ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2010


ნაპრალის გამყიდველი

მშვენიერი ხარ...
როგორც გასრესილი ძაღლი  ტრასაზე,
ლამაზი, როგორც...
დილის ბინდში გლდანის ნაგავსაყრელი...
შენს სიცილს მხოლოდ აფთრის ხარხარს თუ შევადარებ,
ბუნებამ შენზე დაისვენა...  ადრეც გითხარი.

და შენი კანი!.. უნიტაზის სიგლუვეს რომ ჰგავს,
საუბრობ, თითქოს ფეკალები მიჰქრიან მილში...
როგორც ორსული ტარაკანი კედელზე ცოცავს,
დადიხარ ნაზად... ვნებებს ამიშლი...

მკერდი შენი... ამობურცული ორი კომბოსტო ბაზრის ნაგავზე!
თვალები?... ორი გუბე სადღაც ვაგზლის ბინძურ კლოზეტში,
ირეკლავს მიმქრალ ნათურებს ჭერზე...
შენ ხარ... სამყაროს დასაწყისი და დასასრული,
რა საოცარი არსება ხარ, ამ ქვეყანაზე!
კოშმარი... სრული...


24.05.(2010). სერგეი ნეველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები