ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ის....
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 ივნისი, 2010


ყვითელი ზოლი ბაქანზე

ჯერ არ წვიმს.
ქალაქის ცენტრში, დიდ ატრაქციონთან, სხეულები დაძრწიან წაშლილი სახეებით. ცას შავ ლაქებად ამჩნევია ადამიანების ისტორიები. სიცხისგან სამყაროს ნაპრალები გაუჩნდა და ჩვენი ხორცით ვავსებთ მათ... ჰაერი გაიშვიათდა.
ფანჯარასთან გოგო დგას და ხელში წითელი ბუშტი უკავია. ცრემლიანი თვალებით უყურებს ჩაბნელებულ ატრაქციონს, ყელში ბურთივით ეჩხირება წართმეული ბავშვობა. კუთხეში ჯიხური დგას,  ბამბის ნაყინს ყიდიან, დღეს ფული მხოლოდ წითელი ბუშტის საყიდლად ეყო...
ფანჯრის იქით მკვდარი ქალაქია.

-------
სახურავის ბინადარი კარლსონი-ტყუილი.
ვერ დავფრინავ.
მოვკვდი.
ორნახევარჯერ.

ცა დაბლა იწევს...

------
შეშინებული ადამიანები ერთმანეთს კლავენ, მეტი ჰაერი დარჩებათ სასუნთქად...
მივყვები ქუჩას და გზას ნაკვალევი ისევ არ ემჩნევა. კუთხეში ცალფეხა კაცი დგას, ჩემს ნაბიჯებს ითვლის, მანძილს ზომავს... მე თვალს ვარიდებ.
ჰორიზონტის ბოლო წერტილამდე ვივლიდი, მაგრამ მეტროს სადგურში ჩავდივარ, ბაქანზე ვჩერდები, გაცრეცილ ყვითელ ზოლთან... კიდევ ერთი ნაბიჯი და სხვები უკეთ ისუნთქებენ...

"ალისფერი სვიტერი ისევ ფუფუნებაა", მე გაღიმების საბაბს ვიგონებ.
მერე... არც არაფერი, უბრალოდ მატარებელს მივყვები.
ანუ ისევ არ აპირებს გაწვიმებას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები