ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2010


ჩემი შენიდან

ბაცი ჟანგბადი -
ბლანტ ფერებში აღწევს სუიციდს...
ხეთა აჩრდილი,
უგემოვნო მანევრით კრთება -
„ასფალტზე, სადაც გაიხლიჩა ფლიდი პროფილი“
- - -
სუნთქავს ალკოჰოლს!
ჟანგბადში და ჰაერში უფრო...
განყენებული ნეგატივი უახლოვდება -
სულ ბოლო იმედს!
როცა -
„თვალებზე მეწამული აელვარდება“
და…
დედამიწა ფორმალურად მომართავს კომპასს!
- - -
წვიმს...
სიმები ისევ დაწყვეტილი!
გიტარა - უხმო...
„უსუფთაო ნოტს დააბრალებს (უაზრო) ამინდს“
და...
ალკოჰოლში ჩაძირული ღრუბელთა გამა -
ღუზას დაუშვებს.
- - -
წამი
და
წამი
და
წამი შედგა...
დღეს მერამდენედ გაირინდა ჩუმი აჩრდილი -
„უძილო“ ძილში?!
და... –
მერყევ სუნთქვას შეერია დიაპაზონი...
(თითქოს ფილტვებმა მომაკვდავის იჩუქა პულსი)
- - -
ცვილის სანთელი...
დაღლილ ტუმბოზე ლაქებად კვდება!
კედლის კალენდარს ვერ ვუპოვე „ახლის სარჩევი“
და ალკოჰოლის ბლანტ ფერებში გაგუდულ სარკმელს
ვარღვევ შიგნიდან -
რომ შევაყენო გალაკტიკა!
- ჩემი შენიდან...
ანუ ასე...
- მარცხნიდან მარჯვნივ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები