ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ან_კა
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2010


უანგაროდ

ისეთი გრძნობა მაქვს,
თითქოს ამქვეყნიური არა ვარ,
არა, გრძნობა კი არა,
ყველა მეუბნება, რომ
ციდან ჩამოფრენილი ვარ,
არა, უფრო ზუსტად,
ციდან ხომ არა ხარ ჩამოფრენილიო?
ანა, მიწაზე დაეშვიო,
უფრო ზუსტად,
ამ ცოდვილ მიწაზე დაეშვიო.
მე კი ვფიქრობ, რომ
ადამიანს ლხინში ჰო, რა თქმა უნდა,
მაგრამ ჭირშიც უნდა დაეწვიო.
მე გულწრფელი ვარ,
ცოტა მეტად მივენდოთ ერთმანეთს,
ნდობა გვაკლია,
ერთმანეთის ნდობა გვაკლია.
ვუმზერთ ეჭვის თვალით,
თუკი ვინმე ხელს გამოგვიწვდის,
გვეხმარებაო, ვითომ, უანგაროდ?
მოდი ეჭვები ყველა გავყაროთ,
და ერთმანეთი,
რაც შეიძლება მეტად გავახაროთ,
ვაკეთოთ ყველაფერი უანგაროდ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები