო ,ნასტასია არეულ ფიქრებს თავს ვერ აღწევდა ...
_ ნაასტ , კარგი ხო . მაპატიე, მოდი ხილიც მოვიტანე , მგონი ყველაფერია რაც მთხოვე .
ნასტასიამ გაითამაშა თითქოს კიდევ ბრაზობს ქმარზე და ისე გადახედა მაგიდაზე ნახევრად ამოლაგებულ საკვებ პროდუქტს.მერე გაეცინა და ქმარს კისერზე ჩამოეკიდა
_ მარტო რომ გაგიშვი მაგიტომ ბრაზობ ხო?
_ კარგი ხო , მოიცა ბაჩოს დავურეკო. მიდი ჩაიცვი ხანამ სამზარეულოს მიხედოს და ჩვენ წავიდეთ.
_ბავშვი?
_ წამოიყვანე ნასწ.

აეროპორტის გზა წვიმის გამო გადაიტვირთა , და ნასტასიამ უკან დაბრუნება შესთავაზა დიტოს.
_ დიტო სახლში დავბრუნდეთ გთხოვ , ბიჭები ხომ მაინც ჩვენთან მოდიან ..
_ ბაჩო საცობში ვართ , და უკან ვბრუნდებით , მოკლედ მოდით თქვენ კარგი? .. მოიცა თემოს გადაეცი რა დაველაპარაკო.
თემო მეგობარო , მომენატრე ძალიან. მაგრა გახარებული ვარ აქ რომ ხარ უკვე და მაპატიე რა, პრობლემები შემექმნა ამ უამინდობის გამო .
...
_ მოკლედ გელოდებით!



ნასტასიამ ხანას სთხოვა ბავშვი დაეძინებინა , თავად კი სამზარეულოში შევიდა და გადაამოწმა რომ ყველაფერი წესრიგშია , რომ ყველა კერძი თბილია და მხოლოდ სუფრის გაშლაღა დარჩა.
_ დიტო გააღე ,მოვიდნენ მგონი.
დიტო მეორე სართულიდან სწრაფად დაეშვა კიბეზე და ვიდრე კარს გამოაღებდა ნასტასიას გასძახა , რომ ხანა ეძახის და ბავშვი ტირის. მაგრამ ხანაც უკან გამოჰყვა დიტოს და პატარა დედას გადასცა ხელში.

_ თემოოოო , ძმა როგორ ხარ ? როგორ მომენატრე ბიჭო.
_ მეც ძალიან მომენატრეთ , რამდენი წელია არ ჩამოსულხარ .
ნასტასია შეეცადა დამშვიდებული ანრი ხანასთვის დაებრუნებინა მაგრამ პატარა აღარ მოსცილდა დედას.
_ თემო გაიცანი ნასტასია , და ეს ჩემი პატარა ანრი.
_ სასიამოვნოა თემო , ბაჩო როგორ ხარ?
_ ნასტასია მიხარია შენი გაცნობა , დიტოსგან ბევრი მსმენია შენზე.
_ ზრასტი ნასტი _ ბაჩომ გოგონა გადაკოცნა და ანრი ხელიდან გამოსტაცა
_ თემო დიტოსგან თუ დიტოს ბიძასგან?
_ ნაასწ, მოკვდა ის კაცი .
_ ხოო, მაპატიე დიტო.
_ გამარჯობა ბიჭებო , დიტო შვილო , შემოდით უკვე , შია მაგ ხალხს._ხანამ სტუმრები შიგნით შეიპატიჟა.
_ შემოდით ხო , მეც გელოდებით არაფერი ვჭამე.
თემომ ნასტასიას ჩუმად გადახედა , მერე ანდრის მიეფერა და მეგობრებთან ერთად კომპიუტერს მიუჯდა.
_ თემო , გიო რეკავს ამერიკიდან , მოდი დაელაპარაკე , საღამოს ბიჭები გამოვლენ და გნახავენ ყველას მაგრა ენატრები ტო.

საღამოს მეგობრები მომრავლდნენ, მგზავრობით გადაღლილი თემო ვეღარ საუბრობდა, მხოლოდ უღიმოდა მათ და ზოგჯერ ნასტასიას გადახედავდა ხოლმე...
გოგონამ იგრძნო მამაკაცის ჩუმი , მაგრამ დაჟინებული მზერა და ოთახიდან გავიდა.


***
ნასტასია (მეთოთხმეტე ნაწილი )
დიტომ სტუმრები გააცილა , მხოლოდ დივანზე ნახევრად გადაწოლილი და თავჩაქინდრული თემო დარჩა მასთან. ხანამ ახალგაზრდა მამაკაცი შეიბრალა და მძინარეს თბილი შალის პლედი მიაფარა.
დიტომაც თავი შეიკავა და არ გააღვიძა მეგობარი , მერე სამზარეულოში შევიდა და პირდაპირ ქვაბიდან შეექცა გემრიელად მომზადებულ ვახშამს.
ციოდა , თითქოს უკვე მიილია ცივი დღეები , მაგრამ ზამთრის ბოლო სუსხი მაინც წვავდა ძვლებს ნასტასიას , ან იქნებ , სულაც არ იყო ზამთარი მიზეზი?
თემო ... აი ვინ ააფორიაქა გოგონა ! თან თავს იმართლებდა , თანაც ბრაზობდა და იმტყუნებდა , აღარ იცოდა როგორ აერიდებინა ფიქრები თემოზე . '' დავიღალე მომენატრა ალერსი , მაგრამ შვილი მყავს ქმარი რომელსაც ვუყვარვარ '' და ასე ... ფიქრობდა ნასტასია და ვერ იძინებდა ...
დიტოს მობილურ ტელეფონზე აკაკის გზავნილი მოვიდა და ნასტასიასაც ქვემოთ ჩასვლის მიზეზი მიეცა . გოგონამ სწრაფად ჩაირბინა კიბე , და ბოლო საფეხურზე რომ უნდა დაედგა ფეხი დივანზე თემოს მოჰკრა თვალი , გადმოვარდა და მართალია ძალიან არ დაშავდა მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცი გამოაღვიძა ხმაურმა.
_ ნასტასია .. _რაღაც უნდოდა ეთქვა თემოს მაგრამ გადაიფიქრა და აღარ გააგრძელა.
_ დიტო სად არის? _ გოგონა სამზარეულოში შევიდა და დიტოს გაუჯავრდა _ კარგი რა , ქვაბიდან რატომ იცი ხოლმე ჭამა?!
_ ნაასტ , რატომ არ გძინავს?
_ დიტოოო.. (თემომ ხმამაღლა გასძახა მეგობარს)
_ თემოს გაეღვიძა? ნასტი გთხოვ ყავა მოგვიმზადე რა _ დიტო მიეალერსა მეუღლეს და მეგობარს მიუახლოვდა. მერე მასთან ახლოს სავარძელში მოიკალათა და გაღიმებულმა ჰკითხა
_ მოგეწონა ისრაელი?
თემომ მხრები აიჩეჩა ნასტასიას ყავაზე მადლობა გადაუხადა ოდნავ მოსვა და ისე უპასუხა.
_ ჯერ რა გითხრა აბა , არც არაფერი მინახავს. ჩამოვედი და წვიმდა მერე აქ დამათვრეთ, ისე აკაკი სად არის? ბიჭები კი მოვიდნენ მაგრამ, აკაკის გარდა .ხომ იცი როგორ მომენატრა ეგ? ძმაოო, რა ხდება მოყევი რა. შენი და ნასტასიას ამბავი როგორ გადაიტანა ბიძია მოშემ?
_ ვერ გადაიტანა და მოკვდა. ნასტასია რომ მოვიყვანე ,სამსახურიდან დამითხოვა. მაგრამ ანდერძის თანახმად ეს სახლი ქორწინების შემდეგ მე დამრჩა, კიდევ რაღაც ფირმები და ვარსებობთ . პატარაც შეგვეძინა და ...
დიტომ ნასტასიას გადახედა და ახლოს მოდიო ანიშნა. გოგონამ ჯერ თავი შეიკავა , მაგრამ მაინც მივიდა და თემოს არ შეხედა ისე ჰკითხა ხომ არ მოგშივდაო
_ ნასტი , მოგვშივდა აბა არ მოგვშივდა? თუ ქეიფია ქეიფი იყოს არა თემო? მოდი მაგარ რამეს გაგასინჯებ, კონიაკი მაქვს ესპანეთიდან ჩამოვიტანე , შეუძლებელია არ მოგეწონოს.
მთელი ღამე სვამდნენ , თუმცა დიტო სვამდა თემო კი მხოლოდ საუბრობდა , შიგადაშიგ ნასტასიას გადახედავდა და მეგობარს ჭიქას ჭიქაზე მიუჭახუნებდა. დიტოს ჩაეძინა , გოგონას თემოს მზერით გათამამებულს ბრაზი მოერია მეუღლეზე . ერთი ორჯერ შეანჯღრია მაგრამ რადგან ვერ გააღვიძა თემოს ბოდიში მოუხადა.
_ კარგი რას ამბობ ნასტასია, ერთად გავიზარდეთ , ეს ახალი არ არის ჩემთვის. ისე როგორ სუყველამ გადაწყვიტა ისრაელში ამოსვლა? დიტო წამოვიდა და გამოიყოლა უბანიც .(აქ ჩაეცინა თემოს)
ნასტასიამ მეუღლის ჭიქა აიღო და თემოს ანიშნა დამისხიო, თემომ არ დააყოვნა და მაღალ გრადუსიანი ალკოჰოლი გოგონას გაბერილ ჭიქაში ჩამოუსხა.
ბევრი დალია ნასტასიამ და ბევრი დალია თემომაც.


***
ნასტასია (მეთხუთმეტე ნაწილი)
წვიმს, ცივა.
თემომ ნასტასიას ის თბილი შალის პლედი მიაფარა ხანამ რომ მოახვია მძინარეს. მერე ღიმილით შეხედა და ჩაილაპარაკა. '' ვაახ , ორივე ცოლ-ქმარს სავარძელში როგორ სძინავს '' აქ უკვე გულიანად გაეცინა. თენდებოდა და ამიტომ დაელოდა მძინარე მასპინძლებს. თუმცა კი ნასტასიასთვის თვალი არ მოუშორებია ...
_ თემო , შვილო არ გძინავს? ვაიმე ნასტასია გენაცვალე , დიტო? ამათ აქ რატომ სძინავთ? (ხანა აფორიაქდა , ხან ერთს მიეფერა და ჩუმად სთხოვა გაიღვიძეო , ხანაც მეორეს.)
_ ხაან . რა მოხდა? სად არის ბავშვი?
_ არაფერი დედი , აქ რატომ გძინავს შვილო?
ნასტასია წამოდგა , თავი ძალიან ტკიოდა . ოთახს თვალი რომ მოავლო სირცხვილმა სახეზე წითლად გადაურბინა. მერე წამოდგა თემოს ბოდიში მოუხადა რომ ასე სულელუად გამოვიდა და სტუმარს მოსვენება არ დასცალდა. მალე დიტოსაც გაეღვიძა, ჯერ სიცივისგან შეაჟრჟოლა , მერე კი ხელი გადასწია ნასტასიას ეძებდა ახლოს , მაგრამ ხელმა სიცარიელე იგრძნო და თვალი გაახილა.
_ თემო? ნაასწ, მე რა აქ მეძინა? აუ თავი როგორ მტკივა , კისერს ვერ ვამოძრავებ ბიჭო.
დიტო წამოდგა ბოდიში მოიხადა და რომ გაიგო ნასტასიასაც მსგავსი ღამე ჰქონდა გაუბრაზდა მეუღლეს.
_ გაგიჟდი შენ? ნორმალური ხარ? რა სვამდი? რას სვამდი ვერ გავიგე სულ გააფრინე?
ნასტასიას გაეცინა ხმა არ ამოიღო, მერე მეუღლეს მიეფერა და უთხრა რომ თავს მართლაც დამნაშავედ გრძნობს და ალბათ ცხოვრებაში აღარასოდეს დალევს . დიტომაც მალე დაივიწყა ეს ამბავი . ხოლო სამსახურში წასვლამდე მეგობარს კიდევ ერთხელ მოუბოდიშა გასულ ღამეზე და კიდევ იმაზე რომ მარტო ტოვებდა მეუღლესთან ერთად.
_ საღამომდე ნასტასია დაგათვალიერებინებს ახლო-მახლო ადგილებს , მერე აკაკი და მე ერთად მოვალთ და გავიდეთ სადმე , კარგი? ხვალიდან კიდევ შენთან ვარ მეგობარო !
დიტო წავიდა.

განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა იმ უბრალო დღეს .. ამინდი საკმაოდ მოსაწყენი , ფერები სერი , რუხი , უსიცოცხლო .
თემო და ნასტასია თბილად ჩაცმულები ფეხით მიუყვებოდნენ ვიწრო ქუჩებიან დაღმართს.
_ გუშინ ვერც კი შევნიშნე რომ მთაზე ცხოვრობთ. ალბათ მანქანით რომ მოვედით. (გაეღიმა თემოს.)
_ ხო ეს უბანი მთაზეა გაშენებული. ნახე ეს ადგილი მიყვარს.პირველად დიტომ ამ ტბასთან მომიყვანა. სახლი რომ მანახა. ტბის მეორე მხრიდან , იქვე ასასვლელია სახლთან.
ნასტასიამ თემოს წინ გაუსწრო. თეთრი ფრინველებით დაფარულ ტბას მიუახლოვდა . მერე უკან მოიხედა და გაშლილ სივრცეში სიმპატიური , მამაკაცური სახის დანახვაზე შეაჟრჟოლა გოგონას. მივიწყებული გრძნობა გაუცოცხლდა. სიხარულმა , სევდამ ერთად მოიცვა. შიშიც მოეძალა და უკან მიტრიალებაც ვეღარ შესძლო.
_ ნასტასია, კარგად ხარ?
თემომ გოგონაზე უკეთ იცოდა , რა ემართებოდა ნასტასიას, მაგრამ თითქოს ვერ შენიშნა. ისე უბრალოდ მიუახლოვდა მერე ხის სკამზე მიუთითა იქ ჩამოვსხდეთო და პირველი თვითონ წავიდა.
_ ნაასწ, დიტო გიყვარს ?
ნასტასიას ერთად მორეული გრძნობები სადღაც გაუქრა, და ოდნავ სიამაყემ იჩინა თავი. არ მოეწონა შეკითხვა. ''რატომ არ უნდა მიყვარდეს? რატომ მეკითხება? დიტომ უამრავი საზრუნავი იკისრა. შვილი. საკვები ,ფული. ბუნებრივია რომ რომანტიკას და სიყვარულს ვეღაღ ამჟღავნებს. მე არ ვმუშაობ და უნდა გავუგო რა თქმა უნდა. '' ამას ნასტასია ფიქრობდა და ვერაფერს ამბობდა ხმამაღლა.
_ ნაასწ მიპასუხებ? _ თემომ ხელი მოხვია გოგონას გაყინულ მკლავზე და ახლოს შეხედა სახეში.
ნასტასია გაქვავებულივით იჯდა. '' მაგრამ როგორ მომენატრა ალერსი'' ფიქრობდა გოგონა. მერე ტელეფონმა დარეკა და სწრაფად უპასუხა.
_ დიტო , სად ხარ? არ მოდიხარ?
_ რა დაგემართა, ყველაფერი კარგად არის? _ დიტოს გაუკვირდა მეუღლის მოუთმენლობა. დიდი ხანია ნასტასია აღარ თხოვს სახლში მალე მისვლას.
_ ყველაფერი წესრიგშია, უბრალოდ შენმა მეგობარმა მოიწყინა.
თემოს გაეცინა. მერე მეგობარს ისიც დაელაპარაკა და ნასტასიასთან ერთად სახლში დაბრუნდა.
ხანამ სტუმარს ცხელი კერძი შესთავაზა. ნასტასია კი ახლად გაღვიძებულ ბავშვთან ოთახში შევიდა.

დიტო და აკაკი საღამოს ერთად მოვიდნენ.


***
ნასტასია (მეთექვსმეტე ნაწილი)
შეუძლებელია ერთი ხელის მოსმით შეცვალო მთელი შენი ცხოვრება , ან კიდევ ამაზე უფრო მარტივი არაფერია !.
დიახ! , იფიქრო მომავალ , დაუგეგმავ ცხოვრებაზე. წარმოუდგენლად საინტერესოა ... მართალია თავის დაკარგვა დაუფიქრებლობით არ ღირს, თუმცაღა ამ ერთფეროვნებას დააღწევ ბოლოსდაბოლოს თავს...
ნასტასიას მსგავსი ფიქრები არასდროს მოსძალებია , მაგრამ ახლა?
განა უცხო , უფრო მისთვის უცხო მამაკაცზე , ხოლო მეუღლის ბავშვობის მეგობარზე ფიქრობს? არა , უბრალოდ მივიწყებული შეგრძნებები შეუფხიზლდა.
ვნება, შეხება ... მაგრამ ბავშვი? და ქმარი რომელსაც მართლა უყვარს გოგონა?!. ნასტასია მოუსვენრობამ დაღალა. აგვიანდებოდა მეუღლეს , მაგრამ , გოგონა თემოს გამო ნერვიულობდა.

მართალია დიტო და აკაკი სამსახურიდან დაღლილები დაბრუნდნენ , მაგრამ ახლად ჩამოსულ მეგობარს თავი მაინც მხნედ მოაჩვენეს და ერთ-ერთ გარეუბნის ხმაურიან ბარში წაიყვანეს.
დიტოს ბართან ახლოს ყოფნა სჩვეოდა . სასმელს შეუკვეთავდა და ბარმენ გოგონას უაზრო თემებზე ესაუბრებოდა ხოლმე . მეგობრებს არ ივიწყებდა რა თქმა უნდა თუმცაღა ვერც თავის ჩვევას ანებებდა თავს.


დიტომ მეორე კოქტეილიც ერთი გადაკვრით გამოსცალა და ბარმენ გოგონას მადლობა გადაუხადა .
_ ბიჭებო ! _მიუტრიალდა მეგობრებს.
_ ბიჭო , რაზე ელაპარაკებოდი იმ გოგოს? რა გჭირს ტო! ძმა ჩამოვიდა მიაქციე ყურადღება. ბოლო-ბოლო შენი სტუმარია.
_ მაპატიე, ორი წუთი შევყოვნდი . ვსოო აქ ვარ რა . _ დიტომ თემოს ჭიქა აიღო და სპირტიანი სასმელი სწრაფად გადაჰკრა.
_ დიტო , კარგად ხარ? თუ დაღლილი ხარ წავიდეთ სახლში , მესმის ბიჭებო მუშაობთ , სხვა დროსაც შეგვიძლია აქ მოსვლა. _ თემომ დიტოს ჭიქა გამოართვა და მხარზე ხელი გადახვია.
_ თემო , თქვენ ორნი ხართ ჩემი ნამდვილი მეგობრები. და ამიტომ თქვენ გეტყვით კარგი?
_ რა უნდა გვითხრა ბიჭო? თქვი მიდი _ აკაკი გაკვირვებული მიაჩერდა მეგობარს , ხოლო თემომ ძალიან მშვიდად დაისხა სასმელი და ოდნავ მოსვა.
_ სამსახურში ერთი ახალი თანამშრომელი მოიყვანეს. არა განა ნასტასიასთან კარგად არ ვარ , უბრალოდ ახლი მინდა რამე.
_ დიტო , თუ ახალი გინდა მაგას ყოველთვის ახერხებ , იმ გოგოსაც კი შებმა დაუწყე. მეტი ახალი რა გინდა? მაშინ დაანებე ნასტიას თავი და იცხოვრე ვირივით.
_ აკო ეგ რა შუაშია. , უბრალოდ ყოველდღე ხანა ნასტასია , ბავშვი .. დავიღალე რა!
თემო გააკვირვა მეგობრის გულახდილობამ და სასმელს რომელსაც ნელ-ნელა სვამდა ერთიანად გამოსცალა.მერე დიტოს მიუბრუნდა და უთხრა:
_ ნასსსტასია კარგი ქალია დიტო, თუ გოგონა თუ ... მეე , დღეს ცოტა გავისეირნეთ და შევატყვე რომ მართლა უყვარხარ. აიღე დასვენება სამსახურიდან და წავიდეთ სადმე ერთი კვირით. მე სულ ორი თვით ვარ აქ და მოდი ცოტა შენც ისიამოვნე ამ დროში. წამოიყვანე ნასტასია და იქნებ იქ უფრო გაიაზროთ ყველაფერი . არ ვიცი სხვა რა გითხრა .
_მართალი ხარ ძმაო , გესმის დიტო? მაგარი რამე თქვა თემომ. მეც წამოვალ . მოდით რა წავიდეთ სადმე. დავიღალე მეც სულ ეს სამსახური , არ ვიცი ...

მეგობრები იქ დიდხანს აღარ გაჩერდნენ, ფული აკაკიმ გადაიხადა და მერე დიტოსთან სახლში დაბრუნდნენ.
ნასტასია აღელვებული იყო, ვერ იძინებდა, ვერ ისვენებდა და კარზე ზარის ხმა რომ გაიგონა პირველი ხანას გასძახა , მე გავაღებო. მერე სასწრაფოდ ლოგინიდან წამოდგა, თბილი ჟაკეტი მოიცვა და კიბე ჩაირბინა.
_ ნასტიიი ისევ მოვედით , ხომ არ გაგაღვიძეთ? _ აკაკი პირველი გამოელაპარაკა გოგონას, დიტო და თემო კი უხმოდ შევიდნენ ოთახში, დიტოს თავისი გულახდილობის გამო სახე ოდნავ წამოუწითლდა და მეუღლეს თავი აარიდა.
_ დიტო სად იყავით? არ გშიათ? , ჭამეთ რამე?
_ არა ნასტასია. გვშია მაგრა . _ მეუღლე სამზარეულოში შევიდა და ქვაბში ჩაიხედა.
_ ნასტი, _ თემო უფრო გათამამდა ნასტასიასთან და თბილად მიმართა _ ერთი კარგი იდეა გვაქვს. მოკლედ, უკვე ისე აღარ ცივა , და მარტის ბოლოს აქ დღესასწაულები იწყება ხო? პესახი მგონი...
_ კი , პესახი _გაეცინა გოგონას
_ ხოდა სადმე წავიდეთ რა ერთად. მე მარტომ სად ვიარო. აი შენ და დიტო , მე და აკო.
_ მართლა? რა კარგია _ გაეხარდა ნასტასიას და მეუღლესთან სამზარეულოსი შევიდა. _ დიიტ რა მაგარია , რამდენი ხანია არსად წავსულვართ , მაგრამ ბავშვი? ბავშვი და ხანაც წავიყვანოთ ხო?
_ კარგი რა ნასტი ! რა ბავშვი. ბავშვს აქ მიხედოს ხანამ _ დიტომ ჭამა განაგრძო
_ ჯერ ერთი რას აკეთებ, მარტო როგორ ჭამ? მერე კიდევ ბავშვზე ასე რატომ ლაპარაკობ? წავიყვანოთ იქ ახლოს იყოს და ხანამ მიხედოს.
_ არ დაგასვენებენ რა ! და არც გასიამოვნებენ !! _ დიტომ ყვირილი დაიწყო , ქვაბს ხმაურიანად დაახურა თავზე და ოთახიდან გავიდა.
ნასტასია დაიბნა, მეგობრების მოერიდა და ერთი ორი ცრემლი გადმოყარა. მერე დამშვიდდა სამზარეულოს მაგიდაზე მოკრძალებული სუფრა გაშალა და ბიჭებს მოუხმო .
_ მოდით ბიჭებო დასხედით აქ, მე ბოდიშს ვიხდი უნდა დავწვე
თემომ გოგონას სიბრალულით გადახედა. აკაკი დიტოს გაუჯავრდა და პირველი მივიდა სუფრასთან. ნასტასიამ დიტოს გვერდი ისე აუარა რომ არც კი შეხედა.
_ ნაასწ, _ მეუღლე უკან დაედევნა და კიბესთან ხელი ჩაავლო_ მაპატიე ნასწი , მიყვარხარ _ მერე კისერზე კოცნა დაუწყო და მაგრად მიიზიდა გულთან_მაპატიე ჩემი გოგო , მაგრამ მოდი რა მარტო წავიდეთ , ბავშვი მეც მინდა იქ იყოს მაგრამ , ხანა უჩვენოდაც არ მოაკლებს ყურადღებას , კარგი?
_ ხომ შეიძლებოდა წყნარად გეთხოვა? რატომ უნდა იყვირო ? რატომ?!
ნასტასიამ კიბე აიარა და ოთახის კარი ხმაურიანად მიიხურა.

29 მარტს თემო , აკაკი , ნასტასია და დიტო დიტოს მანქანაში ჩასხდნენ და წითელი ზღვის მიმართულებით დაიძრნენ. ბიჭები სიხარულს ვერ მალავდნენ , თემომ ფანჯარა ჩამოსწია და თავი გადაჰყო მერე კი მთელი ხმით დაიყვირა ,
_მაგარიაააააააააა!


***
ნასტასია (მეჩვიდმეტე ნაწილი)
ნასტასიამ უზარმაზარი რკინის კარი ეზოს შიგნდან შეაღო . ირგვლივ ბნელოდა და მხოლოდ ველური ცხოველების ხმა გაისმოდა . გოგონა ნელ-ნელა უახლოვდებოდა სახლს საიდანაც არც სინათლე მოსჩანდა და არც სასიცოცხლო ნიშნები . სახლის კარი შორიდანვე შესამჩნევად გამოღებული იყო. ეს ადგილი მიტოვებულს უფრო ჰგავდა , და ამავე დროს სახიფათოდ ეჩვენებოდა, მაგრამ უკან არ ბრუნდებოდა და მოჩვენებითი სიმშვიდით განაგრძობდა გზას. თანდათან ორივე მხრიდან რაღაცის მოახლოებას გრძნობდა გოგონა და ამ სიახლოვეს ხმაც მოჰყვებოდა: ზოგან კივილით , კივილს სიცილი , სიცილს ღრიალი ...
ეს ხმა სიბნელეს მოსწყდა და მკრთალი სინათლით გამოიკვეთა , ნასტასიას, ირგვლივ ველური ცხოველების მსგავსი ადამიანები შემოეხვივნენ, ისინი გოგონას დახმარებას სთხოვდნენ , ნასტასია კი თავის დაცვას ცდილობდა , მაგრამ იმ ადგილს ვერ ცილდებოდა.
_ ნასტასია , ნასტასია გესმის?
გოგონამ თვალები გაახილა და მომღიმარ მეუღლეს შეხედა .
_ დამშვიდდი ჩემი გოგო ცუდი სიზმარი იყო, _ დიტო გოგონას მოეხვია და თბილად აკოცა.
თემოს მანქანის წინა სავარძელზე გადაწოლილს თითქოს ეძინა, მხოლოდ თვალები ჰქონდა დახუჭული და ისე შეუმჩნევლად უსმენდა მეუღლეების საუბარს. მერე წამოჯდა გაიმართა და აკაკის შესთავაზა მე დავჯდები საჭესთან და შენ დაისვენეო.
_ არა ბიჭებო , მე გავაგრძელებ, თემო შენ უკან გადმოდი . აკო აქ შეიძლება გაჩერება გააჩერე მიდი სადმე.
დიტო საჭეს მიუჯდა , აკაკი მის გვრდით სავარძელში მოთავსდა , ხოლო ნასტასია და თემო უკან ერთად დასვეს. გოგონას გაეხარდა კიდეც.
_ დავიღალე , უკვე ოთხი საათია გზაში ვართ დავიღალე მაგრა . _ თემომ დიტოს მანქანის სარკიდან შეხედა და ისე გამოელაპარაკა , მაგრამ დიტოს პასუხი ნასტასიამ დაასწრო.
_ ახლა იოტ ვატაში გავჩერდებით , იქ შევჭამთ და მერე ერთ საათში უკვე წითელ ზღვაზეც ჩავალთ. დიტო იოტ ვატაში მალე შევალთ?
_ აი უკვე ჩანს , ვაახ მეც მაგრა დავიღალე . აკო შენ რა დაგეძინა?
აკომ თვალი ძლივს გაახილა და დიტოს გადახედა. მერე გასწორდა, უკან მიიხედა და თემოს გაუღიმა
_ ჰა ბიჭო დაიღალე? უდაბნო ხომ მოგატარეთ რა გინდა.
_ ხო ცოტა კი დავიღალე , თან მომშივდა. გავგიჟდი ტო , უდაბნოს გზაზე ასეთი სისუფთავეა ამ გაქვავებულ ადგილებში და ჩვენ კიდევ ჩვენსას ვერ ვუვლით. დასავლეთის გზაზე რომ მივდივარ ხოლმე გული მტკივა , ყველგან ნაგავი და ...
_ კაი ხო ეხლა , ამ უდაბნოს ჩემი მირჩევნია მაინც და არ დაიწყო რა... _ აკომ ისევ წინ მიიხედა და დაიყვირა _ უუუუუუუუუუუ !

უკვე დიტო იოტ ვატაში შევიდა.
ნასტასია მეგობრებს ჩამორჩა , დიტოსაც მიანიშნა სვლა შეანელეო.
_ რა გინდა?
_ რას ნიშნავს რა მინდა? რაღაც მინდოდა და აღარ გეტყვი.
_ კარგი ხო , მითხარი .
_ ნუ მეჩხუბები.
_ მე არ გეჩხუბები , ისევ შენ დაიწყე. მითხარი რა გინდოდა? _ დიტომ მეუღლეს ხელი მოხვია , იცოდა ნასტასიას ჭირვეულ ხასიათს მხოლოდ ასე აჯობებდა.
_ დავიღალე ამ ჯინსებში ხუთი საათი . ჩემი ჩანთა კიდევ ქვემოთ მოექცა საბარგულში და კაბა მინდა. ნახე ამ მაღაზიაში მაგარი კაბებია ხოლმე ზღვისთვის.
_ აუ ნაასტ , ვჭამოთ რა და მერე კაი? თუ გინდა ამოვიღებ ჩანთას მანქანიდან.
_ კარგი დაივიწყე არ მინდა არაფერი.
_ მოდი აქ, რა ღირს მითხარი.
_ რა გითხრა? ჯერ არ შევსულვარ საიდან ვიცი რა ღირს? მაქვს მეც ფული . წადი ბიჭებთან და უცებ ვიყიდი, მოვალ .
_ ახლავე გამომართვი ! ნერვებს ნუ მიშლი.
_ არ მინდა , თანაც გეძახის აკო მიდი.
აკო მიუახლოვდა მეგობრებს და ნასტასიაც იმწამსვე გაეცალა მეუღლეს.
'' ყოველთვის ერთი და იგივე. ვეღარ გავიგე ჩემი ბრალია? უბრალოდ ერთხელ არ მიყიდის რამეს ისე რომ არ დაიწუწუნოს , არადა ისე იქცევა რომ მეც კი ეჭვი მეპარება ჩემს სიმართლეში. უბრალოდ ერთხელ მაინც გაღიმებულმა მითხრას რომ გიყიდი. განა კაბას? ან ფეხსაცმელს? ერთ პატარა ყვავილს, ქოთნის ყვავილს რომელზეც უკვე რამდენი წელია ვოცნებობ და იმიტომ არ ვყიდულობ რომ გაოგნებული ვარ. ყოველთვის გვერდს აუვლის და არ მეტყვის - კარგი გიყიდი. რა უაზრობაა. მეც ხომ მაქვს ფული ხოდა ვიყიდი''
ნასტასიამ მოკლე , ვარდისფერი ქვედაბოლო იყიდა და იქვე გამოიცვალა. მერე ხასიათიც გამოუსწორდა და სხვებს შეუერთდა. დიტო გოგონასკენ სკამიდან გადაიხარა და ჩუმად იკითხა:
_ რა ღირდა?
ნასტასიას ყველაზე ძალიან ეს არ უყვარდა. ''რას მეკითხება ფასს, მე ვიყიდე და ახლა მე მიმოწმებს? მერე რომ თქვას რა ძვირიაო და ამოვიღებდი საბარგულიდანო? აააააააა გავგიჟდები !''
_ 20 შეკელი _ კაბა 50 გირდა მაგრამ მეუღლის განკითხვას თავი აარიდა და იცრუა.
_ ხოო? _ დიტო კმაყოფილი დარჩა არც თუ ისე დიდი დანახარჯით.


***
ნასტასია დასასრული
ახალგაზრდები იოტ ვატადან ეილატისკენ გაემგზავრნენ . გზა სულ ერთი საათით გაგრძელდა. უკვე საღამო იყო . წითელ ზღვას მართლაც რომ წითელი ზოლი მიჰყვებოდა ცის ანარეკლიდან გადაფენილი ...
დიტომ ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროზე შეაჩერა არჩევანი . სხვებიც მის ნებას დაჰყვნენ და ბევრი არ უფიქრიათ რეგისტრაციის შემდეგ, მალევე შევიდნენ თავიანთ ოთახებში . ნასტასიას არ ეძინა. ფიქრობდა და ქმრის ხმამაღალ სუნთქვაზე სული ეკვროდა. უფრო ღიზიანდებოდა და ადგილს ვერ პოულობდა. მერე წამოდგა იბანავა , მოკლე მკლავიანი და ზურგზე ამოჭრილი მუხლზე ოდნავ დაშვებული თეთრი კაბა გადაიცვა . ფეხზე დაბალძირიანი ჭილის ფეხსაცმელი ამოიცვა და თხელ წვივებზე თასმები მოიხვია. მხოლოდ მობილური ტელეფონი აიღო და გარეთ გამოვიდა. თბილოდა. თმა გაიშალა და მთვარის შუქი ზღვის ზედაპირზე ლამაზად რომ ციმციმებდა გოგონას სველ თმას გადაედო. ნასტასია ისეთი ლამაზი იყო, რომ თავადაც კი გრძნობდა ამ მომხიბვლელობას. სასტუმროს ეზოდან გასვლა არც უფიქრია გოგონას. იქვე ,ეზოში ბასეინთან მწვანე შუქებით განათებულ პალმებს შორის რბილ სავარძელში ჩაეშვა და სიამოვნებით ამოისუნთქა.
ცოტა ხანში თვალები მილულა და ძილიც რომ მოერია ვიღაცის წყალში ხმაურიანმა გადაშვებამ და ცივი წყლის შხეფებმა შეშინებული გოგონა სკამიდან წამოაყენა. ხმა ვერ ამოიღო , მხოლოდ უკან დაიხია , თანაც საფრთხე იმდენად არ ემუქრებოდა . უცნობი წყალში იყო ...
ამან ნასტასია გაათამამა და ისევ წინ წაიწია , ახლა უკვე ანერვიულდა და წყლის ზედაპირზე უცნობის ამოყვინთვას სულმოუთქმელად დაელოდა.
იმანაც ამოყვინთა და გოგონამ გადასძახა.
_ ფრთხილად! (ზეირუტ)
ახალგაზრდა მამაკაცი გონს ძლივს მოეგო , მერე ბასეინთან მდგომ ნასტასიას თვალი მოჰკრა ახლოს მიცურა და გაუღიმა გოგონას.
_ თემო? შენ ხარ? როგორ შემაშინე, აქ რა გინდა?! _ გოგონამ თემოს დანახვაზე სიმშვიდე იგრძნო , მერე ფეხსაცმელი გაიხადა და ისე ჩამოჯდა რომ ფეხები წყალში ჩაეყო .
_ ნასტი , მე ბასეინი ისე მიყვარს რომ ვერ მოვითმინე დილამდე მაგრამ შენ რას აკეთებ აქ? დიტო სად არის?
_ დიტოს სძინაბს , ეგ დილამდე აღარ გაიღვიძებს .
ორივეს ხმამაღლა გაეცინა. მერე თემომ ნასტასიას ხელი გაუწოდა
_ მომეხმარები, ზემოთ ამოვიდე ?
ნასტასიამ ხელი ჩასჭიდა და თავისკენ მოქაჩა მამაკაცი , მაგრამ თემომ გოგონას მეორე ხელი ფეხში ჩაავლო და წყალში გადაუშვა. გოგონა უცებ მოეხვია თანაც ცდილობდა ჰაერი დაეჭირა წყლის ზედაპირზე, თანაც წყალს ყლაპავდა და თემო რომ ვერ მიმხვდარიყო რომ გოგონამ ცურვა არ იცის ნამდვილად დაიხრჩვებოდა. მერე გოგონას ფეხზე დადგომაში მოეხმარა და უთხრა რომ თუ გასწორდებოდა წყალი მხოლოდ მხრებამდე დაფარავდა.
_ გაგიჟდი? მე ცურვა არ ვიცი. თანაც ..
_ რა თანაც? (თემოს გოგონა წყლის ზედაპირზე მსუბუქად ეჭირა ხელში და ისე ელაპარაკებოდა)
_ რა თანაც? ზემოთ მინდა
_ გაიცინე
_ რა? ( ნასტასია გაუჯავრდა და მაინც გაეცინა)
ჯერ ჩუმად და მერე ხმაურიანად იცინოდნენ თანაც თემო წყალზე , წრეზე ცურვით ატრიალებდა ხელში აყვანილ ნასტასიას.
_ვინ არის აქ? წყლიდან ამოდით! ბასეინი 9 საათზე დაიკეტა ამოდით თორე დაჯარიმდებით ! თავხედები! (მი ზე კან? ტიცუ მე ჰამაიმ ! ჰაბრეხა ნისგერა ბე შაა 9 ! ტიცუ ! ახერეტ ტეკაბლუ კნას ! ხუცპანიმ ! (ეს უკანასკნელი ჩუმად ჩაილაპარაკა სასტუმროს ეზოს დარაჯმა)
თემომ ჯერ გოგონას მიეხმარა წყლიდან ამოსვლაში , ხოლო შემდეგ თავადაც ავიდა და მაისური გადაიცვა . თუმცა გოგონამ მაინც მოასწრო მის შიშველ სხეულზე თვალის შევლება .
_ ზღვა მინდა ვნახო
თემომ ეს უთხრა ნასტასიას, თუმცა მის ამ ნათქვამს უფრო გაუბედავი შეკითხვის აზრი ჰქონდა . უნდოდა ეკითხა ნასტასიაც გაჰყვებოდა თუ-არა თან მაგრამ ვერ გაებედა.
ნასტასია და თემო სანაპიროს ჩუმად მიუყვებოდნენ . მერე თემომ გოგონას გამომწვევად გადახედა და წყალს მიუახლოვდა
_ შევიდეთ?
_ რა? ცოტა ხნის წინ ლამის დავიხრჩვე კიარადა დამახრჩვე და ახლა გინდა ზღვაში შემოვიდე?
_ ხო !
თემოს სიმშვიდეზე ნასტასია გამხიარულდა და წყალში შევიდა ..
_ კიდევ შემოდი ნუ გეშინია , მე აქ ვარ .
ნასტასია თემოს მიუახლოვდა და წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა ხელებს წყალზე ნახევარრკალად უსმევდა .
_ კარგი, ხომ ხედავ არ მეშინია . მეტი აღარ მინდა დავბრუნდეთ.
_ არა , ნახე რა ხდება ნამდვილი ცხოვრება ახლა იწყება . გესმის იმ ბარიდან როგორი ხმა გამოდის? წავიდეთ !
ნასტასიამ ჯერ თავი შეიკავა , მაგრამ ბოლოს თემოს ნებას დაჰყვა იმ იმედით რომ ასეთ გაწუწულებს ბარში არ შეუშვებდნენ , მაგრამ შეცდა ეს ღია ბარი იყო .
ქვიშიან სცენაზე ნახევრად შიშველი მომღერლები მღეროდნენ და ცეკვავდნენ, ნასტასიას ყველა პრობლემა და ყოფიერი ცხოვრების დეტალები გადაავიწყდა .
_ მადლობა თემო
_ რისთვის ნასტი? პირიქით მადლობა შენ რომ დღევანდელი დღე კიარადა ღამე ჩემთან გაატარე, საკმაოდ მეგობრულად სამწუხაროდ
_ მე მიყვარს დიტო , უბრალოდ ეს ყველაფერი იმდენად მივიწყებული მქონდა ..
_ რა?
_ მე მეგონა რომ დიტო აღარ მიყვარდა , მერე შენგან ყურადღება რომ ვიგრძენი უფრო დავიბენი და გავიხლართე ჩემს გრძნობებში , მომეჩვენა რომ დიდი ხანია მოვკვდი , სადღაც დედამიწის ერთ წერტილში ვარსებობ და მაინც მოვკვდი , იმიტომ რომ გრძნობები სულ გამიქრა მეც , დიტოსაც. ერთმანეთს მხოლოდ ბავშვის შესახებ ვესაუბრებით და იმაზე , დღეს და ხვალ რა ვჭამოთ , მაგრამ ეს ცხოვრებაა თემო . ეს ცხოვრებაა , ოჯახია და არ შეიძლება ყველაფერი ჩემი გრძნობების გამო გავაფუჭო ვერ ვიფიქრებ მხოლოდ ჩემს თავზე , ადრე ჩემი ბიძაშვილი მყავდა ახლოს , მერე ის გათხოდა გერმანიაში და სულ მარტო დავრჩი , ცხოვრებაც მოსაწყენი გახდა , მაგრამ ჩემი შვილი მივსებს ყველაფერს , და რადგან ის მყავს ამიტომ ჩემს თავზე ვეღარ ვიფიქრებ გესმის? თემო ...
_ გააგრძელე მე გისმენ
_ უბრალოდ მე ცოტა დავლიე , ხო ცოტას რომ დავლევ მერე ბევრს ვლაპარაკობ მაგრამ უნდა გითხრა რომ შენ დამეხმარე თემო . ის რაც მაკლდა მეგონა თუ შევივსებდი ამით ყველაფერს ბოლო მოეღებოდა მაგრამ არა , მე მაინც ჩემი ოჯახის ნაწილი ვარ და ამას ვეღარ შევცვლი.
თემომ ნასტასიას ხელი მოკიდა , წამოაყენა და ნელი მოძრაობით სცენისკენ წაიყვანა
_ ვიცეკვოთ?
_ კიი ვიცეკვოთ ( ნასტასიას პატარა ბავშვივით გაეხარდა)
თემო და ნასტასია ნელ მუსიკაზე დიდხანს ცეკვავდნენ . მერე თემომ გოგონას ძალიან ფრთხილად ტუჩებში აკოცა და სიყვარულით მოეხვია
_ ნაასწ , დიტოს ცოლი რომ არ იყო და ვინმე სხვა იყოს შენი ქმარი ახლავე გაგიტაცებდი შენი ბავშვიანად ! მაგრამ მე ხომ დიტოსთან ერთად ვიზრდებოდი და რა გავაკეთო მითხარი ?!
_ არაფერი თემო , კარგი საკმარისია ( გოგონამ სწრაფად გააშვებინა თმოს ხელები) _ მოდი წავიდეთ , მე დავიღალე.
თემო და ნასტასია უხმოდ დაბრუნდნენ უკან. მერე ბარათით სასტუმროს ეზოს კარი გააღეს და ცოტა ხანი იქ შეჩერდნენ
_ ნაასწ, შეიძლება კიდევ ერთხელ გაკოცო? ბოლოჯერ ნასწ
ნასტასიას გაეცინა და ლოყაზე აკოცა თმოს , მაგრამ თემომ ახლოს მიიზიდა გოგონა და ტუჩებში მიწვდა.
ისევ უხმოდ გააგრძელეს სვლა და თემომ გოგონა ოთახამდე მიაცილა .
_ ნაასწ , იცოდე რომ შენ ის ქალი ხარ რომელსაც ვერასდროს ვერ დავივიწყებ, რომელიც ყოველთვის მიყვარდი გაცნობამდეც ! შენ ჩემს ცნობიერში იყავი და მეყვარები მერეც.
_ მიხარია თემო , იმიტომ რომ მეც იგივეს ვგრძნობ, და როდესაც ცუდ ხასიათზე ვიქნები ამ სიტყვებს გავიხსენებ რაც ახლა მითხარი და ეს დამამშვიდებს. თემო ...
_ გისმენ ნასტასია
_ ხვალიდან ამ გრძნობის მიუხედავად მე და შენ მხოლოდ მეგორები ვიქნებით . მაგრამ ეს ჩვენში უფრო ღრმად დარჩება კარგი?
_ კარგი ნასწ , როგორც შენ გინდა ჩემო გოგონავ მეგობრები , მაგრამ მე ყოველთვის მეყვარები აქ, უფრო ღრმად.
თემომ ნასტასიას ხელი გულთან ახლოს მიიდო
მერე გოგონას ლოყაზე აკოცა და წავიდა.
ნასტასია ფრთხილად შევიდა ოთახში დიტოს ეძინა, წყალი ისევ გადაივლო ტანსაცმელიც გაირეცხა და გარეთ აივანზე გაფინა. აივნიდან ზღვას გადახედა და გაეღიმა , ღიმილი ოთახიდან გამოსულმა ქმრის ხმამაღალმა ფშვინვამაც მოჰგვარა და ლოგინზე ჩამოჯდა
_ დიტო , როგორ შეიცვალე მაგრამ მე მაინც მიყვარხარ
ნასტასიამ ჩუმად ჩაილაპარაკა და მეუღლის გვერდით დაწვა და მელევე დაეძინა .


15  აპრილი
თათ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები