ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
29 მაისი, 2010


ძროხის ჩივილი

ქვებს რატომ მიმიზნებ ფერდებში?
მაწვალებ, ერთობი, ტრაბახობ...
რაიმეს გიშავებ? მაცადე!
ჩემთვის ვარ, წყნარად ვარ, ვბალახობ...

ქვის სროლის სანაცვლოდ, ყანაში
გადი, დამიკრიფე ბალახი!
ბევრი რძე რომ მოგცე საღამოს,
რომ გქონდეს ყველი და კარაქი.

გუშინ რომ რქით ბურთი გავხიე,
ბოდიში, ვინანე ძალიან.
გართობა მინდოდა, რქიანი
რომა ვარ, რა ჩემი ბრალია?

ძალ-ღონე თუ გერჩის,მოხუცი
ბაბუა ყანას რად გითოხნის?
შემეშვი, გიშავებ რაიმეს?-
ჩემთვის ვარ, წყნარად ვარ, ვიცოხნი...

ბინდდება,
შენ ისევ არ ცხრები.
დამღალე,
მზე უკვე აღარ ჩანს.
მე წავალ, რძეს მოგცემ, შენ, ალბათ,
მიირთმევ ხაჭოს და არაჟანს.



 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები