ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2008


ელის... წერილი რვა (აღსარება)

ელის, იცი ზოგჯერ როგორ მინდა ამოვხეთქო?
მინდა დავიცალო ამ ბოღმისგან
სადღაც სახსრებში რომ მბოჭავს,
ცხოვრებას თუ სიცოცხლეს რომ მართმევს,
უფრო სწორედ ჯერ მიმახინჯებს და
მერე მართმევს.

რაზე ვიბოღმები? ხალხზე ელის,
გაზულუქებულ, უაზრო, დაუნახავ და
შეუგნებელ ხალხზე,
აი თვალებში ზევიდან და
ცხოვრებაში წინიდან რომ გიყურებენ,
გიყურებენ და არაფერი აქვთ სათქმელი,
გეუბნებიან და გტკენენ,
გგლიჯავენ შენ ნაწილს, არ გიცნობენ და
დაგცინიან...

ზოგჯერ ისე მინდა გაქცევა,
ყველასგან, ყველაფრისგან,
შენგან...
შენგანაც...
არა იმიტომ რომ შენც,
არა იმიტომ რომ...
შენთვის ელის,
შენ თვის.

ხანდახან მესიზმრება რომ ვსეირნობთ,
თითქოს გასაკვირი არაფერია, მაგრამ
მიკვირს რომ ოცნება კიდევ შემიძლია,
მიკვირს რომ კიდევ დავდევ
ლამაზ მოჩვენებებს ქვეცნობიერიდან.
მიკვირს როცა პაემანზე ამბორზიებს გჩუქნი
და
შენ გამორთმევისთანავე ხელში გახმება...

ელის, მინდა რომ ამოვხეთქო...
ზიზღი მინდა გამოვხატო,
ყველაზე...
სახეში მინდა შევ...
სულში მინდა ჩავ...
...ხედო.
და მერე წავალ,
არა ლამაზად, არა შენთვის,
ჩემ... თვის... დასაწყისში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები