ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2008


XXI საუკუნის მითები

ჩვენ,
ჩვენი ცხოვრება და სამყარო,
ვცხოვრობთ ახალ სამყაროში,
სადაც რელიგია აღარაა ხალხის ოპიუმი
ვიხსენებთ ძველ პერიოდს,
მითების ეპოქას და...
ვქმნით ახალ მითებს.

პიროვნების კულტის აღარავის სჯერა,
აღარავინ აგვყავს კვარცხლბეკზე
არავის ვუნთებთ სანთელს,
ჩვენ გაცილებით მეტს "მივაღწიეთ"
ახალი მითები - ეს იდეებია,
იდეები რომლებიც გვაძლევენ ჩვენი თავის "რწმენას"
იდეები რომლებიც გვაჩუმებენ
იდეები რომლებიც გვეუბნებიან რომ არ ვართ არარაობები
ნულები,
გვაძლევენ ილუზიებს ჩვენს რაობაზე...

და ჩვენც პრესისა თუ ტელევიზიის თვალწინ
ვჭამთ ათობით "ჰოთ-დოგს",
ვფუთავთ საყიდელბს ყველაზე სწრაფად,
ვხეთქავთ ყველაზე მეტ ლუდის ქილას წუთში,
და
ვიმარჯვებთ,
ვიმარჯვებთ ათასობით კონკურსში
ათასობით შეჯიბრში,
ვიღებთ სიგელებს,
დიპლომებს
და ცოტაოდენ ფულს...

გვიხარია,
ვცქმუტავთ,
დავრბივართ,
ვამაყობთ მიღწეულით,
ვახდენთ ჩვენი თავის განდიდებას.
ვერთვებით, ვიფლობით, ვიძირებით - მითებში.
სინამდვილეში კი
უბრალოდ ხელმოცარული,
ოცნება დაკარგული ხალხი ვართ,
ხალხი, რომლებმაც ვერ, არ მოვახერხეთ ოცნებების რეალიზება,
ან უბრალოდ არც გაგვაჩნდა ამაზე მეტი.

ჩვენ,
ჩვენი ცხოვრება და სამყარო,
ვცხოვრობთ ახალ სამყაროში,
სამყაროში სადაც ყველას შეუძლია შექმნას ახალი მითი,
სამყაროში სადაც დანგრეული ოცნება შეგვიძლია ჩავანაცვლოთ,
ჩვენ ოლიმპოზე ვცხოვრობთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები