ნაწარმოებები



ავტორი: სოფო ბაჩილავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 ივნისი, 2010


მამა



  ოთხი თვის წინ ოთხნი ვიყავით ახლა სამნი ვართ. მაგიდის გაწყობისას დედას მაინც ოთხი თეფში გამოაქვს, შეუმჩნევლად უღიმის თვალები და თითქოს მოწყვეტილია რეალობას, უცებ შეშდება და სასწარფოდ აბრუნებს ერთ თეფშს კარადაში თან მე მიყურებს და იმედი აქვს რომ ვერ დავინახე რაც მოხდა, დედა ტკივილებს არ იმჩნევს, ჩვენ უფრო მეტად რომ არ გვეტკინოს. ჩვენც დედას ვგავართ.

  არასდროს ვამხნევებთ ერთმანეთს სტყვებით, მხოლოდ ტკივილების დამალვას ვასწავლით..

  არ იტიროო რა, თორე დედა ინერვიულებს და იტირებსო, ასე მითხრა ჩემმა ძმამ ცრემლიანი თვალებით მაშინ როცა პირველად ვნახეთ ერთმანეთი მამის გარდაცვალების შემდეგ. მას მერე მე და ჩემს ძმას აღარ გვიტირია. დედა მაინც ტირის ხოლმე, ოღონდ მაშინ როცა დარწმუნებულია რომ გვძინავს, რომ ვერ გავიგებთ.





ჩვენ ოთხნი ვართ და ვერასდროს გავხდებით ოთხზე ნაკლები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები