ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პროზა
10 ივნისი, 2010


დიდი და პატარა სახლი

      მე და ჩემს ძმას ასაკით სამი წელი და რაღაც თვეები გვაშორებს,ის უფროსია,შესაბამისად ჩემს ხასიათზე,გემოვნებასა და შეხედულებებზე გარკვეული  გავლენაც იქონია...
      ჩვენს დიდ სახლში ორი ტელევიზორია,ორივე ხშირად იმიტომაა ჩართული,რომ მშობლებს ვუთხრათ,რომელიმემ გამორთეთო,მუსიკის მოსმენაში გვიშლის ხოლმე ხელს.
    საკუთარი ოთახი არასდროს გვქონია,ამას თითქოს მივეჩვიეთ ერთის მხრივ,სწორედ ამ ერთი მხრის დამსახურებაა,რომ ჩვენს ჭკუაზე ვერ ვართ და უნებურად ვიგებთ ათას ჭორსა თუ ამბავს მეზობლების სტუმრობასთან თანმხლებს.მეტს აღარ დავაკონკრეტებ...
    საბედნიეროდ,მედალს ორი მხარე აქვსო,ამბობენ,პირველს,ზემოთ ხსენებულ გარემოებას,ფარავს მეორე,(ვაფარვინებთ)რომელსაც ოჯახის თავშეყრის ოთახში ერთი კუთხე აქვს დათმობილი და ივსება კომპიუტერით,გიტარით,ტამტამით,მოკლედ იმ ნივთებით,რომლითაც ვიმრავალფეროვნებთ ყოფნას.
    ადრე,რათქმაუნდა გასართობი და თავშესაქცევი სხვა რამ იყო...
  განსაკუთრებით მიყვარდა ყოფნა იმ პატარა სახლში,მე და ჩემი ძმა  რომ „ვაშენებდით“ სკამებით და ადიალებით ვხურავდით.თუმცა კი უფანჯრებო,უკარო და ბნელი იყო,მაგრამ დიდი სახლის „ვამპირებისგან და კაციჭამიებისგან“  საიმედოდ გვიცავდა.
  ...................
      ბავშვური ფანტაზია საკმაოდ გვქონდა განვითარებული.(რაც მახსოვს,რაც არადა სხვებისგან მაქვს გაგონილი).
        იმ დროში დარჩენისთვის განწირული..
        იმ დროში-თქო,ჰოდა,დროით იქ დარჩა,მაგრამ ჩვენით დღემდე მოგვაქვს ის ფანტაზია და მალე ადრინდელ უოთახობას დიდ სახლებად ვაქცევთ,მერე რომ მათში ისევ პატარა სახლები აშენდეს...
    ასე თუ ისე,იმ დრომ იმოქმედა ჩვენს დღევანდელ აზროვნებაზე.
    ნორმალურსაც დავარქმევდი წარსულს,უფრო მძიმეს თუ არა.
    მხოლოდ ის არ ვიცოდით,რომ თოკზე გადაკიდული საბნის ორი მხრის შუა ძრომიალი,ყოფნა-არყოფნას შორის გაწელილ ბნელ დ უჰაერო გასავლელად გადაიქცეოდა...
    ახლაც,როგორც უწინ,დედა ორივეს შენიშვნას გვაძლევს,როცა დიდი სახლის კარებში გასვლა-შემოსვლისას მექანიკურად ვადგამთ ფეხს დირეზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს