ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: კასრი
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2010


გენიალური სტროფები!

პირველი ლექსი

ჩუმად!
ბავშვი არ გააღვიძო -
დაღლილია
გვიან დაწვა დასაძინებლად...
-მაინც რამდენი წლისა არის
ქალბატონო
ეგ შენი ბავშვი?!
-ცხრამეტის გახლავს!
-არც მე ვიყავი ოცის,
როცა სანგარში ვეგდე!
-ფუჰ!
მეზიზღები!
მამა ვარო
შენ იტყვი კიდევ?!


მეორე ლექსი

ვინ დაიჭირავს სიკვდილსა?!
წინ დაუდგება ვინ?! -
კუმურდოელი?!
მრუელი?!
ბრელი?!
ჰერელი?!
რამდენი წიგნი დარჩება
წაუკითხავი!
რამდენი რამე დარჩება
დაუწერელი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები